თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2016, 08:57
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2336,
კომენტარები: 15
ვან გაალი: "თავდაჯერებულობა დაგვიბრუნდა"
ლუი ვან გაალი "დერბისთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.
ვან გაალი:
მატჩის შედეგსა და გუნდის ასპარეზობაზე

"ძალიან გახარებული ვარ. თამაშიც ძალიან კარგი იყო და შესვენებაზე სწორედ ეს ვუთხარი მოთამაშეებს; ისე უნდა გაგვეგრძელებინა, როგორც პირველ ნახევარში. მართალია, გოლი გავუშვით, რომელიც კვლავ ჩვენი შეცდომის გამო გავიდა, თუმცა პირველი ტაიმით მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. ბიჭები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ნახევარი კიდევ უკეთესი იყო, შევქმენით უამრავი მომენტი და გოლებიც გავიტანეთ. კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა და ამიტომ, მე ბედნიერი მწვრთნელი ვარ."

ენტონი მარსიალის ძალიან კარგ თამაშზე

"ვფიქრობ, მან კარგად ვერ დაიწყო შეხვედრა და ეს მასაც ვუთხარი, თუმცა 20 წუთის შემდეგ თამაშში ჩაერთო და უბრალოდ საუცხოო იყო. მე ბედნიერი ვარ, რომ იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია, იგი დიადი მოთამაშე გახდება ამ კლუბში."

ითამაშა "იუნაიტედმა" უფრო თავისუფლად?

"ვფიქრობ, "დერბი" შესვენების შემდეგ უფრო ხშირად მიმართავდა პრესინგს. როდესაც ვახერხებდით ზეწოლისგან თავის დაღწევას, უამრავი თავისუფალი სივრცე რჩებოდა, სწორედ ამიტომ გავიტანეთ ორი გოლი"

მოგებების საწყისი?

"2016 წელს თითქმის ყველა შეხვედრაში ვიმარჯვეთ, მხოლოდ "საუთჰემტონთან" მარცხი იყო, ისიც თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო. ჩვენ სახლში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობდით და ასეთი თამაში, ცოტა არ იყოს, სამარცხვინოა. თუმცა იმ მატჩმა უკვე ჩაიარა. ახლა თავდაჯერება დაგვიბრუნდა და გაბედულად ვითამაშეთ, მეტოქის პრესინგს თავი დავაღწიეთ მეორე ნახევარში და გავიტანეთ ორი ფანტასტიკური გოლი, ეს უნდა აღვნიშნო. მეორე და მესამე გოლი ძალიან კარგი კომბინაციების შემდეგ გავიდა."

დეილი ბლინდის გოლი

"ეს დაუჯერებელი იყო, თუმცა მან გამოიყენა შანსი და გაიტანა. უნდა შევაქო ახალგაზრდებიც, მათ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს.

საქებარი სიტყვები გულშემატკივარს

"ისინი საუცხოოები იყვნენ, კვლავ დადიან "მოსაწყენი" "მანჩესტერ იუნაიტედის" საგულშემატკივროდ - ფანტასტიკურია!"
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
30 იანვარი 2016 09:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Nu tamashs ver vuyure tumca kargia rom moviget da sami goli gavitanet.
0
№2
ავტორი: dachi_mu
30 იანვარი 2016 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
აუუ რა როჟაა ჩემი.. ერთ თამაშს მოიგებს და იდე იტყვის გეგონება ჩემპიონი უნდა გახდეს ... თამაშს რაც შეეხება ააშკარად გამოცოცხლებული იყო გუნდი მაგრამ პირველ რიგში მარსიალზე და რუნიზე შეიძლება ამის თქმა
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 იანვარი 2016 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამან პრემიერ ლიგა რო მოგვაგებინოს წარმოიდგინეთ რას იზავს, ჟურნალისტებს ალბათ პულიმიოტს ესვრის wink


ერთ თამაშს წესივრად ვითამაშებთ და შემდეგ ხუთ თამაშში ისევ ავურევთ, რა აზრი აქვს. სტაბილურობა გვაკლია სტაბილურობა, თორე ჩვენ რო ესე უაზროდ არ ვკარგავდეთ ქულებს ეხლა ცხრილის სათავეში ვიქნებოდით. ასეა თუ ისეა გამარჯვება სასიხარულოა რა თქმა უნდა და ვნახოთ აბა ეს "თავდაჯერება" რამდენ ხანს გასტანს...
0
№4
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2016 11:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მარსიალმა მოკლა მარჯვენა მცველი ამ სიტყვის პირადპირი მნიშვნელობით, ვარელაც რა კარგად ერთვებოდა შეტევაში! ცალკე საქმეა, რა მოსდევდა ამას, მაგრამ მე ვფიქრობ, ორივე ფლანგმა კარგად ითამაშა.

დერბიც უნდა შევაქოთ, ფეხბურთი ითამაშა და არა რაღაც საზიზღარი თამაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
30 იანვარი 2016 11:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემპიონშიპის გუნდთან ესეთი გამარჯვებით დიდი ხანია არ გამხარებია
0
№6
ავტორი: Mufc7
30 იანვარი 2016 11:27
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დანარჩენ თამაშებშიც გაჰყვეთ ეს თავდაჯერებულობა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Count Alucard
30 იანვარი 2016 12:11
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ორი გოლი თამაშგარიდან გავიდა... გამართლების ხარჯზე მოვიგეთ, რომ მსაჯმა ალამი არ ასწია და თან ვისთან, დერბის ვეთამაშებოდით... პრემიერლიგის გუნდი, რომ ყოფილიყო ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ ჩემპიონშიპია და თითქმის თანაბრად გვეთამაშნენ...
0
№8
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2016 12:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Count Alucard,
კარგი ახლა, რა თანაბრად, კაცო. ორჯერ დაარტყეს მთლად კარის მიმართულებით. თამაშგარე კიდე ისეთი პატარა იყო, მაგის დანახვა ადვილი საქმე არაა. გუშინ გამართლების გამო ნაღდად არ მოგვიგია. აი რუნის ეპიზოდში თამაშგარეს რა გავლენა ჰქონდა მითხარი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: hypervenom
30 იანვარი 2016 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
აუ ყოველი მოგების შემდეგ ესე ლაპარაკობს და შემდეგ თამაშსს აჯვამს დერბისთან რო 3-1 მოიგო რა მერე? ტაში უნდა დაუკრას გულშემატკივარმა ყველამხრივ ცენზურაა რა
0
№10
ავტორი: GeorgeBest
30 იანვარი 2016 14:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დერბი იყო მაგრამ ერტი ორი კომბინაცია კი დადეს. ესენი ყველასთან ერთნაირად თამასობენ, ა რაქვს გუნდის სიძლიერეს დიდად აზრი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top