"ძალიან გახარებული ვარ. თამაშიც ძალიან კარგი იყო და შესვენებაზე სწორედ ეს ვუთხარი მოთამაშეებს; ისე უნდა გაგვეგრძელებინა, როგორც პირველ ნახევარში. მართალია, გოლი გავუშვით, რომელიც კვლავ ჩვენი შეცდომის გამო გავიდა, თუმცა პირველი ტაიმით მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. ბიჭები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ნახევარი კიდევ უკეთესი იყო, შევქმენით უამრავი მომენტი და გოლებიც გავიტანეთ. კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა და ამიტომ, მე ბედნიერი მწვრთნელი ვარ."
ენტონი მარსიალის ძალიან კარგ თამაშზე
"ვფიქრობ, მან კარგად ვერ დაიწყო შეხვედრა და ეს მასაც ვუთხარი, თუმცა 20 წუთის შემდეგ თამაშში ჩაერთო და უბრალოდ საუცხოო იყო. მე ბედნიერი ვარ, რომ იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია, იგი დიადი მოთამაშე გახდება ამ კლუბში."
ითამაშა "იუნაიტედმა" უფრო თავისუფლად?
"ვფიქრობ, "დერბი" შესვენების შემდეგ უფრო ხშირად მიმართავდა პრესინგს. როდესაც ვახერხებდით ზეწოლისგან თავის დაღწევას, უამრავი თავისუფალი სივრცე რჩებოდა, სწორედ ამიტომ გავიტანეთ ორი გოლი"
მოგებების საწყისი?
"2016 წელს თითქმის ყველა შეხვედრაში ვიმარჯვეთ, მხოლოდ "საუთჰემტონთან" მარცხი იყო, ისიც თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო. ჩვენ სახლში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობდით და ასეთი თამაში, ცოტა არ იყოს, სამარცხვინოა. თუმცა იმ მატჩმა უკვე ჩაიარა. ახლა თავდაჯერება დაგვიბრუნდა და გაბედულად ვითამაშეთ, მეტოქის პრესინგს თავი დავაღწიეთ მეორე ნახევარში და გავიტანეთ ორი ფანტასტიკური გოლი, ეს უნდა აღვნიშნო. მეორე და მესამე გოლი ძალიან კარგი კომბინაციების შემდეგ გავიდა."
დეილი ბლინდის გოლი
"ეს დაუჯერებელი იყო, თუმცა მან გამოიყენა შანსი და გაიტანა. უნდა შევაქო ახალგაზრდებიც, მათ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს.
საქებარი სიტყვები გულშემატკივარს
"ისინი საუცხოოები იყვნენ, კვლავ დადიან "მოსაწყენი" "მანჩესტერ იუნაიტედის" საგულშემატკივროდ - ფანტასტიკურია!"