თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2016, 00:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4211,
კომენტარები: 11
"იუნაიტედმა" ლევანდოვსკის ვან პერსი ამჯობინა
"მანჩესტერ იუნაიტედის" არჩევანი რობინ ვან პერსიზე შეჩერდა.
The Independent იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2012 წელს რობერტ ლევანდოვსკისა და რობინ ვან პერსის შორის არჩევანი ჰოლანდიელზე შეაჩერა.

პრესის თანახმად, "იუნაიტედი" პოლონელი თავდამსხმელის შეძენას ახლაც აპირებს, მაგრამ ფეხბურთელი ინგლისში გადაბარგებით არ არის დაინტერესებული და მომდევნო სეზონის დასრულებას დაელოდება, რათა მადრიდის "რეალს" სატრანსფერო აკრძალვა მოეხსნას და "სანტიაგო ბერნაბეუს" მკვიდრებმა "ბაიერნის" ფორვარდი გადაიბირონ.

თუმცა 2012 წელს "იუნაიტედს" უკვე მზად ჰქონდა საზაფხულო შეთავაზება დორტმუნდის "ბორუსიასთვის". ნაცვლად ამისა, კლუბმა "არსენალს" მიმართა ვან პერსის თაობაზე და სერ ალექს ფერგიუსონმა ჰოლანდიელი შეიძინა. ფერგიუსონის პრემიერ ლიგის მეცამეტე ტიტულის მოპოვებაში კი რობინმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ამჟამად ვან პერსი "ფენერბაჰჩეში" თამაშობს, თავდამსხმელის პრობლემა კი კვლავ აქვთ "წითელ ეშმაკებს".

წყარო: goal.com


ვინ უფრო სასურველი იყო თქვენთვის 2012 წელს?

რობინ ვან პერსი
რობერტ ლევანდოვსკი

ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
5 თებერვალი 2016 00:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერსიმ თავის საქმე იდეალურად გააკეთა, თუმცა ლევანდოვსკის ტრანსფერი იდეალური იქნებოდა, დიდი ხნით მოხსნიდა ფორვარდის პრობლემას
0
№2
ავტორი: Memphis7
5 თებერვალი 2016 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ან მოხსნიდა ან არა მაგასაც ჩახსნიდა ალბათ ლუი ^_^

პ.ს. ჩემი პირველი კომენტარი სასტაავ :3 :დდდ
0
№3
ავტორი: Malboro463
5 თებერვალი 2016 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
იმ დროინდელ პერსის ტრა.კზე აკოცოს რობერტიმ
0
№4
ავტორი: abrama
5 თებერვალი 2016 08:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Fergim uket icoda vin unda eyida, darwmunebuli var rom fergi rom darcheniliyo persi axlac sheucvleli pigura iqneboda.
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
5 თებერვალი 2016 09:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
თავის დროზე დორტმუნდიც არ გაყიდდა და მასაც არ უნდოდა არსად წასვლა. ფერგისს აქვს ეს მის წიგნში ნათქვამი.
0
№6
ავტორი: AkkRed
5 თებერვალი 2016 09:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ლევანა რომ გვეყიდა პრობლემა ის იქნებოდა რომ ფალკაოს და დი მარიას ბედს გააზიარებინებდა ლუი
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 თებერვალი 2016 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმ დროს რა თქმა უნდა ვან პერსი ჯობდა და ჰოლანდიელმა თავის საქმე იდეალურად შეასრულა. ძალიან დიდი წვლილი აქვს ვან პერსის მეოცე ტიტულის მოგებაში და მე პირადად არასოდეს ვიტყვი, რომ რატო ვიყიდეთ პერსი და არა ლევანდოვსკითქო. ფერგის დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა პერსის გადმობირება და საბოლოოდ მაინც მოახერხა winked
0
№8
ავტორი: RojoDiablo
5 თებერვალი 2016 11:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რომც გაეკეთებინა იგივე, რაც ვან პერსიმ შეძლო, ბაიერნის პირველივე დაძახებაზე გაიქცეოდა და ჩვენთან არ დარჩებოდა, ჩემთვის კიდე სულერთი იყო, ვან პერსი მოგვაგებინებდა ტიტულს თუ რობერტი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Mufc7
5 თებერვალი 2016 13:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
კარგი არჩევანიც გააკეთეს. ერთ-ერთი ვიყავი, ვისაც პერსის ხილვა ''იუნაიტედში'' სურდა და მაშინ ამ ტრანსფერიც ბედნიერი გამხადეს feel

ციტატა: Memphis7
ან მოხსნიდა ან არა მაგასაც ჩახსნიდა ალბათ ლუი ^_^

პ.ს. ჩემი პირველი კომენტარი სასტაავ :3 :დდდ

პირველი იმ მრავალთაგან wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: Count Alucard
5 თებერვალი 2016 14:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
2012 წელს ნამდვიალდ პერსი უფრო გვჭირდებოდა ვიდრე ლევანდოვსკი... ახლა უკვე სხვა სიტუაციაა, მაგრამ დღეს-დღეისობით ლევანდოვსკის არავინ მოგვყიდის...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top