თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2013, 11:52
ავტორი: love united,
ნანახია: 2453,
კომენტარები: 14
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
ფერგიუსონმა გაუზიარა თავისი აზრები ჟურნალისტებს ”ვესტ ჰემთან” მატჩის შემდეგ...
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
თამაში


”ვესტ ჰემთან” რთული მატჩის შემდეგ, სერ ალექსმა განაცხადა, რომ კვლავ სურს FA თასის მოგება.მას შემდეგ, რაც ”იუნაიტედმა” შეძლო წინ გასვლა, ტომ კლევერლის გოლი წყალობით, გაუშვა ორი გოლი და მატჩის ბოლო წუთებამდე აგებდა.მხოლოდ 91-ე წუთზე რობინ ვან პერსის კარგი თამაშის წყალობით შეძლეს წითლებმა ანგარიშის გათანაბრება.”ჩვენ გვინდა გავიდეთ ამ ტურნირის ფინალში და მოვიგოთ თასი.ჩვენ გვქონდა ცუდი შედეგები წინა წლებში ინგლისის თასის გათამაშებაში და შესაბამისად, ნაადრევათ ვეთიშებოდით შეჯიბრს.მე ეს არ მომწონს.დაუჯერებელია, რომ მატჩის ბოლომდე ვმარცხდებოდით, რადგან გვქონდა ძალიან ბევრი რეალური მომენტი.ჩვენ ვაჩვენეთ კარგი თამაში, მაგრამ ცოტაც და მატჩს წავაგებდით.”-განუცხადა ფერგიუსონმა manutd.com-ს.-”როდესაც ეთამაშები ”ვესტ ჰემს” უნდა ითამაშო კარგად მეორე სართულზე.სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა.მათ კარგი კლუბი ყავთ და ყოველთვის მაქსიმალურად იყენებენ შექმნილ მომენტებს.ჩვენ გავუშვით ორი ერთნაირი გოლი.შეიძლება გაიცინო ამაზე, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლებელია.პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით და ალბათ, შესვენებას გამარჯვებულნი უნდა შევხვედროდით.”
”როდესაც ვერ იტანდა რაიან გიგზი, ასევე შანსი მიეცათ დენი უელბეკს და ტომ კლევერლის, ასევე შინჯი კაგავას, მაგრამ ვერცერთმა გაიტანა.მაგრამ აუცილებლად უნდა შევაქო რაიანი, მან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა რობინს, რომელმაც თავის მხრივ კარგად ითამაშა და გოლი შეაგდო.მატჩის დასრულებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, ამიტომ ვან პერსის გოლი ძალიან გამიხარდა.”

შემადგენლობა


პირველი გუნდის ვარჯიშზე გამოჩნდნენ ანდერსონი და ნანი.ასევე სერ ალექსს ჰყავს ყველა მცველი განაცხადში.შოტლანდიელი დარწმუნებულია, რომ თუ გუნდის ყველა წევრი ჯანმრთელი იქნება, არ გაუჭირდებათ ”ვესტ ჰემის” დამარცხება გადათამაშების შეხვედრაში:”ახლა ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი შემადგენლობა.დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი დაბრუნდება ლაზარეთიდან გადათამაშების მატჩამდე.ყველა მცვლი, ფილ ჯონსის ჩათვლით, შემდეგ კვირას მზად იქნებიან.ჩვენ ძლიერი კლუბი გვყავს, ამიტომ არ ვნერვიულობთ ”ვესტ ჰემთან” მატჩის წინ.”

ხასიათი


შოტლანდიელმა აღნიშნა, რომ არასდროს არ უნდა იფიქრო ”იუნაიტედის” მარცხზე, სანამ საფინალო სასტვენს არ გაიგებ.”თქვენ ვერასდროს გაასწრებთ მოვლენებს წინ.როდესაც აგებ 1-2 და მატჩის დასრულებამდე რჩება რამდენიმე წუთი, სულ ფიქრობ, რომ შენი გუნდი გაიტანს გოლს და ეს ასეც მოხდა.”

რაიან გიგზი და რობინ ვან პერსი


”უნდა ვაღიაროთ, რომ რაიანის გადაცემა და შემდეგ, რობინის გოლი-მსოფლიო დონის შედევრია.ეს გოლი ფანტასტიკის სფეროდანაა.ყოველთვის არის საშიშროება, რომ ფეხბურთელი დიდხანს ვერ მოერგება ახალ კლუბს.მაგრამ რობინი განუმეორებელია, ის ძალიან გვეხმარება ყველა მატჩში.”

შეგახსენებთ, რომ ინგლისის თასის გადათამაშების შეხვედრა ”ვესტ ჰემის” წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე, 16 იანვარს გაიმართება.

წყარო:http://redevils.ru
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: love united
6 იანვარი 2013 11:53
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მევასება ეს სიახლე თუ რაცაა... wink love
0
№2
ავტორი: UTD-Rule
6 იანვარი 2013 12:02
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
love united,
მეც მევასება ადრე სულ მე ვდებდი ეხლა სტატიას ვწერ მალე გაჩვენებთ ჩემს შედევრს და იმიტო ვერ დავწერე :D ისე რაიანის გადაცემა მართლაც შედევრი იო ხოლო ვან პერსის გოლი ის ცალკე შედევრი იყო biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: love united
6 იანვარი 2013 12:06
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
UTD-Rule
ხო ეხლა მივადექი სხვასაც დავწერ... wink მაგრამ ეს განსაკუთრებულად მევასება რატომღაც...მარტო ამის გამო მომწნს რედევილს.რუ... wink
0
№4
ავტორი: R.V.P.
6 იანვარი 2013 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
გადაუვლით ამ ნაბიჭვრებს თან 16მდე რუნი ფორმაში ჩადგება
0
№5
ავტორი: Giorgi Kuloshvili
6 იანვარი 2013 12:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
აუ კიდე ათამაშოს რა ბიუტნერი <3
0
№6
ავტორი: always ReD
6 იანვარი 2013 12:43
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
კაია მმეც მომეწონა ბოლო გოლი...
0
№7
ავტორი: Vodafone
6 იანვარი 2013 13:17
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
უბერებელია რაიანი
0
№8
ავტორი: reddevil
6 იანვარი 2013 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
პერსი უფრო ადრე გადმოსულიყო ჯობდა am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№9
ავტორი: Shako Jones
6 იანვარი 2013 14:11
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ნანი ანდო მალე დაბრუნდით !
0
№10
ავტორი: Tsuki
6 იანვარი 2013 14:34
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
love united,
საღოლ გიო, კაია.... ;) smile
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top