თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2013, 11:52
ავტორი: love united,
ნანახია: 2462,
კომენტარები: 14
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
ფერგიუსონმა გაუზიარა თავისი აზრები ჟურნალისტებს ”ვესტ ჰემთან” მატჩის შემდეგ...
სერ ალექსი მატჩის შემდეგ
თამაში


”ვესტ ჰემთან” რთული მატჩის შემდეგ, სერ ალექსმა განაცხადა, რომ კვლავ სურს FA თასის მოგება.მას შემდეგ, რაც ”იუნაიტედმა” შეძლო წინ გასვლა, ტომ კლევერლის გოლი წყალობით, გაუშვა ორი გოლი და მატჩის ბოლო წუთებამდე აგებდა.მხოლოდ 91-ე წუთზე რობინ ვან პერსის კარგი თამაშის წყალობით შეძლეს წითლებმა ანგარიშის გათანაბრება.”ჩვენ გვინდა გავიდეთ ამ ტურნირის ფინალში და მოვიგოთ თასი.ჩვენ გვქონდა ცუდი შედეგები წინა წლებში ინგლისის თასის გათამაშებაში და შესაბამისად, ნაადრევათ ვეთიშებოდით შეჯიბრს.მე ეს არ მომწონს.დაუჯერებელია, რომ მატჩის ბოლომდე ვმარცხდებოდით, რადგან გვქონდა ძალიან ბევრი რეალური მომენტი.ჩვენ ვაჩვენეთ კარგი თამაში, მაგრამ ცოტაც და მატჩს წავაგებდით.”-განუცხადა ფერგიუსონმა manutd.com-ს.-”როდესაც ეთამაშები ”ვესტ ჰემს” უნდა ითამაშო კარგად მეორე სართულზე.სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა.მათ კარგი კლუბი ყავთ და ყოველთვის მაქსიმალურად იყენებენ შექმნილ მომენტებს.ჩვენ გავუშვით ორი ერთნაირი გოლი.შეიძლება გაიცინო ამაზე, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შესაძლებელია.პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით და ალბათ, შესვენებას გამარჯვებულნი უნდა შევხვედროდით.”
”როდესაც ვერ იტანდა რაიან გიგზი, ასევე შანსი მიეცათ დენი უელბეკს და ტომ კლევერლის, ასევე შინჯი კაგავას, მაგრამ ვერცერთმა გაიტანა.მაგრამ აუცილებლად უნდა შევაქო რაიანი, მან შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა რობინს, რომელმაც თავის მხრივ კარგად ითამაშა და გოლი შეაგდო.მატჩის დასრულებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, ამიტომ ვან პერსის გოლი ძალიან გამიხარდა.”

შემადგენლობა


პირველი გუნდის ვარჯიშზე გამოჩნდნენ ანდერსონი და ნანი.ასევე სერ ალექსს ჰყავს ყველა მცველი განაცხადში.შოტლანდიელი დარწმუნებულია, რომ თუ გუნდის ყველა წევრი ჯანმრთელი იქნება, არ გაუჭირდებათ ”ვესტ ჰემის” დამარცხება გადათამაშების შეხვედრაში:”ახლა ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი შემადგენლობა.დარწმუნებული ვარ, ყველა ფეხბურთელი დაბრუნდება ლაზარეთიდან გადათამაშების მატჩამდე.ყველა მცვლი, ფილ ჯონსის ჩათვლით, შემდეგ კვირას მზად იქნებიან.ჩვენ ძლიერი კლუბი გვყავს, ამიტომ არ ვნერვიულობთ ”ვესტ ჰემთან” მატჩის წინ.”

ხასიათი


შოტლანდიელმა აღნიშნა, რომ არასდროს არ უნდა იფიქრო ”იუნაიტედის” მარცხზე, სანამ საფინალო სასტვენს არ გაიგებ.”თქვენ ვერასდროს გაასწრებთ მოვლენებს წინ.როდესაც აგებ 1-2 და მატჩის დასრულებამდე რჩება რამდენიმე წუთი, სულ ფიქრობ, რომ შენი გუნდი გაიტანს გოლს და ეს ასეც მოხდა.”

რაიან გიგზი და რობინ ვან პერსი


”უნდა ვაღიაროთ, რომ რაიანის გადაცემა და შემდეგ, რობინის გოლი-მსოფლიო დონის შედევრია.ეს გოლი ფანტასტიკის სფეროდანაა.ყოველთვის არის საშიშროება, რომ ფეხბურთელი დიდხანს ვერ მოერგება ახალ კლუბს.მაგრამ რობინი განუმეორებელია, ის ძალიან გვეხმარება ყველა მატჩში.”

შეგახსენებთ, რომ ინგლისის თასის გადათამაშების შეხვედრა ”ვესტ ჰემის” წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე, 16 იანვარს გაიმართება.

წყარო:http://redevils.ru
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: razma21
6 იანვარი 2013 15:33
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ანდერსონი მალე უნდა დაბრუნდეს რა და იმედია ისევ ფორმაში იქნება
0
№12
ავტორი: love united
6 იანვარი 2013 16:26
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Tsuki
გაიხარე...
0
№13
ავტორი: VaRdo
6 იანვარი 2013 16:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ანდერსონი აღიდგენს ისევ ფორმას მალევე დიდიხანი არ გასცდენია. აი ნანი რას იზავს ეგ არ ვიცი, მაგრამ ამწუთას ვალენსიაზე კარგ ფორმაში რომ იყოს არაა გასაკვირი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: buka oboladze
7 იანვარი 2013 02:45
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
სახლში მოვიგებთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top