თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2016, 14:28
ავტორი: ViDa,
ნანახია: 5000,
კომენტარები: 14
რამ/ვინ შეიძლება იხსნას იუნაიტედი?
ნერვიულობა და გაურკვევლობა სუფევს "ოლდ ტრაფორდზე" გასული მარცხის შემდეგ, რის გამოც ვან გალი ზეწოლას განიცდის.
რამ/ვინ შეიძლება იხსნას იუნაიტედი?
ნერვიულობა და გაურკვევლობა სუფევს "ოლდ ტრაფორდზე" გასული მარცხის შემდეგ, რის გამოც ვან გალი ზეწოლას განიცდის.

0-1 მარცხის შემდეგ "საუტჰემპტონის" წინააღმდეგ, ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი არც ისე კარგად გამოიყურებოდა.

"ვწუხვარ, რომ გულშემატკივრებს იმედებს ვუცრუებ. მათ აქვთ, ან ჰქონდათ დიდი მოლოდინი ჩემს მიმართ, მაგრამ ამ მოლოდინს ვერ ვამართლებ და ამის გამო იმედგაცრუებული ვარ" - აცხადებს ვან გალი. ეს სიტყვები ისე ჟღერდა, რომ მან იცის ან შიშობს, რომ მისი დრო წასულია.

გუნდი ხუთი ქულით ჩამორჩება ტოპ-ოთხეულს და ათი ქულით პირველადგილოსანს. შეცვლიან თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელები მდგომარეობას? თუ ისინი ამის გაკეთებას დააპირებენ, როგორ გავლენას იქონიებს ეს გუნდზე? ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ "მანჩესტერის" სავარაუდო გამოსავალს...

ვან გაალის დათხოვნა კონტრაქტის ამოწურვამდე

"ოლდ ტრაფორდის" ამჟამინდელ მწვრთნელს კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აქვს და ორივე მხარე იმაზე შეთანხმდა, რომ გაფორმებულ ხელშეკრულებას პატივს სცემენ. ამის მიუხედავად, ვან გაალის პოზიცია გუნდში დღითიდღე რთულდება და უკანასკნელმა შედეგმა ნათლად გვაჩვენა, რომ გულშემატკივრებს ჰოლანდიელის ხილვა აღარ სურთ.

ცვლილებების განხორციელება ზაფხულში

"რჩეულთან", ანუ დევიდ მოიესთან გაწყვეტილმა კონტრაქტმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა "იუნაიტედი", რადგან გუნდი მუდამ გამოირჩეოდა მოთმინებით და სამომავლო გეგმით. ვან გაალის გაძევება შუა სეზონში იმის მანიშნებელი იქნება, რომ "მანჩესტერი", როგორც სხვა დანარჩენი გუნდები პანიკის ღილაკს გამოიყენებს. სასურველი იქნება, ცვლილებები ზაფხულში განხორციელდეს, რაც თავიდან ააცილებს გუნდს ამ პრობლემას. თუმცა, ბოლო შედეგები განგაშს იწვევს და თუ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ჰოლანდიელის დათხოვნა სიტუაციას შეცვლის, მაშინ მათ ეს უნდა გააკეთონ.

რამ/ვინ შეიძლება იხსნას იუნაიტედი?


ვან გაალის დათხოვნა და რაიან გიგზის დანიშვნა

ლოგიკური იქნება, თუ ლუი ვან გალს დაითხოვენ და მის ნაცვლად "მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდსმენს, რაიან გიგზს დანიშნავენ. რაიანს ოთხმატჩიანი გამოცდილება უკვე აქვს, როდესაც მოიესი გააძევეს. ოთხიდან მან ორი მატჩის მოგება შეძლო და ერთი ფრედ ითამაშა. გუნდს შეუძლია უელსელი, როგორც დროებითი, ასევე ხანგრძლივი პერსპექტივით გამოიყენოს. პირველ შემთხვევაში, მათ საშუალება ექნებათ ზაფხულში ვინმე ახალი მოიყვანონ, თუ გიგზმა არ გაამართლა. ხოლო წარმატების შემთხვევაში, იგი ხანგრძლივი პერსპექტივით დარჩება. როგორც გუნდის ხელისუფლებას, ასევე გულშემატკივრებს, მეორე ვარიანტი სურთ, მაგრამ არსებობს დიდი რისკი, რადგან გიგზს თითქმის არავითარი გამოცდილება არ აქვს, როგორც მწვრთნელს.

რამ/ვინ შეიძლება იხსნას იუნაიტედი?

ჟოზე მოურინიოს ვარიანტი

"ჩელსის" ყოფილი თავკაცი ერთადერთი რეალური ვარიანტია. მოურინიომ შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოს წარმატებისკენ, მაგრამ მისი ტაქტიკა ნეგატიურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც დამატებით პრობლემებს მოუტანს გუნდს.

რამ/ვინ შეიძლება იხსნას იუნაიტედი?

ბრძოლა გვარდიოლასთვის

თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულამდე მოიცდის, მაშინ გვარდიოლას გადაბირებასაც შეძლებს. "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა უკვე განაცხადა, რომ ზაფხულში ტოვებს "ბაიერნს" და პრემიერ ლიგაში გადაბარგდება. "მანჩესტერ სიტი" ფავორიტია ამ ბრძოლაში, მაგრამ თუ "იუნაიტედი" სერიოზულად მიუდგება ამ საკითხს, მაშინ ესპანელი ვერ იტყვის უარს ამ შემოთავაზებაზე.

რამ/ვინ შეიძლება იხსნას იუნაიტედი?


წყარო-independent
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
29 იანვარი 2016 15:12
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
აზრი ერთია რომ გუნდი გუარდიოლას ელოდება :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: ViDa
29 იანვარი 2016 15:25
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
არ ვიცი, ძაან რთული სიტუაციაა და ნაღდად არ მინდა ხელმძღვანელების ადგილზე ყოფნა ახლა. სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგანან. მთავარია ვან გალი მოგვაშორონ და მერე რამე იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: rezimankunia
29 იანვარი 2016 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 237
tu gvardiola gvinda chempionta ligis sagzuri unda movipovot isic 3e adgilit :))) tvitonac tqva argadaval iset klubshi tu chempionta ligaze ariqnebao misi sityvebia
0
№4
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2016 15:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გვარდიოლას მოსვლის იმედი ჯერ კიდევ აქვს ხალხს, მაგრამ არც ჭორის დაწყებისას მჯეროდა და არც ახლა მჯერა, რომ მოვა. დიდად არც მინდა, რომ მოვიდეს, მაგრამ პრემიერ ლიგაში თუ გადმოვა, მაინტერესებს როგორ იმუშავებს, აქ სულ სხვა დონის კონკურენცია დახვდება და მიხვდება, რომ ჩემპიონატი 2 გუნდის თამაში არ არის.

გიგზის ვარიანტი კიდევ უფრო აფსურდულია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: abrama
29 იანვარი 2016 15:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Pepis garda veravin gviahvelis.
Mou vapshe ar minda meee.
Unai emerzec sheidzleva chalichi
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 იანვარი 2016 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნამდვილად რთული სიტუაციაა და აქ ჩამოთვლილ 3 ვარიანტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ნუ გიგზი იდეალურად იცნობს გუნდს, მაგრამ გამოცდილება არ აქვს, მოურინიოს სტილი ძალიან განსხვავდება მანჩესტერის სათამაშო სტილისგან და რაც შეეხება გვარდიოლას, მას არასოდეს უმუშავია პრემიერ ლიგაში და მე პირადად არც მის სათამაშო სტილზე ვგიჟდები, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომ არის მაგაზე დავა არც ღირს. ვნახოთ რა იქნება მომავალში, დიდი ალბათობით ზაფხულამდე ალბათ არაფერი შეიცვლება.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
29 იანვარი 2016 16:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუარდიოლა საუკეთესო ვარიანტია ალბათ მაგრამ არარეალურია იმის ფონზე რომ საერთოდ არაფერს აკეთებენ და ჭორებიც კი არ იწერება
0
№8
ავტორი: redarmy10
29 იანვარი 2016 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
მწვრთნელი რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს და მოუს ვარიანტიც არარის ცუდი უნდა მისცენ შანსიი იქნებ მეორგოს იუნაიტედს განსხვავებული სტილის მიუხედავად
0
№9
ავტორი: Best 7
29 იანვარი 2016 16:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მოდით მოვიცადოთ სეზონის ბოლომდე და ჩავერთოთ ბრძოლაში, რომ გადმოვიბიროთ პეპი!
0
№10
ავტორი: Lee Sharpe
29 იანვარი 2016 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
გუარდიოლამ, კრიხოვიაკმა, ჰუმელსმა, ერთმა კარგმა ვინგერმა და ცენტრ ფორვარდმა ahahaha
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top