ნერვიულობა და გაურკვევლობა სუფევს "ოლდ ტრაფორდზე" გასული მარცხის შემდეგ, რის გამოც ვან გალი ზეწოლას განიცდის.
ნერვიულობა და გაურკვევლობა სუფევს "ოლდ ტრაფორდზე" გასული მარცხის შემდეგ, რის გამოც ვან გალი ზეწოლას განიცდის.
0-1 მარცხის შემდეგ "საუტჰემპტონის" წინააღმდეგ, ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი არც ისე კარგად გამოიყურებოდა.
"ვწუხვარ, რომ გულშემატკივრებს იმედებს ვუცრუებ. მათ აქვთ, ან ჰქონდათ დიდი მოლოდინი ჩემს მიმართ, მაგრამ ამ მოლოდინს ვერ ვამართლებ და ამის გამო იმედგაცრუებული ვარ" - აცხადებს ვან გალი. ეს სიტყვები ისე ჟღერდა, რომ მან იცის ან შიშობს, რომ მისი დრო წასულია.
გუნდი ხუთი ქულით ჩამორჩება ტოპ-ოთხეულს და ათი ქულით პირველადგილოსანს. შეცვლიან თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელები მდგომარეობას? თუ ისინი ამის გაკეთებას დააპირებენ, როგორ გავლენას იქონიებს ეს გუნდზე? ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ "მანჩესტერის" სავარაუდო გამოსავალს...
ვან გაალის დათხოვნა კონტრაქტის ამოწურვამდე
"ოლდ ტრაფორდის" ამჟამინდელ მწვრთნელს კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აქვს და ორივე მხარე იმაზე შეთანხმდა, რომ გაფორმებულ ხელშეკრულებას პატივს სცემენ. ამის მიუხედავად, ვან გაალის პოზიცია გუნდში დღითიდღე რთულდება და უკანასკნელმა შედეგმა ნათლად გვაჩვენა, რომ გულშემატკივრებს ჰოლანდიელის ხილვა აღარ სურთ.
ცვლილებების განხორციელება ზაფხულში
"რჩეულთან", ანუ დევიდ მოიესთან გაწყვეტილმა კონტრაქტმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა "იუნაიტედი", რადგან გუნდი მუდამ გამოირჩეოდა მოთმინებით და სამომავლო გეგმით. ვან გაალის გაძევება შუა სეზონში იმის მანიშნებელი იქნება, რომ "მანჩესტერი", როგორც სხვა დანარჩენი გუნდები პანიკის ღილაკს გამოიყენებს. სასურველი იქნება, ცვლილებები ზაფხულში განხორციელდეს, რაც თავიდან ააცილებს გუნდს ამ პრობლემას. თუმცა, ბოლო შედეგები განგაშს იწვევს და თუ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ჰოლანდიელის დათხოვნა სიტუაციას შეცვლის, მაშინ მათ ეს უნდა გააკეთონ.
ვან გაალის დათხოვნა და რაიან გიგზის დანიშვნა
ლოგიკური იქნება, თუ ლუი ვან გალს დაითხოვენ და მის ნაცვლად "მანჩესტერ იუნაიტედის" რეკორდსმენს, რაიან გიგზს დანიშნავენ. რაიანს ოთხმატჩიანი გამოცდილება უკვე აქვს, როდესაც მოიესი გააძევეს. ოთხიდან მან ორი მატჩის მოგება შეძლო და ერთი ფრედ ითამაშა. გუნდს შეუძლია უელსელი, როგორც დროებითი, ასევე ხანგრძლივი პერსპექტივით გამოიყენოს. პირველ შემთხვევაში, მათ საშუალება ექნებათ ზაფხულში ვინმე ახალი მოიყვანონ, თუ გიგზმა არ გაამართლა. ხოლო წარმატების შემთხვევაში, იგი ხანგრძლივი პერსპექტივით დარჩება. როგორც გუნდის ხელისუფლებას, ასევე გულშემატკივრებს, მეორე ვარიანტი სურთ, მაგრამ არსებობს დიდი რისკი, რადგან გიგზს თითქმის არავითარი გამოცდილება არ აქვს, როგორც მწვრთნელს.
ჟოზე მოურინიოს ვარიანტი
"ჩელსის" ყოფილი თავკაცი ერთადერთი რეალური ვარიანტია. მოურინიომ შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოს წარმატებისკენ, მაგრამ მისი ტაქტიკა ნეგატიურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც დამატებით პრობლემებს მოუტანს გუნდს.
ბრძოლა გვარდიოლასთვის
თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულამდე მოიცდის, მაშინ გვარდიოლას გადაბირებასაც შეძლებს. "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა უკვე განაცხადა, რომ ზაფხულში ტოვებს "ბაიერნს" და პრემიერ ლიგაში გადაბარგდება. "მანჩესტერ სიტი" ფავორიტია ამ ბრძოლაში, მაგრამ თუ "იუნაიტედი" სერიოზულად მიუდგება ამ საკითხს, მაშინ ესპანელი ვერ იტყვის უარს ამ შემოთავაზებაზე.
წყარო-independent