თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2016, 21:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3242,
კომენტარები: 19
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ლუი ვან გაალმა "წმინდანებთან" განცდილ მარცხზე ისაუბრა.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა "ოლდ ტრაფორდზე" სეზონის მეორე წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. "წითელი ეშმაკები" ზედიზედ მეორე სეზონია "ოლდ ტრაფორდზე" "საუთჰემპტონთან" მარცხდებიან.

მატჩის შესახებ

ვფიქრობ, ცუდი თამაში იყო - ორი გუნდი, რომლებიც შანსებს ვერ ქმნიან და ერთ-ერთი იღბლიანი იმარჯვებს. ჩემ მიერ გაკეთებული ყოველი ცვლილების შემდეგ შიში მიპყრობდა, რადგან დაცვაში სულ უფრო ვსუსტდებოდით, ფელაინი მაღალი ბიჭია, დარმიანი კი მცველი და ორივე მათგანი გავიდა. მეშინოდა, მაგრამ ასეთი რამე არ უნდა დაგვეშვა, ჩემი აზრით, ბორტუიკ-ჯექსონი უფრო შემტევი ფეხბურთელით შევცვალე, რადგან ასეთი თამაშის მოგებაც კი მინდოდა. ადნანს ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ წავაგეთ და ამას ვერ შევცვლი.

თვითრწმენის ნაკლებობა

მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც დავინახე. ვფიქრობ, რომ 2016 წელს სამჯერ მოგებისა და ერთი ფრის შემდეგ თვითდაჯერებულობა უნდა გქონდეს. დღეს ეს ვერ დავინახე. ასევე, მოლოდინი ძალიან დიდია და ფეხბურთელებზე ზეწოლა ამიტომაც იზრდება. რა თქმა უნდა, პირველი ტაიმის შემდეგ ხუან მატა შევცვალე და დავინახე, რომ 15 წუთის განმავლობაში უკეთესი გუნდი ვიყავით და გულშემატკივარიც მხარს გვიჭერდა. დარმიანმა ტრავმა მიიღო და შემდეგ ეს გაქრა. სამწუხაროა, რომ ასე ვერ გავაგრძელეთ.

გულშემატკივართა რეაქცია

რა თქმა უნდა, მატჩი მეც ვნახე და ძალიან რთული იყო. ორივე გუნდი კარგად ორგანიზებული იყო, მაგრამ შანსების შესაქმნელად კრეატიულობა არ ჰყოფნიდათ. იღბლიანმა გაიმარჯვა, მაგრამ გულშემატკივარს "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვების დანახვა სურს და მათ ეს ვერ მივეცით.
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2016 21:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რთული კი არა, გაუსაძლისი იყო. ტრიბუნათა ხმაური რომ არ არა, საქართველოს ჩემპიონატის თამაშები უფრო კარგი გამოდის. 11 მატჩია უკვე, ოლდ ტრაფორდზე პირველ ტაიმში გოლს ვერ ვიტანთ. მომენტებს ხომ ვერ ვქმნით და ვერ ვქმნით, ამას როდის უნდა ეშველოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
23 იანვარი 2016 22:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რა ნამუსით რჩება? :/ აიიი ყველაზე უნამუსო კაცი მსოფლიოში ვინცაა ეგეც კი წავიდოდა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
23 იანვარი 2016 22:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინის ყოფნას რა აზრი ჰქონდა? პირველ ტაიმში ყველაზე ცუდი იყო ალბათ. ლინგარდმა ვალენსიასთან ივარჯიშა ალბათ ჩაწოდებებზე. ბლინდს მეორე ტაიმში რა დაემართა არ ვიცი, ერთადერთია რომელიც გრძელი პასებით ამარაგებს ხალხს და აუტებზე ისროდა ტიპი

ამაზე ცუდ ფეხბურთს არამგონია რომელიმე გუნდი თამაშობდეს. ბოლოს როდის გაიტანეს მარტივი კომბინაციით მაინც გოლი არ მახსოვს. თუ გააქვთ გამართლებით ან სტანდარტებიდან ფელაინის ხარჯზე
0
№4
ავტორი: Rooni
23 იანვარი 2016 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Wadi tavi dagvanebe sheni deda mov***
0
№5
ავტორი: dachi_mu
23 იანვარი 2016 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
არ შეიძლება დააბრალო გუნდს რაც ხდება რა.. ამ ყ.ლ.ი.ს ბრალია ყველაფერი და რა ნამუსით არ მიდის არ ვიცი.. ლესტერი ნახე :) ტირილი მოგინდება კაცს..მე კიდე რა ხალხი კვირიდან კვირამდე მუშაობს რო ბილეთი იყიდოს და თამაშს დაესწროს დდა მიდიან და ყრიან ფულს... 3-მე ადგილზეა შემოსავლებით კლუბი ეხლაც..მგონი არ იმსახურებს ეს ხალხი ესეთ უპატივცემულობას
0
№6
ავტორი: martiali
23 იანვარი 2016 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
van gaali sanam ar wava malamde ese iqnena gundi
0
№7
ავტორი: MUfan#1
23 იანვარი 2016 22:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
დარმიანზე დაიწერა სისხლს აფურთხებდაო და რამე სერიოზული არ მოუვიდეს
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 იანვარი 2016 22:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჩვენი მთავრობია არ იყოს ჩვენი ღრმადპატივცემული მწვრთნელიც კაი უუნარო და უნიათოა :)
0
№9
ავტორი: Luka888
23 იანვარი 2016 22:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
Gaajmevinos vinmem am vangaals da swori satranspero politika unda am gunds
0
№10
ავტორი: hypervenom
23 იანვარი 2016 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ფეხბურთელებს მართლა ვერაფერს ვერ დავაბრალებთ ვუყურებ გუნდს და აი ვერანაირ კობმინაციას ვერ აკეთებენ გოლი გაგვაქვს გუნდის შეცდომის წყალობით.არც გააზრებულ თამაშ თამაშობენ პროსტა ბურთს აგორავებენ და კარშიც ვერ არტყამენ იასნა ეს ყველაფერი ტრენერის ბრალია სხვისი ვისი უნდა იყოს თუ გუნდი გააზრებულ ფეხბურთს ვერ თამაშობს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top