"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა "ოლდ ტრაფორდზე" სეზონის მეორე წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. "წითელი ეშმაკები" ზედიზედ მეორე სეზონია "ოლდ ტრაფორდზე" "საუთჰემპტონთან" მარცხდებიან.
მატჩის შესახებ
ვფიქრობ, ცუდი თამაში იყო - ორი გუნდი, რომლებიც შანსებს ვერ ქმნიან და ერთ-ერთი იღბლიანი იმარჯვებს. ჩემ მიერ გაკეთებული ყოველი ცვლილების შემდეგ შიში მიპყრობდა, რადგან დაცვაში სულ უფრო ვსუსტდებოდით, ფელაინი მაღალი ბიჭია, დარმიანი კი მცველი და ორივე მათგანი გავიდა. მეშინოდა, მაგრამ ასეთი რამე არ უნდა დაგვეშვა, ჩემი აზრით, ბორტუიკ-ჯექსონი უფრო შემტევი ფეხბურთელით შევცვალე, რადგან ასეთი თამაშის მოგებაც კი მინდოდა. ადნანს ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ წავაგეთ და ამას ვერ შევცვლი.
თვითრწმენის ნაკლებობა
მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც დავინახე. ვფიქრობ, რომ 2016 წელს სამჯერ მოგებისა და ერთი ფრის შემდეგ თვითდაჯერებულობა უნდა გქონდეს. დღეს ეს ვერ დავინახე. ასევე, მოლოდინი ძალიან დიდია და ფეხბურთელებზე ზეწოლა ამიტომაც იზრდება. რა თქმა უნდა, პირველი ტაიმის შემდეგ ხუან მატა შევცვალე და დავინახე, რომ 15 წუთის განმავლობაში უკეთესი გუნდი ვიყავით და გულშემატკივარიც მხარს გვიჭერდა. დარმიანმა ტრავმა მიიღო და შემდეგ ეს გაქრა. სამწუხაროა, რომ ასე ვერ გავაგრძელეთ.
გულშემატკივართა რეაქცია
რა თქმა უნდა, მატჩი მეც ვნახე და ძალიან რთული იყო. ორივე გუნდი კარგად ორგანიზებული იყო, მაგრამ შანსების შესაქმნელად კრეატიულობა არ ჰყოფნიდათ. იღბლიანმა გაიმარჯვა, მაგრამ გულშემატკივარს "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვების დანახვა სურს და მათ ეს ვერ მივეცით.