თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2016, 10:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2885,
კომენტარები: 11
რუნის მორიგი რეკორდი
უეინ რუნიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
რუნის მორიგი რეკორდი
2016 წლის კარგმა დასაწყისმა უეინ რუნის მორიგი რეკორდი მოუტანა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში რუნიზე მეტი გამარჯვების გოლი არავის გაუტანია.

"ლივერპულის" კარში გატანილი ერთადერთი გოლი, რომელიც ასევე გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, რუნის უახლოეს მდევარ რაიან გიგზთან 2-ბურთიან უპირატესობას ანიჭებს.

როგორ გამოითვლება გამარჯვების გოლები?

ნებისმიერი გოლი, რომელიც ნამდვილად წყვეტს მატჩის ბედს (მაგ. მეორე გოლი 2-1 გამარჯვების დროს) ან პოტენციური გამარჯვების გოლი, (მაგ. მესამე გოლი, რომელმაც ანგარიში 3-1 გახადა, მაგრამ "იუნაიტედმა" 3-2 გაიმარჯვა).

ვინ არიან რუნისა და გიგზთან ერთად "იუნაიტედის" ტოპ-ხუთეულში?

რუდ ვან ნისტელროის 24 გამარჯვების მომტანი გოლი აქვს გატანილი, ბობი ჩარლტონს ერთით მეტი, ხოლო ბრიან მაკკლერს 26. ამ სიაში სენდი ტორნბულსა და ჯო სპენსსაც შეეძლოთ მოხვედრა, მაგრამ მათ მიერ გატანილ 20 გოლს ომის პერიოდში გაგრძელება აღარ ეწერა.

რამდენად ხშირად გააქვს რუნის მატჩის ერთადერთი გოლი?

რუნიმ 16-ჯერ გაიტანა მატჩში, რომელიც "იუნაიტედმა" 1-0 მოიგო, მათგან პირველი კი 2005 წელს "ენფილდზე", ასეთი მაჩვენებელი რუნის ისტორიურ მეტოქესთან სულ ოთხი აქვს დაფიქსირებული. ერიკ კანტონამ, მარკ ჰიუზმა და ბრაიან მაკკლერმა 12-გოლიან ნიშნულს მიაღწიეს, ხოლო რაიან გოგზმა და ლუ მაკარიმ 11-ს.

კვირას რუნის მიერ გატანილმა მორიგმა გოლმა რეკორდი დაამყარა?

დიახ, ეს ნიშნავს, რომ რუნიმ ერთი გუნდის მაისურით პრემიერ ლიგაში 176-ე გოლი გაიტანა, რაც ერთით მეტია უკვე ყოფილ რეკორდსმენ ტიერი ანრის შედეგზე.

სხვა რომელ რეკორდს უახლოვდება კაპიტანი?

"ენფილდზე" რუნის გოლი ნიშნავს, რომ მას მხოლოდ შვიდი გოლი აშორებს სერ ბობი ჩარლტონის რეკორდულ 249-გოლიან ნიშნულამდე.

წყარო: manutd.com
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2016 10:07
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რას აღარ გამოთვლიან. თვითონ რეკორდზე მეტად ლივერპულთან რომ დაიწყო ამ შედეგის ჩვენება, ის მსიამოვნებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 იანვარი 2016 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
RojoDiablo,
ხოო მეც მასე ვარ დუმბო, მაგრამ მთავარი რეკორდი წინაა რა თქმა უნდა და სასწაული უნდა მოხდეს, რომ რუნიმ ამ სეზონში ეს რეკორდი ვერ მოხსნას. ისე რა მაგარია, როცა შენ თვალწინ ხდება რუნი მანჩესტერ იუნაიტედის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი love winked
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 იანვარი 2016 10:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
7 გოლი... მხოლოდ და მხოლოდ 7 ❤
0
№4
ავტორი: abrama
23 იანვარი 2016 10:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Charltons mgoni rogor ezizfeba chveni shreki, tipma yvelanaiei rekordi mouxsna.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2016 10:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
abrama,
არა მგონია, კარგი დამოკიდებულება აქვთ, ბოლომდე ხომ ვერ დარჩებოდა აბა რეკორდსმენი. ვიღაც მაინც მოხსნიდა ოდესღაც.

ვახო ( G G M U),
აბა, შენ ეგა თქვი. შვილიშვილებისთვის რაღაც მოსაყოლი მაინც გვექნება. აი, მამა რომ დაჯდება ხოლმე და იტყვის კრუიფზე, ბეკენბაუერზე "ო, რა ფეხბურთელი იყო", დაახლოებით ასე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Mufc7
23 იანვარი 2016 11:14
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩვენ თვალწინ ქმნის ისტორიას და როგორი ამაყი ვარ, რომ წლების მერე ვიტყვი, მე ამას მოვესწარი, ეს ჩემი თვალით ვნახე-მეთქი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: zurazura
23 იანვარი 2016 11:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
Sul male
0
№8
ავტორი: abrama
23 იანვარი 2016 11:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
RojoDiablo,
Gasageboa mara tipma yvela rekordi mouxsna, sxvadasxvas rom moexsna ki mara.
:D
0
№9
ავტორი: GeorgeBest
23 იანვარი 2016 14:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩარლტონს არავინ ეზიზღება, პირიქით დარწმუნებული ვარ მაგრად გაუსწორდა ნაკრებში რეკორდი რო მოუხსნა, ისაუბრა კიდეც ამაზე
0
№10
ავტორი: Malboro463
23 იანვარი 2016 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მაგარი კი მკიდია ამის პირადი რეკორდები. ოქროს ბუციც ვერ მოიგო და ვერც მოიგებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top