უეინ რუნიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
2016 წლის კარგმა დასაწყისმა უეინ რუნის მორიგი რეკორდი მოუტანა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში რუნიზე მეტი გამარჯვების გოლი არავის გაუტანია.
"ლივერპულის" კარში გატანილი ერთადერთი გოლი, რომელიც ასევე გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, რუნის უახლოეს მდევარ რაიან გიგზთან 2-ბურთიან უპირატესობას ანიჭებს.
როგორ გამოითვლება გამარჯვების გოლები?ნებისმიერი გოლი, რომელიც ნამდვილად წყვეტს მატჩის ბედს (მაგ. მეორე გოლი 2-1 გამარჯვების დროს) ან პოტენციური გამარჯვების გოლი, (მაგ. მესამე გოლი, რომელმაც ანგარიში 3-1 გახადა, მაგრამ "იუნაიტედმა" 3-2 გაიმარჯვა).
ვინ არიან რუნისა და გიგზთან ერთად "იუნაიტედის" ტოპ-ხუთეულში?რუდ ვან ნისტელროის 24 გამარჯვების მომტანი გოლი აქვს გატანილი, ბობი ჩარლტონს ერთით მეტი, ხოლო ბრიან მაკკლერს 26. ამ სიაში სენდი ტორნბულსა და ჯო სპენსსაც შეეძლოთ მოხვედრა, მაგრამ მათ მიერ გატანილ 20 გოლს ომის პერიოდში გაგრძელება აღარ ეწერა.
რამდენად ხშირად გააქვს რუნის მატჩის ერთადერთი გოლი?რუნიმ 16-ჯერ გაიტანა მატჩში, რომელიც "იუნაიტედმა" 1-0 მოიგო, მათგან პირველი კი 2005 წელს "ენფილდზე", ასეთი მაჩვენებელი რუნის ისტორიურ მეტოქესთან სულ ოთხი აქვს დაფიქსირებული. ერიკ კანტონამ, მარკ ჰიუზმა და ბრაიან მაკკლერმა 12-გოლიან ნიშნულს მიაღწიეს, ხოლო რაიან გოგზმა და ლუ მაკარიმ 11-ს.
კვირას რუნის მიერ გატანილმა მორიგმა გოლმა რეკორდი დაამყარა?დიახ, ეს ნიშნავს, რომ რუნიმ ერთი გუნდის მაისურით პრემიერ ლიგაში 176-ე გოლი გაიტანა, რაც ერთით მეტია უკვე ყოფილ რეკორდსმენ ტიერი ანრის შედეგზე.
სხვა რომელ რეკორდს უახლოვდება კაპიტანი?"ენფილდზე" რუნის გოლი ნიშნავს, რომ მას მხოლოდ შვიდი გოლი აშორებს სერ ბობი ჩარლტონის რეკორდულ 249-გოლიან ნიშნულამდე.
წყარო:
manutd.com