თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2016, 21:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3880,
კომენტარები: 11
"ფლანგის მცველი მჭირდება"
ვან გაალი "წმინდანებთან" შეხვედრამდე კომენტარს აკეთებს.
ლუი, 2016 წელი კარგად დაიწყეთ. დაამარცხეთ "ლივერპული" – ვფიქრობ, კარგი კვირა გქონდათ. ეს იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ თქვენთვის რთული პერიოდი უკან დარჩა?

ჩემთვის? არა, ეს არ მაინტერესებს. ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ეს ფეხბურთელებისთვისაა. ფეხბურთელები მონაწილეობენ მატჩებში, იბრძვიან მატჩებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზეწოლა უფრო სუსტია, მაგრამ დაბრუნდება, თუ "საუთჰემპტონთან" წავაგებთ. "მანჩესტერ იუნაიტედზე" ზეწოლა ყოველთვის ერთნაირია. უნდა გაიმარჯვო. ჩვენს გულშემატკივარს სახლში ჩვენი გამარჯვება უნდა.

გვეუბნებოდით, რომ სამ-წლიან გეგმას ადგენდით. ამ კვირაში კი პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ოჯახში გითქვამთ, რომ ორი წელი დარჩებით. ეს სისულელეა?

არა, არა მგონია, რომ ჩემს გადაწყვეტილებებში ჟურნალისტები უნდა დავიხმარო. ჯერ იყო და მაძევებდნენ, ახლა ჩემს მომავალშიც ერევიან. არა მგონია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემი ვალდებულება იყოს.

უეინ რუნიმ ბოლო 11 წლის განმავლობაში "ენფილდზე" პირველად გაიტანა. როგორი როლი შეასრულა რუნიმ გუნდის შედეგების გაუმჯობესებაში?

მას შემდეგ, რაც რუნის გოლები გააქვს, მატჩების მოგება დავიწყეთ, ნუ "ნიუკასლთან" გასვლაზე ფრეც ვითამაშეთ. ასე რომ, არის კავშირი და ამას ყოველთვის ვამბობდი. იგი მნიშვნელოვანია არა მარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც კაპიტანი. ასე რომ, მისით კმაყოფილი ვარ.

რუნიმ შეამცირა თქვენზე ზეწოლა ისეთ ვითარებებში, როგორიცაა სიტყვით გამოსვლა მატჩში შესვენებისას, თითოეული ფეხბურთელის წაქეზება, მათ შორის მისიც?

ვფიქრობ, ამას მხოლოდ რუნი არ აკეთებს. ამას რამდენიმე ფეხბურთელი აკეთებს. და ეს ის არის, რაც მინდა. რადგანაც ფეხბურთელებიც არიან პასუხისმგებელნი და არა მხოლოდ მწვრთნელი. ამიტომ ფეხბურთელებთან ასეთ მიდგომას ვიყენებ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ შენმა გუნდმა შედეგზე პასუხი აგოს და დადებითი შედეგისადმი სწრაფვა გამოავლინოს. ფეხბურთელები ამას აკეთებენ.

ლუი, როგორც ჩანს, თქვენ საკუთარ თავზე, თქვენს სამუშაოზე, თქვენს სავარაუდო შემცვლელზე საუბარი არ გსურთ. დარდობთ იმაზე, რომ ეს ჭორები გასახდელამდე აღწევს და გაურკვევლობას ქმნის?

ჯერჯერობით არ შემიმჩნევია.

მაგრამ ამას ხომ უნდა მიაქციოთ ყურადღება, არა?

არა, ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. პრესა – ეს უკვე სხვა სამყაროა.

ეს თქვენს გონებაში გაურკვევლობას ქმნის?

არა. იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც პრესა წერს – და ძალიან ვწუხვარ – სიმართლე არ არის.

ლუი, თქვენი ბოლო დროინდელი შედეგებიდან გამომდინარე მიგაჩნიათ, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ფულის დახარჯვა არ გჭირდებათ?

არა, ეს ასე არ არის, რადგან ვფიქრობ, რომ, თუ მთელ ჩემს ფლანგის მცველებთან დაკავშირებულ უიღბლობას დააკვირდები... სეზონის დასაწყისში ფლანგის მცველებად ვალენსია, შოუ, როხო, დარმიანი და ხანდახან იანგიც მყავდა. თითოეული მათგანი დაშავდა. მხოლოდ დარმიანი დაბრუნდა. ასე რომ, ფლანგის მცველები მჭირდება და თქვენც ხედავთ, რომ ბევრჯერ გამოვიყენე სარეზერვო გუნდიდან ახალგაზრდები – ბორტუიკ–ჯექსონი და ვარელა. თავს კარგად ართმევენ, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" დონე მაღალია. და ყოველდღე მაღალი სათამაშო დონე უნდა აჩვენონ – ახალგაზრდებს ეს ხშირად რთულად გამოსდით. ამიტომ ყოველთვის უნდა ეძებო, განსაკუთრებით სატრანსფერო პერიოდში, ვინმე შემცვლელი. მაგრამ რთული ის არის, რომ გარკვეულ დონეს მოვითხოვთ. კლუბი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდვას არ მოისურვებს. ვეძებთ, მაგრამ ადვილი არ არის. და ვერავინ ხვდება ამას, რადგან ყველას ჰგონია, რომ ეს ადვილია, მაგრამ არ არის ასე.

პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 იანვარი 2016 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფლანგის მცველები ნამდვილად გვჭირდება, მითუმეტეს ეხლა როცა იანგიც დაშავდა და დიდი ალბათობით კაი ხანს ვერ იქნება.
ისე ლუი ჟურნალისტებს მაგრად უსრულებს ხოლმე wink
0
№2
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2016 21:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
არა, არა მგონია, რომ ჩემს გადაწყვეტილებებში ჟურნალისტები უნდა დავიხმარო. ჯერ იყო და მაძევებდნენ, ახლა ჩემს მომავალშიც ერევიან. არა მგონია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემი ვალდებულება იყოს.


არ გეჩვენებათ, რომ ლუი ასეთ დროს სხვა რამეს პასუხობს, თუ პრესაში სიცრუე გავრცელდა? მახსოვს რა დღეში ჩააგდო ჟურნალისტები, როცა მის წასვლაზე დაიწყეს ლაპარაკი ჩელსისთან მატჩამდე, ახლა კი, უბრალოდ არ განვიხილავ თქვენთანო და მორჩა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Mufc7
22 იანვარი 2016 22:12
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვინ დათარსა ასე ეს ვალენსია, არ მიეღო ტრავმა, რა მოხდებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
22 იანვარი 2016 22:45
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
გეთანხმები, ხომ შეიძლება ეთქვა რომ ეს ტყუილია? მემგონი ამ წლის მერე მართლა მიდის და ეს უკვე უფროსობასთანაც შეთანხმებული აქვს.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
22 იანვარი 2016 22:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ თვითონაც გაურკვევლობაშია და კლუბმაც დროზე უნდა იმოქმედოს, ამით ასრულებს როგორც თქვა კარიერას და ზედმეტი წლები აღარაა საჭირო, ესეც ახალგაზრდა არ მყავდეს რო მომავლის იმედი დაგიტოვოს, ამხელა გამოცდილების პარტონი რო იყო და მალე რომ უნდა მოეგვარებინა ყველაფერი სწორედ მაგიტომ დანიშნეს მწვრთნელად
0
№6
ავტორი: red devil
23 იანვარი 2016 01:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ლაპარაკი იცოცხლეო შეუძლია საქმეს ვერ აკეთებს თორე
0
№7
ავტორი: deqstera
23 იანვარი 2016 02:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
რა ფლანგის მცველები ხუმრობთ??

მარცხნივ შოუ-როხო-ბლინდი, მარჯვნივ დარმიანი-ვალენსია-იანგი!! ანუ სამ-სამი გყავს და მიუხედავად იმის რო ნომინალურად მცველები არარიან ვალენსია-იანგი დაცვაში გაცილებით უკეთ თამაშობენ ვიდრე შეტევაში და სადმე თუ გამოიყენებ მხოლოდ დაცვაში!! ერთ პოზიციაზე სამი ფეხბურთელის ყოფნა კი ძალიან დიდი ფუფუნებაა ნებისმიერი გუნდისთვის!! მაგას ჯობია ცენტრალური მცველი იყიდონ სადაც მართლა პრობლემაა და საჭიროების შემთხვევაში ბლინდი უფრო ადვილად გავიდეს ფლანგზე!!

შოუ პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია და ტრავმას რო მოიშუშებს მუდმივი პრაქტიკა უნდა, ზამენაზე კი როხო-ბლინდზე უკეთესი არდაგიჯდება!! ანალოგიურად მარჯვნივ დარმიანი ძალიან კარგია, მასეთი მარჯვენა მცველი არგვყოლია(რაფაელი შეიძლება კონკრეტულ თამაშში უკეთესი იყო, მაგრამ ფეთქებადობა და არასტაბილურობა ქონდა მინუსი), ზამენაზე კი ვალენსია ყავს და ასევე იანგი რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია!!
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 იანვარი 2016 09:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
deqstera,
შოუ-როხო-ბლინდი, დარმიანი-ვალენსია-იანგი- აქედან დამისახელე რამდენია ჯამრთელი და მერე შენ თვითონ მიხვდები გვჭირდება თუ არა ფლანგის მცველები. არიან ერთია, მაგრამ რამდენად ხელმისწვდომები არიან ეგაა მთავარი. მარტო ყოფნა რას უშველის თუ მოედანზე ვერ გამოვლენ და ვერ ითამაშებენ.
0
№9
ავტორი: deqstera
23 იანვარი 2016 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ვახო ( G G M U)
მაგისთვის არსებობს სწორედ ახალგაზრდული, მოდი მაშინ ის თქვი ორივე ფლანგზე თითო რო ვიყიდოთ და ყველა ჯანმრთელები იქნებიან რას აკეთებ?? გუნდში ერთ პოზიციაზე 4ფეხბურთელი რო გეყოლება შანსი არაა სიტუაცია არაგერიოს რადგან ვიღაც უეჭველი უკმაყოფილო იქნება...
0
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
23 იანვარი 2016 10:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ვახო ( G G M U),
კი, ტრამვირებულია ბევრი მაგრამ როცა გამოჯანმრთელდებიან მერე რა იქნება? ვიღაცამ ხო სათადარიგოზე უნდა გადაინაცვლოს? ყველას ენდომება სათამაშო დრო. ამათ დამატებით კიდე იმასაც, ვისაც ვიყიდით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top