თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2016, 21:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3880,
კომენტარები: 11
"ფლანგის მცველი მჭირდება"
ვან გაალი "წმინდანებთან" შეხვედრამდე კომენტარს აკეთებს.
ლუი, 2016 წელი კარგად დაიწყეთ. დაამარცხეთ "ლივერპული" – ვფიქრობ, კარგი კვირა გქონდათ. ეს იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ თქვენთვის რთული პერიოდი უკან დარჩა?

ჩემთვის? არა, ეს არ მაინტერესებს. ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. ეს ფეხბურთელებისთვისაა. ფეხბურთელები მონაწილეობენ მატჩებში, იბრძვიან მატჩებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზეწოლა უფრო სუსტია, მაგრამ დაბრუნდება, თუ "საუთჰემპტონთან" წავაგებთ. "მანჩესტერ იუნაიტედზე" ზეწოლა ყოველთვის ერთნაირია. უნდა გაიმარჯვო. ჩვენს გულშემატკივარს სახლში ჩვენი გამარჯვება უნდა.

გვეუბნებოდით, რომ სამ-წლიან გეგმას ადგენდით. ამ კვირაში კი პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ოჯახში გითქვამთ, რომ ორი წელი დარჩებით. ეს სისულელეა?

არა, არა მგონია, რომ ჩემს გადაწყვეტილებებში ჟურნალისტები უნდა დავიხმარო. ჯერ იყო და მაძევებდნენ, ახლა ჩემს მომავალშიც ერევიან. არა მგონია, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩემი ვალდებულება იყოს.

უეინ რუნიმ ბოლო 11 წლის განმავლობაში "ენფილდზე" პირველად გაიტანა. როგორი როლი შეასრულა რუნიმ გუნდის შედეგების გაუმჯობესებაში?

მას შემდეგ, რაც რუნის გოლები გააქვს, მატჩების მოგება დავიწყეთ, ნუ "ნიუკასლთან" გასვლაზე ფრეც ვითამაშეთ. ასე რომ, არის კავშირი და ამას ყოველთვის ვამბობდი. იგი მნიშვნელოვანია არა მარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც კაპიტანი. ასე რომ, მისით კმაყოფილი ვარ.

რუნიმ შეამცირა თქვენზე ზეწოლა ისეთ ვითარებებში, როგორიცაა სიტყვით გამოსვლა მატჩში შესვენებისას, თითოეული ფეხბურთელის წაქეზება, მათ შორის მისიც?

ვფიქრობ, ამას მხოლოდ რუნი არ აკეთებს. ამას რამდენიმე ფეხბურთელი აკეთებს. და ეს ის არის, რაც მინდა. რადგანაც ფეხბურთელებიც არიან პასუხისმგებელნი და არა მხოლოდ მწვრთნელი. ამიტომ ფეხბურთელებთან ასეთ მიდგომას ვიყენებ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ შენმა გუნდმა შედეგზე პასუხი აგოს და დადებითი შედეგისადმი სწრაფვა გამოავლინოს. ფეხბურთელები ამას აკეთებენ.

ლუი, როგორც ჩანს, თქვენ საკუთარ თავზე, თქვენს სამუშაოზე, თქვენს სავარაუდო შემცვლელზე საუბარი არ გსურთ. დარდობთ იმაზე, რომ ეს ჭორები გასახდელამდე აღწევს და გაურკვევლობას ქმნის?

ჯერჯერობით არ შემიმჩნევია.

მაგრამ ამას ხომ უნდა მიაქციოთ ყურადღება, არა?

არა, ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. პრესა – ეს უკვე სხვა სამყაროა.

ეს თქვენს გონებაში გაურკვევლობას ქმნის?

არა. იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც პრესა წერს – და ძალიან ვწუხვარ – სიმართლე არ არის.

ლუი, თქვენი ბოლო დროინდელი შედეგებიდან გამომდინარე მიგაჩნიათ, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ფულის დახარჯვა არ გჭირდებათ?

არა, ეს ასე არ არის, რადგან ვფიქრობ, რომ, თუ მთელ ჩემს ფლანგის მცველებთან დაკავშირებულ უიღბლობას დააკვირდები... სეზონის დასაწყისში ფლანგის მცველებად ვალენსია, შოუ, როხო, დარმიანი და ხანდახან იანგიც მყავდა. თითოეული მათგანი დაშავდა. მხოლოდ დარმიანი დაბრუნდა. ასე რომ, ფლანგის მცველები მჭირდება და თქვენც ხედავთ, რომ ბევრჯერ გამოვიყენე სარეზერვო გუნდიდან ახალგაზრდები – ბორტუიკ–ჯექსონი და ვარელა. თავს კარგად ართმევენ, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" დონე მაღალია. და ყოველდღე მაღალი სათამაშო დონე უნდა აჩვენონ – ახალგაზრდებს ეს ხშირად რთულად გამოსდით. ამიტომ ყოველთვის უნდა ეძებო, განსაკუთრებით სატრანსფერო პერიოდში, ვინმე შემცვლელი. მაგრამ რთული ის არის, რომ გარკვეულ დონეს მოვითხოვთ. კლუბი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გაყიდვას არ მოისურვებს. ვეძებთ, მაგრამ ადვილი არ არის. და ვერავინ ხვდება ამას, რადგან ყველას ჰგონია, რომ ეს ადვილია, მაგრამ არ არის ასე.

პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 იანვარი 2016 10:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Jorbe-Jorbe,
deqstera,
და აბა ეხლა დარმიანს რო ვათამაშებთ მარცხენა ფლანგზე მოგწონთ??? ახლაგაზრდებიო რო იძახით, აჰა ხო არი ჯეკსონი ახალგაზრდულებიდან გადმოყვანილი, მაგრამ მაგის იმედზე რო ვერ ვიქნებით რათ უნდა მაგას ლაპარაკი. სუ დამტვრეულები არიან ვერ ხედავთ??? მაგის ფუფუნება სად გვაქვს, რომ თითოეულ პოზიციაზე 4 ფეხბურთელი გვყავდეს, სუ ტრამვები აქვთ და მაგიტომაცაა, რომ იანგი და ვალენსია მარჯვენა მცველები გავხადეთ, თორე არა მგონია ვინმეს ვალენსიას მარჯვენა მცველობა მოსწონდეს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top