თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2016, 14:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3458,
კომენტარები: 13
პერეირა იჯარით წასვლაზე საუბრობს
ანდრეას პერეირა ნაკლები სათამაშო დროით უკმაყოფილება გამოხატა.
პერეირა იჯარით წასვლაზე საუბრობს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდრეას პერეირა სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის, რადგან მისი აზრით, ოლიმპიურ თამაშებზე წასვლის შანსი უმცირდება.

2014 წელს პსვ–დან "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა.

პერეირა კი ფიქრობს, რომ ასეთი მცირე პრაქტიკით ბრაზილიის ნაკრებს რიოში ვერ წარმოადგენს.

"მე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ, მედიაში გავიგე, რომ ჩემით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.

არ ვიცი, ისურვებს თუ არა "იუნაიტედი" იჯარით ჩემს გაშვებას, მაგრამ უფრო მეტი შესაძლებლობის მისაღებად ვმუშაობ. "მანჩესტერი" გადაწყვეტს",
– განაცხადა პერეირამ.

ანდრეასი, რომელიც თავისი ქვეყნის 20–წლამდელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმარა, აღნიშნავს, რომ საშინაო ოლიმპიადაზე "სელესაოს" მაისურის მორგება გასაოცარი გრძნობა იქნება.

"ვშრომობ ბევრს "იუნაიტედში"... კარგი, ნათელია, რომ ბრაზილიელი სკაუტებისთვის მეტი სათამაშო დრო მჭირდება, ასე რომ, მეტი შანსიც მჭირდება. ოლიმპიადაზე თამაში უდიდესი ოცნებაა..

ვან გაალი ჩემგან შრომას მოითხოვს, ამის ხარჯზე კი როგორღაც შესაძლებლობაც გამოჩნდება. ამაზე ვარ კონცენტრირებული და ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია.

რა თქმა უნდა, ხანდახან ვღიზიანდები, რომ არ ვთამაშობ, მაგრამ მწვრთნელი ყოველთვის მელაპარაკება. მეტი სათამაშო დრო მჭირდება და კლუბი ჩემი წასვლის საკითხს ჩემს აგენტთან ერთად გადაწყვეტს".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 იანვარი 2016 15:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვინმე მეტყვის რას აკეთებდა რეზერვებში პოგბა ამაზე მეტს? მეც ვუყურებდი მაგ დროს და რითი იყო ამაზე დიდი? ამას უფრო მეტი შანსი მისცეს თუ პოგბას როცა სათამაშო დრო ჰქონდა მთელი ინგლისი დაიხხია? მარა ეს არ გარბის გუნდიდან
0
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
22 იანვარი 2016 15:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ფელაინის დაყენებას თავდასხმაში, ნებისმიერ დროს ჯობია ამის დაყენება. ასე მგონია
0
№3
ავტორი: ViDa
22 იანვარი 2016 16:50
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
General,

პოგბას რამეში დადანაშაულება არა სწორი იქნება ჩემი აზრით. ბიჭი საკუთარ მომავალზე და კარიერაზე ფიქრობდა, სწორადაც მოიქცა და მშვენივრად გაიხსნა. რომ არ წასულიყო ვინ იცის როდის მოხვდებოდა პირველ გუნდში და გაიხსნებოდა თუ არა ისე, როგორც ახლაა :)

პერეირა კარგი ბიჭია, მარა ახლა ვინმეს სადმე გაშვება ჩემი აზრით არ გვადგება, ისედაც კატასტროფული მდგომარეობა გვაქ შემადგენლობაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: GeorgeBest
22 იანვარი 2016 17:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ViDa,
პოგბას არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ყველაფერი ფერგის ეტენება და აუ ეს როგორ ჩაიდანა და ამბები არაა სწორი. პიკეც გაიხსნა ბარსაში მარა აქ რო დარჩენილიყო რა? ან არ გახსოვთ რა მძორი იყო? ეგეც ფერგის შეცდომაა ალბათ

მაგ წელს ექსპერიმენტების დრო არ იყო და იმიტომაც დააბრუნეს სქოულზი.
0
№5
ავტორი: Giggsy
22 იანვარი 2016 17:30
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
General,
ყველაფერში გეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№6
ავტორი: AkkRed
22 იანვარი 2016 17:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
General,

თუ არ ათამაშეს ესეც წავა და სწორიც იქნება.
0
№7
ავტორი: ViDa
22 იანვარი 2016 19:08
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
General,

Fergis dadanashaulebac araa swori. Ar iyo im momentistvis misi adgili gundshi da scholessis chanacvleba magit aranair garantias ar gvadZlevda.

Mokled, orive mxarem tavis sasiketod imoqmedes da moxda is rac moxda
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№8
ავტორი: deqstera
22 იანვარი 2016 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
პოგბა რას აკეთებდა?? რამდენი შემოვიდა საუკეთესო იყო და ამ კერიკი-ფლეტჩერს მაშინვე ჯობდა უბრალოდ ფერგი იყო ჩაციკლული!! თუნდაც ქლევერლი-ანდერსონს!!

2011წლის 20 დეკემბერს მქონდა ჯერ კიდე ამის ვიდეო გაზიარებული ამისწინა ამომიგდო და მაშინვე უდიდეს იმედებს ვამყარებდი ესეთი არავინ გვყოლიათქო!!! რამდენი შემოვიდა ყველა თამაშში გამორჩეული იყო!!

https://www.youtube.com/watch?v=VgyBOwbiTPY
0
№9
ავტორი: GeorgeBest
22 იანვარი 2016 19:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: deqstera

იუთუბზე ქლევერლიც კარგი იყო, რეზერვებიდანვე ვუყურებდი პოგბას და ყველამ ვიცოდით რა იზრდებოდა. უბრალოდ ბურთზე ფეხის გადატარება არ ნიშნავს რო მაშინდელ კერიკს და ფლეტჩერს ჯობდა

და კიდევ მე ვიკიტხე პერეირაზე კარგი რა გააკეთა რეზერვებში თქო. თუ გოლებზე და ტექნიკაზე მიდგა საქმე უყურეტ ამ ბიჭს და მერე შეადრეთ. კიდევ გაუგებრობა რომ არ იყოს ეხლანდელ პოგბას არ ვადარებ პერეირას

ამით იმას ვამბობ ფერგიუსონი რო გახდა პოგბას გამო რაღაც საოცრების ჩამდენი ეგრე არაა. კარგად მახსოვს ფერგის ინტერვიუ როცა პოგბას აკრიტიკებდა და თქვა რომ მაშინ გაიგეს ყველაფერი როცა უკვე გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი. კარიერა კარგად აეწყო, თუმცა შეეზლო აქაც დარჩენილიყო და ჯერ არც ერთი ახალაგზრდა არ დაჩაგრულა ფერგის გუნდში, არც ეგ იქნებოდა გამონაკლისი
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 იანვარი 2016 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მგონი არ იქნება ამის გაშვება სწორი, თუმცა თუ დავტოვეთ მაშინ სათამაშო დროც უნდა მიეცეს. მთლად ისეც არ უნდა იყოს, რომ ამანაც პოგბასავით გაიგიჟოს თავი, დაკრას ფეხი და წავიდეს გუნდიდან. იმედია ვან გაალი რამე გამოსავალს მონახავს, რადგან უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია პერეირა და მისი დაკარგვა არ შეიძლება რა თქმა უნდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top