"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის იანვრის პირველი ტრანსფერი განახორციელოს და პსჟ–დან ადრიენ რაბიო გადაიბიროს. Don Balon–ი იტყობინება, რომ "იუნაიტედმა" ტრანსფერის განხორციელებაში "არსენალს" აჯობა.
20 წლის ფეხბურთელის გადაბირება დიდი ხანია სურს "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს, მაგრამ "იუნაიტედი" ნიჭიერ ნახევარმცველს უფრო სარფიან კონტრაქტს სთავაზობს.
"იუნაიტედის" წარმომადგენლებმა რაბიოსთან მოლაპარაკება უკვე მოახერხეს და დაარწმუნეს, რომ ლუი ვან გაალის გუნდში წამყვან როლს ითამაშებს.
პირველ გუნდში თამაშის პირობა რაბიოსთვის მიმზიდველი იქნება, რადგან პსჟ–ს ხელმძღვანელობას სწორედ ნაკლები სათამაშო დროის გამო უჩივის.
რაბიომ ლორან ბლანის გუნდში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მარკო ვერატისა და ბლეიზ მატუიდისთვის კონკურენციის გაწევას მაინც ვერ ახერხებს.