თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2016, 09:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3807,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" პირველ ტრანსფერს უახლოვდება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "არსენალს" აჯობა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის იანვრის პირველი ტრანსფერი განახორციელოს და პსჟ–დან ადრიენ რაბიო გადაიბიროს. Don Balon–ი იტყობინება, რომ "იუნაიტედმა" ტრანსფერის განხორციელებაში "არსენალს" აჯობა.

20 წლის ფეხბურთელის გადაბირება დიდი ხანია სურს "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს, მაგრამ "იუნაიტედი" ნიჭიერ ნახევარმცველს უფრო სარფიან კონტრაქტს სთავაზობს.

"იუნაიტედის" წარმომადგენლებმა რაბიოსთან მოლაპარაკება უკვე მოახერხეს და დაარწმუნეს, რომ ლუი ვან გაალის გუნდში წამყვან როლს ითამაშებს.

პირველ გუნდში თამაშის პირობა რაბიოსთვის მიმზიდველი იქნება, რადგან პსჟ–ს ხელმძღვანელობას სწორედ ნაკლები სათამაშო დროის გამო უჩივის.

რაბიომ ლორან ბლანის გუნდში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მარკო ვერატისა და ბლეიზ მატუიდისთვის კონკურენციის გაწევას მაინც ვერ ახერხებს.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
19 იანვარი 2016 14:42
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფიზიკურობა არაფერია ამ ასაკისთვის, სიმაღლეც კარგი აქვს. არ მაქვს ბევრი თამაში ნანახი მაგრამ ცუდი არ არის. რამდენად გვჭირდება და ააქ როგორ გაამართლებს სხვა საქმეა

მიხარია ახალგაზრდა ფეხბურთელები გუნდში
0
№12
ავტორი: lefty
19 იანვარი 2016 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
ძაან მაგარი იგროკია არ იღლება მასტი და პასი აქვს რაც მთავარია
0
№13
ავტორი: Bar10eoN
19 იანვარი 2016 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
საეჭვო ინვესტიციაა მაგრამ, მოვიდეს :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top