ვან გაალის კომენტარი "ენფილდზე" გამარჯვების შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ "ლივერპულთან" გამარჯვებით კმაყოფილია. მატჩის შემდეგ კი სხვადასხვა თემაზე ისაუბრა:
"იუნაიტედის" სათამაშო გეგმაზე: "პირველ ტაიმში ამან არ იმოქმედა, რადგან მხოლოდ თავს ვიცავდით. "ლივერპული" უკეთესი, უფრო აგრესიული იყო. მაგრამ მეორე ტაიმში ბურთს უკეთ ვიჭერდით და სწორედ ამიტომ მოვეგეთ გონს, შევქმენით შანსები და გავიტანეთ რუნის წყალობით".
მეორე ტაიმში გაუმჯობესებაზე: "მეორე ტაიმით ძალიან მოხარული ვარ, რადგან პირველ ტაიმში "ლივერპული" იყო გუნდი, რომელიც დომინირებდა, ჩვენ კი თავს ვიცავდით. მეორე ნახევარში ჩვენი სათამაშო სტილი ვაჩვენეთ და ნებისმიერი სიტუაციიდან გოლის გატანის უნარიც".
რუნის შესახებ: "ნასიამოვნები ვარ და ისიც არის. ვთხოვე, აქ გაეტანა და ზედიზედ ბევრი გოლი გააქვს უკვე. ვფიქრობ, რუნი ფანტასტიკური ფორვარდია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", მაგრამ ასე იყო სეზონის პირველ ნაწილშიც".
დავიდ დე ხეას "მშრალ" მატჩზე: "არ ვიცი, რამდენი ბურთი აიღო, მაგრამ ძალიან ბევრი იყო. ყოველთვის ერთ დონეზე თამაშობს, რაც გასაოცარია, მაგრამ იმითაც მოხარული ვარ, რომ ჩვენი ანგარიში შევინარჩუნეთ, "ნიუკასლთან" კი ორჯერ ვერ მოვახერხეთ".
წყარო:
manutd.com