თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2016, 21:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2888,
კომენტარები: 14
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის კომენტარი "ენფილდზე" გამარჯვების შემდეგ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა აღნიშნა, რომ "ლივერპულთან" გამარჯვებით კმაყოფილია. მატჩის შემდეგ კი სხვადასხვა თემაზე ისაუბრა:

"იუნაიტედის" სათამაშო გეგმაზე: "პირველ ტაიმში ამან არ იმოქმედა, რადგან მხოლოდ თავს ვიცავდით. "ლივერპული" უკეთესი, უფრო აგრესიული იყო. მაგრამ მეორე ტაიმში ბურთს უკეთ ვიჭერდით და სწორედ ამიტომ მოვეგეთ გონს, შევქმენით შანსები და გავიტანეთ რუნის წყალობით".

მეორე ტაიმში გაუმჯობესებაზე:
"მეორე ტაიმით ძალიან მოხარული ვარ, რადგან პირველ ტაიმში "ლივერპული" იყო გუნდი, რომელიც დომინირებდა, ჩვენ კი თავს ვიცავდით. მეორე ნახევარში ჩვენი სათამაშო სტილი ვაჩვენეთ და ნებისმიერი სიტუაციიდან გოლის გატანის უნარიც".

რუნის შესახებ: "ნასიამოვნები ვარ და ისიც არის. ვთხოვე, აქ გაეტანა და ზედიზედ ბევრი გოლი გააქვს უკვე. ვფიქრობ, რუნი ფანტასტიკური ფორვარდია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", მაგრამ ასე იყო სეზონის პირველ ნაწილშიც".

დავიდ დე ხეას "მშრალ" მატჩზე: "არ ვიცი, რამდენი ბურთი აიღო, მაგრამ ძალიან ბევრი იყო. ყოველთვის ერთ დონეზე თამაშობს, რაც გასაოცარია, მაგრამ იმითაც მოხარული ვარ, რომ ჩვენი ანგარიში შევინარჩუნეთ, "ნიუკასლთან" კი ორჯერ ვერ მოვახერხეთ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
18 იანვარი 2016 10:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ჩვენთანაც ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო, თან ერთი სტუმარი გყვავდა სკაუზერი love

რაც შეეხება თამაშს, ამ მატჩზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მთავარია ლივერპული დავამარცხეთ ენფილდზე მაგაზე მეტი სასიამოვნო მომენტი თამაშისგან არ მიმიღია.
0
№12
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2016 13:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
თქვენ ერთი სკაუზერი და ჩვენ ლივერპულის ფანები გვესხდნენ გვერდით მაგიდაზე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: AkkRed
21 იანვარი 2016 10:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

78-ე წუთი მერე როგორი იყო ? wink
0
№14
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2016 10:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ხმა ჩამეხლიჩა სიმღერაში და ყვირილში. მათ მაგიდასთან მივედი და რუნის ვუმღერე, ერთ-ერთი მათგანი წამოდგა და: "ოლე, ოლე, ოლე, მანჩესტერ, ჩემპიოოონ", დამაწია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top