თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2016, 21:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2541,
კომენტარები: 14
"მეხუთე გამარჯვების მოპოვება მინდა"
ვან გაალის კომენტარი მატჩის წინ.
ლუი ვან გაალი თანხმდება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მატჩი ინგლისის უდიდესი დაპირისპირებაა და მთავარ მწვრთნელს სურს, "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებმა "ენფილდი" ბედნიერებმა დატოვონ.

ვან გაალმა მერსეისაიდული გუნდის წინააღმდეგ ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა, რაც 2014 წელს წინასასეზონო ტურნირზე ტრიუმფით დაიწყო. ამას ბრენდან როჯერსზე მოპოვებული "დუბლი" მოჰყვა გასულ სეზონში, წელს კი "ოლდ ტრაფორდის" ტრიუმფით დატოვება.

იურგენ კლოპი, ბუნდესლიგის კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელი, ახლა "ლივერპულს" წვრთნის და ვან გაალი კვირის ბოლოს სტადიონზე მაღალ ძაბვას ელის. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვან გაალმა მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ კონცენტრაციის დაკარგვას დრამა მოჰყვება.

როცა ჰკითხეს, არის თუ არა ეს მატჩი ინგლისში უდიდესი შეხვედრა, ვან გაალმა უპასუხა: "გულშემატკივარი სწორედ ასე მიიჩნევს და ეს უკვე ოთხჯერ შევიგრძენი. ერთმანეთის წინააღმდეგ ოთხჯერ ვითამაშეთ, მათ შორის აშშ-შიც. მოთამაშეებს თუ დააკვირდებით, მათაც ეტყობათ. მაგალითად, გასულ წელს სტივენ ჯერარდი შემოვიდა, მხოლოდ 30 წამი ითამაშა და გააძევეს – ასე ხშირად როდი ხდება. აგრესიულები უნდა ვიყოთ, მაგრამ თავი უნდა ვაკონტროლოთ, რაც ყოველთვის რთულია, რადგან ასეთი დონის მატჩებში წადილი ძალიან მაღალია.

ვიცი, რომ ეს მატჩი მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის. როცა "ლივერპული" დავამარცხეთ, ქომაგების რეაქცია დავინახე, ასე რომ, ნამდვილად ვიცი. მზარეულმა მაიკმაც კი მითხრა თავისი სათქმელი. ვფიქრობ, ამ მატჩში მონაწილეობისთვის ყველა მზად არის, მაგრამ სწორ დროს და სწორი განრიგით უნდა ითამაშო – კვირას შვიდის ხუთ წუთზე ვთამაშობთ, ეს კი რაღაც ახალი. ყველაფერი 90 ან 95 წუთის განმავლობაში უნდა ვაჩვენოთ, "ლივერპულის" წინააღმდეგობის ფონზე".


ვან გაალი და კლოპი ერთმანეთს გერმანიაში დაუპირისპირდნენ ოთხჯერ, როცა "ბაიერნისა" და "ბორუსიას" მწვრთნელები იყვნენ შესაბამისად, ორივე მათგანის ანგარიშზე 2–2 გამარჯვება ირიცხება. დაპირისპირება ამჯერად "ენფილდზე" გაგრძელდება და ვან გაალმა თავისი მეგობარი კონკურენტის მიერ გაწეულ სამუშაოზეც ისაუბრა.

"მისი ხელი ეტყობა და ეს მნიშვნელოვანია. ძალიან აგრესიულ და ზეწოლით სათამაშო სტილს ვხედავთ. რა თქმა უნდა, პრემიერ ლიგის რიტმს უნდა შეეჩვიოს და ჩემი აზრით, უკვე ამჩნევს განსხვავებას პრემიერ ლიგასა და გერმანიის ჩემპიონატს შორის.

პრემიერ ლიგის გუნდის გასაწვრთნელად შესაფერი ადამიანია, რადგან ყოველთვის ასეთი სახის ფეხბურთს აჩვენებდა და ვფიქრობ, გულშემატკივარს უნდა უყვარდეთ".


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 იანვარი 2016 21:21
  • სიახლეები: 6958
  • კომენტარები: 8679
კლოპის ხელი დაეტყო გუნდს ხასიათში და არა თამაშში. მინახავს კლოპის მაინცი, მისი დორტმუნდი და ვიცი, რაც შეუძლიათ მის გუნდებს. მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია და თანდათან ჩამოაყალიბებს გუნდს. ჩვენ კი, ჩემი აზრით, ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ზეგ მოვიგოთ. ამის უმთავრესი მიზეზი კი ლივერპულის მდგომარეობა მგონია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Fenix
15 იანვარი 2016 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
RojoDiablo,
კარგი რა რა მდგომარეობა თუ დაცვაზე ამბობ ეგ სტანდარტულების დროს ყლაპავენ და ზეგ კოლკერი გამოასწორებს მაგას თანაც აღარ მგონია ტურე-სახო კიდევ ვიხილოთ ხოლო შეტევაში არ ელოდოთ ბენტეკეს რადგანაც ფორვარდი ტექნიკური ფირმინო იქნება, მატჩის ბედს კონტრიერიშები და ნახევარდაცვა გადაწყვეტს და მგონი თქვენც იცნობთ უკვე ემრე ჰენდერსონის დუეტს love
0
№3
ავტორი: RojoDiablo
15 იანვარი 2016 21:54
  • სიახლეები: 6958
  • კომენტარები: 8679
Fenix,
ემრეს რაც შეეხება, მაგაზე ხვალ გვექნება სტატია და იმედია წაიკითხავ შენც. გეთანხმები, რომ ნახევარდაცვაში გამორჩეული დუეტია, მაგრამ არა ისეთი, რომლის დაჯაბნა და დაჩაგრვა არ შეიძლება. ჩვენს ნახევარდაცვას თქვენი სისწრაფით და ტექნიკით სჯობს, ამას ვაღიარებ, თუმცა მხოლოდ საყრდენ ზონას ვგულისხმობ.

ფირმინო კი ისეთი ვარიანტია, რომელსაც უნდა შეუქმნა. ბენტეკე თუ არ იქნება, მხოლოდ გამიხარდება. ბურთზე ბრძოლა გაგიჭირდებათ და მეორე სართულზე თითქმის არ გექნებათ შანსები. სამაგიეროდ ფირმინოს წინ დაყენება ნახევარდაცვის კრეატულ ზონას შეასუსტებს.

დაცვაში კი, არ ვიცი ვისი იმედი გაქვს - შკრტელი და ლოვრენი ვერ ითამაშებენ როგორც ვიცი და ლუკას ლეივა თუ დააყენა, ვერაფერს გეტყვი. იჯარით აყვანილიც შეიძლება, მაგრამ ასე მალე თუ ანდობს ასეთი დონის თამაშს, ეგეც საეჭვოა. მინოლეზე ხომ ლაპარაკიც არ მინდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: abrama
15 იანვარი 2016 22:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 933
Fenix,
Shansi rom ar gaqvt liverpulelebs shenc xom iciii???
:D

Kokleris imedi rogor unda gqondes ver vzvdebi, tips rame girebulebis gaketeba rom sheedzlos 24 wlis asakshi mtel inglisis gundebs ar shemoivlida QPR-sakutreba ar iqneboda da sauthemptonshi ijaradan ar gamoagdebdnen, amitom uprtxildit beber shreks
0
№5
ავტორი: Fenix
15 იანვარი 2016 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
RojoDiablo,
მცველი 4 გვყავს ტურე, საკო, კოლკერი და ილორი აქედან მხოლოდ ზანგების დუეტის დაყენება არ შეიძლება ილორი სწრაფია კოლკერი სტანდარტებზე კარგი როგორც შეტევაში ისე დაცვაში ამიტომაც შესაძლოა დაცვა ასეთი ვიხილოთ
კოლკერი-საკო(ტურე)
აი ბენტეკე და ლუკასი თამაშს ანელებენ და ეს კლოპს არ მოსწონს ნახევარდაცვა ასეთი უნდა იყოს
ჰენდერსონი-ჩანი-მილნერი(ალენ
0
№6
ავტორი: RojoDiablo
15 იანვარი 2016 23:12
  • სიახლეები: 6958
  • კომენტარები: 8679
Fenix,
მაგაზე კლოპმა იმტვრიოს თავი. ძალიან არ გაგიმართლათ ამ მატჩის წინ და სეზონის ამ ნაწილშიც ხომ საერთოდ, მაგრამ მაგაზეც კლოპმა იმტვრიოს თავი am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Fenix
15 იანვარი 2016 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
RojoDiablo,
სწორედაც რომ კლოპია მთავარი ამ მატჩში და ნახავ როგორ თამაშსაც შემოგთავაზებთ ეგ კაცი თამაშის მერე მოგაკითხავ აქ love am
0
№8
ავტორი: GeorgeBest
16 იანვარი 2016 00:16
  • სიახლეები: 1511
  • კომენტარები: 12132
Fenix,
ზედმეტად აფასებ ლივერპულის ძალებს. მეც გულშემატკივარი ვარ და მეც მჯერა ამ მანჩესტერის გამარჯვებისაც კი ყველგან, მაგრამ რეალურად რომ შეხედო ყველაფერს ძაან ამეტებ. ტრავმირებული სასტავით ვხვდებით თორე აი ჩვენ ნახევარდაცვასთან ეგ ნაქები დუეტი რო ჭიჭვეიშვილია შენც იცი. თუ ფელაინი იდგება მაშინ კიდე ხო. თამაშის მერე დაგიცდი winked

დაცვას უნდა მიხედოს, სმოლინგმა არ ჩააგდოს მთავარია. ბენტეკე თუ ეყოლება სასტავში ძაან გაჭირდება მეორე სართულზე მაგ ცხოველის გაჩერება
0
№9
ავტორი: tornike2002
16 იანვარი 2016 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
აუციილებლად მოვიგებთ
0
№10
ავტორი: abrama
16 იანვარი 2016 10:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 933
tornike2002,
Aa kaci chamoayaluba tavisi shexeduleba ucbat. : D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 მაისი 2019, 18:00
იუნაიტედი0
კარდიფი2
პრემიერ ლიგა
5 მაისი 2019, 17:00
ჰადერსფილდი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
28 აპრილი 2019, 19:30
იუნაიტედი1
ჩელსი1
პრემიერ ლიგა
კარდიფი12 მაისი
ჰადერსფილდი5 მაისი
ჩელსი28 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top