"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო შედეგი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროკლუბების ინდექსის რეიტინგის არსებობის (2007 წლიდან) ისტორიაში თავისი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, ხოლო "ვესტ ჰემმა" საუკეთესო.
რეიტინგულმა სისტემამ – რომელიც გუნდებს ევროპაში საუკეთესოს გამოვლენაში ეხმარება – "ჩაქუჩები" მიმდინარე სეზონში "არსენალის", "ლივერპულის", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებების გამო დააჯილდოვა. "ვესტ ჰემმა" სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი საფეხურით აინაცვლა რეიტინგში.
"იუნაიტედის" დაქვეითება კი გამოწვეულია ისეთ გუნდებთან მარცხით, როგორებიც "ნორვიჩი", "ბორნმუთი" და "სტოკი" არიან. შედეგად, "იუნაიტედი" ამჟამად მე–15 ადგილზე იმყოფება, რაც რეიტინგის არსებობის ისტორიაში უცუდესი შედეგია.
კონკურენტი "მანჩესტერ სიტი" მერვე ადგილზე იმყოფება და ლუი ვან გაალის გუნდს 335 ქულით აჭარბებს – კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ ცუდი წლები განვლეს ინგლისის 20–გზის ჩემპიონებმა.
როგორ იქმნება ევროკლუბების ინდექსი?სისტემის მეთოდოლოგია მარტივია. ყოველ გუნდს შესაბამისი ქულა ეწერება ლიგასა და კონტინენტურ ტურნირზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით, რომლის დროსაც ფასდება ბოლო სამი წლის შედეგი. რეიტინგის დაარსებისას უფრო მაღალი დონის გუნდებმა შედარებით მაღალი სასტარტო პოზიციები მიიღეს, რაც გუნდის კალიბრს შეესაბამებოდა.
იმ შემთხვევაში, როცა წარმატების ალბათობა ნაკლებია (სუსტი გუნდის დაპირისპირება ძლიერთან), იწერება უფრო მეტი სარეიტინგო ქულა, თუმცა მხედველობაშია მიღებული საშინაო მატჩიც.
გუნდები, რომლებიც იმაზე უკეთ ასპარეზობენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო – "ვესტ ჰემის" მაგალითი – იღებენ უფრო მეტ სარეიტინგო ქულებს, ხოლო გუნდები, რომლებიც იმაზე ცუდად ასპარეზობენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რთულად აგროვებენ სარეიტინგო ქულებს.
ევროკლუბების ინდექსის რეიტინგის არასრული სია:წყარო:
skysports