თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2016, 11:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5715,
კომენტარები: 17
"იუნაიტედის" ვარდნა ევროკლუბების რეიტინგში
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო შედეგი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ევროკლუბების ინდექსის რეიტინგის არსებობის (2007 წლიდან) ისტორიაში თავისი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, ხოლო "ვესტ ჰემმა" საუკეთესო.

რეიტინგულმა სისტემამ – რომელიც გუნდებს ევროპაში საუკეთესოს გამოვლენაში ეხმარება – "ჩაქუჩები" მიმდინარე სეზონში "არსენალის", "ლივერპულის", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებების გამო დააჯილდოვა. "ვესტ ჰემმა" სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი საფეხურით აინაცვლა რეიტინგში.

"იუნაიტედის" დაქვეითება კი გამოწვეულია ისეთ გუნდებთან მარცხით, როგორებიც "ნორვიჩი", "ბორნმუთი" და "სტოკი" არიან. შედეგად, "იუნაიტედი" ამჟამად მე–15 ადგილზე იმყოფება, რაც რეიტინგის არსებობის ისტორიაში უცუდესი შედეგია.

კონკურენტი "მანჩესტერ სიტი" მერვე ადგილზე იმყოფება და ლუი ვან გაალის გუნდს 335 ქულით აჭარბებს – კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ ცუდი წლები განვლეს ინგლისის 20–გზის ჩემპიონებმა.

როგორ იქმნება ევროკლუბების ინდექსი?

სისტემის მეთოდოლოგია მარტივია. ყოველ გუნდს შესაბამისი ქულა ეწერება ლიგასა და კონტინენტურ ტურნირზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით, რომლის დროსაც ფასდება ბოლო სამი წლის შედეგი. რეიტინგის დაარსებისას უფრო მაღალი დონის გუნდებმა შედარებით მაღალი სასტარტო პოზიციები მიიღეს, რაც გუნდის კალიბრს შეესაბამებოდა.

იმ შემთხვევაში, როცა წარმატების ალბათობა ნაკლებია (სუსტი გუნდის დაპირისპირება ძლიერთან), იწერება უფრო მეტი სარეიტინგო ქულა, თუმცა მხედველობაშია მიღებული საშინაო მატჩიც.

გუნდები, რომლებიც იმაზე უკეთ ასპარეზობენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო – "ვესტ ჰემის" მაგალითი – იღებენ უფრო მეტ სარეიტინგო ქულებს, ხოლო გუნდები, რომლებიც იმაზე ცუდად ასპარეზობენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რთულად აგროვებენ სარეიტინგო ქულებს.

ევროკლუბების ინდექსის რეიტინგის არასრული სია:

"იუნაიტედის" ვარდნა ევროკლუბების რეიტინგში


წყარო: skysports
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
14 იანვარი 2016 16:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისევ ფერგი როგორ არ გავიხსენო, ეხლანდელ პრემიერ ლიგაში უკვე გაფორმებული ექნებოდა ჩემპიონობა ალბათ

ოთხეულს დადებენ გაჭირვებით, ისიც სხვების ხაჯრზე თორე მოიესმა რო მეშვიდეზე დაასრულა ამაზე კარგი ფეხბურთი იყო ზოგჯერ
0
№12
ავტორი: RojoDiablo
14 იანვარი 2016 18:43
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კიდევ ბევრი რამე დაგვრჩა მისაღწევი და მოვასწრებთ მაგასაც, ალბათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: The Special One
14 იანვარი 2016 20:06
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მომენტი როცა პორტო და ბენფიკა გისწრებს. rage
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№14
ავტორი: ViDa
14 იანვარი 2016 20:10
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ვინმეს უკვირს? ევრო რეიტინგი კი არა, ჯერ შიდა ჩემპიონატში დავიბრუნოთ ადგილი და მერე სხვა რამეზე ვიფიქროთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№15
ავტორი: BiffyClyro
14 იანვარი 2016 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
chester,
au moica shen tu dzma xar erti raebs bazrob tooo....! Ararealurs kiara imena ucnaurobebs bazrob... Ras miagwia vicit magram erti ra sheqmna tooo!!! magari gamagizianebelia shen rasac ambob.... Da aq Guardiolas da Simeones axseneb paxodu Fergiestan ert winadadebashi da imas ambob ro turme Guardiolam sheqmna rame! Fergies pexis prchxilis tolic araperi sheuqmnia upro metic saertod araperi sheuqmnia ubralod daxvewa rac ukve datovebuli iyo! Shen ise gamogdis ro Barcelon da Bayerni titqos Guardiolati daiwyo da eg midgoma aranairad araa swori... Zustadac rom Van Gaalis sapudzvlebze gaagrdzela Guardiolam iq mogvaweoba da sheqmnit tu vinmem rame sheqmna es iyo Van Gaali da modi shen Guardiolas nu miawer yvelapers... An cota sapexburto istorias gadaxede da cota uket gaerkvie gundebshi da egredwodebul "shemqmnelebshi"
0
№16
ავტორი: red devil
15 იანვარი 2016 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კიდე კაი ადგილზე ვართ
0
№17
ავტორი: chester
15 იანვარი 2016 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
BiffyClyro,
mag yvelaperze ar gipasuxeb ubralod sasaciloaa vinme ambobdes ro vangaalma datova rameo ki datova axalgazrdebi magram arastabiloba ro miitana yvelgan magitomac gaabunzules... :d mokled ra kai zmao :d
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top