თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2016, 08:22
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2185,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის კომენტარი ფრედ დასრულებული მატჩის შემდგომ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"სენტ ჯეიმს პარკზე" შეკრებილი მაყურებელი ნამდვილი თრილერის მომსწრე გახდა, გუნდებმა 6 გოლი გაიტანეს და ერთმანეთს საყაიმო ანგარიშით, 3-3 დაშორდნენ - შედეგი განიავებულად მიიჩნია "იუნაიტედის" თავკაცმა ლუი ვან გაალმა, რომლის აზრითაც, მის გუნდს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოეგო.

შედეგის ანალიზი

"მოგება ხელიდან გავუშვით. მატჩი უნდა დაასრულო, როდესაც ამის შესაძლებლობა გეძლევა. არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც, ჩემი აზრით, ბურთისთვის ბრძოლა უფრო იყო - ვიდეო განმეორება ვნახე, მიტროვიჩი უფრო აქტიურობდა, მას სმოლინგის თავი ეჭირა. როდესაც ორივე ფეხბურთელი მსგავს საქციელს სჩადის, ძნელია, გადაწყვიტო ვინ არღვევს თამაშის წესებს. თუმცა მსაჯს არ წაუგია თამაში, ჩვენი ბრალია რაც მოხდა."

"იუნაიტედის" სასარგებლოდ დანიშნულ პენალტზე

"როდესაც გინდა, რომ ფელაინის თავური ხელით დაბლოკო... ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ამბობენ, ბურთმა იპოვა ხელი. პირიქით, ხელმა იპოვა ბურთი და სწორედ ამიტომ ფელაინიმ ვერ შეძლო კარში დარტყმა. არ ვფიქრობ, რომ ეს ეპიზოდი სადავოა, თუმცა კარგით, ამ მსოფლიოში ყველაფერი ხდება."

უფრო მეტი თამაშის შესახებ

"არ გაგვიმართლა და ამას მაშინ მიხვდები, როდესაც ჩვენს კართან დანიშნულ თერთმეტმეტრიანსა და მესამე გოლს ნახავ. პოლ დამეტის დარტყმული ისე მიფრინავდა, რომ იგი აუცილებლად დე ხეას ხელებში აღმოჩნდებოდა, თუმცა გზაში სმოლინგს მოხვდა და კარის ბადეში გაეხვა. ეს უიღბლობაა. თუმცა მანამდე პრესინგის ნაცვლად უკან დავიხიეთ, სწორედ ამის ბრალია რაც მოხდა."

შეასრულეს თუ არა მოთამაშეებმა დაკისრებული ამოცანები?

"მათ მომენტები უნდა გამოიყენონ, თუმცა ეს ყოველთვის რთულია. რუნის გატანის შანსი პირველ ტაიმში კიდევ ჰქონდა. ვფიქრობ, შეგვეძლო 6 გოლი გაგვეტანა ამ შეხვედრაში, თუმცა ვერ მოვახერხეთ და ამის ფონზე, როდესაც 2 ქულას კარგავ, ძალიან საწყენია. ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია- არც მსაჯის, არც მოწინააღმდეგის."

შემდეგი მეტოქე - "ლივერპული"

"ეს უდიდესი მატჩია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" და ასევე "ლივერპულისთვისაც". ჯერ კიდევ დღევანდელ მატჩზე ვფიქრობ, რაც სულაც არ არის ბედნიერი დასასრული."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
13 იანვარი 2016 09:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
მოხვედი აზრზე? გუშინ სკამიდანაც წამოხტა ერთ მომენტში და მითითებაც გაუკეთა ფეხბურთელებს. კარგი შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ იმის ფონზე რომ ნიუკასლს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და თამაში გახსნა. მე მგონი ვან გაალს მოვარჯულებთ ნელნელა. სმოლინგს არაფერში ვადანაშაულებ ერთ თამაშს ყველა ფეხბურთელი აგდებს მითუმეტეს ამდენი ხანი უშეცდომოდ თამაშობს კაცი და გუშინ უბრალოდ არ გაუმართლა. ლინგარდის იმედი არ შეიძლება გქონდეს და მემფისისნაირი ნაგლი გვინდა მარჯვენა ფლანგზე შემოდის და ეგრევე მომენტები იქმნება! და წინ მარტიალი-რუნი! სასწრაფოდ საყიდელია მარჯვენა ვინგერი და მცვეეეეეეეეეეეელი! ბლინდის ცენტრალური მცველობა არ გაიშვას! პოზიციურად მაგარია მაგრამ თავზე ყველა ჯობნის! და კიდევ ერთი ფელაინისნაირი უსარგებლო ფეხბურთელი კაი ხანია არ მინახავს. ტიპს ერთადერთი პლუსი ის აქვს რომ თავით უნდა ითამაშოს მაგრამ იმდენად დებილი და გონებასუსტია რომ ვერასოდეს ვერ არჩევს სწორ პოზიციას საერთოდ არ უმუშავებს ტვინი მოედანზე წინ პასს თუ აკეთებს იმდენად ნელს და სუსტს რომ სანამ მიიღებს ფეხბურთელი შეტევა ნელდება. აი ძააან დაბალი კლასია!!!!!!!!! საშუალო დონეც არ არის...აი ხორვატიის ,ზაგრების დონეა ან ალბანეთის! 2 მეტრში ძლივს აკეთებს პასს!! პროსტო სირცხვილია!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: dachi_mu
13 იანვარი 2016 09:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
გუშინ იყო ძმაო ნიუკასლი ვს რუნი :)
0
№3
ავტორი: RojoDiablo
13 იანვარი 2016 09:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, უფრო სწორად, კარგი მატჩი იყო მთლიანობაში. სმოლინგს კი ასეთი საშინელი შეხვედრა კრისტალ პალასის მერე არ ჰქონია. მეც ვეთანხმები, რომ არ გაგვიმართლა. სულელური პენალტი აიკიდა კრისმა სრულიად არასაჭირო სიტუაციაში და გავუშვით გოლი ისევ იღბლობის გამო. გული ყველას გვწყდება, რომ ამდენი მომენტი გვქონდა და მაინც ვერ მოვიგეთ, მაგრამ სათამაშო ხარისხს რაც შეეხება, თვალები აღარ დაგვითხრია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 იანვარი 2016 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე ვამბობდი წინაზე, რომ სმოლინგმა მოუკლოთქო და აჰა, აგერ შედეგიც ვნახეთ. ვერ იყო ბოლო მატჩებში ისეთი დამაჯერებლი, როგორც წინა თამაშებში და საბოლოოდ დაუშვა კიდევაც მიუტევებელი შეცდომები, თუმცა მარტო სმოლინგის ბრალი არაა ეს ფრე. ფელაინს და ლინგარდს იმ ორი ეპიზოდიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა გაეტანათ და თამაშიც დამთავრდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა ესეთი ფრე სჯობია იმ "სვარკა" თამაშით მოგებულ ერთით-ნულს. ნუ რუნის თამაში ცალკე გამოსაყოფია რა თქმა უნდა, მაგრამ ვან გაალის რეაქციებიც აღსანიშნავია ჩემი აზრით. აშკარად ნერვიულობდა და იქნებ ამ ნერვიულობამ ცოტა აზრზე მოიყვანოს wink
0
№5
ავტორი: Giggsy
13 იანვარი 2016 10:45
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
ამას ცოლმა მისცა თუ როგორ მოვიდა აზრზე კიდევ ვერ ვხვდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№6
ავტორი: Count Alucard
13 იანვარი 2016 14:23
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ენფილდზე თუ მოვიგეთ, არაუშავს ასატანი იქნება ეს ფრე. იმდენად კარგი თამაში იყო არც ვარ ზედმეტად იმედგაცრუებული, ძლივს ვისიამოვნე ფეხბურთის ყურებით...
0
№7
ავტორი: Best 7
13 იანვარი 2016 15:11
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვან გაალმა უ ეგრე გააგრძელა თამაში შეიძLება აზრიც შევიცვალო მასზე, ბევრი მომენტი გავანიავეთ ფეხბურთელების სინელის გამო სიჩქარე აკლიათ იმუშავონ ამაზე და ყველაფერი ხუთიანზე იქნება
0
№8
ავტორი: GeorgeBest
13 იანვარი 2016 15:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინდელ მატჩს ვან გაალს ვერ შევტენით. პირველ რიგში სმოლინგმა რომ ჩააგდო მატჩი მაგიტომ იყო დაცვა ესეტ დღეში, შეტევა კი ვითამაშეთ მაგრამ მომენტების გამოყენება უნდა იცოდნენ. ფელაინი შარშან კარგი იყო საჯარიმოში მარა წელს საერთოდ დაიაკრგა. მერამდენე მატჩია ეგეთ მომენტს უშვებს ხელიდან. ლინგარდი ცალკე თემაა. სწრაფია და ფლანგიდან ამწვავებს მაინც სხვებთან შედარებით მაგრამ ვერ ასრულებს. გააქვს მომენტებში კარგი და ლამაზი გოლები, მაგრამ უარესებსაც აფუჭებს
0
№9
ავტორი: unaited-2005
13 იანვარი 2016 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
გუჰინ ვან გაალი შემეცოდა ყველაზე მეტად ტიპი რა დგეში იყოოო:D:D ბასტი და კარიკიც დაეტყო ნახევარდაცვას და დაცვამაც ხოო ჩააგდოოო და ჩააგდოოო 3d_3
0
№10
ავტორი: chester
13 იანვარი 2016 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
Dacvas shaw unda da erti blindis shemcvleli stounsi da kai dacva iqneba centrshi gindogani shneiderlini mata agvashenebda tavdasxma depay marcial januzay.. Da skamze bastiani da runi ro geyoleboda ai mashin xhar man utd
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top