თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2016, 08:22
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2186,
კომენტარები: 12
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის კომენტარი ფრედ დასრულებული მატჩის შემდგომ.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
"სენტ ჯეიმს პარკზე" შეკრებილი მაყურებელი ნამდვილი თრილერის მომსწრე გახდა, გუნდებმა 6 გოლი გაიტანეს და ერთმანეთს საყაიმო ანგარიშით, 3-3 დაშორდნენ - შედეგი განიავებულად მიიჩნია "იუნაიტედის" თავკაცმა ლუი ვან გაალმა, რომლის აზრითაც, მის გუნდს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოეგო.

შედეგის ანალიზი

"მოგება ხელიდან გავუშვით. მატჩი უნდა დაასრულო, როდესაც ამის შესაძლებლობა გეძლევა. არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც, ჩემი აზრით, ბურთისთვის ბრძოლა უფრო იყო - ვიდეო განმეორება ვნახე, მიტროვიჩი უფრო აქტიურობდა, მას სმოლინგის თავი ეჭირა. როდესაც ორივე ფეხბურთელი მსგავს საქციელს სჩადის, ძნელია, გადაწყვიტო ვინ არღვევს თამაშის წესებს. თუმცა მსაჯს არ წაუგია თამაში, ჩვენი ბრალია რაც მოხდა."

"იუნაიტედის" სასარგებლოდ დანიშნულ პენალტზე

"როდესაც გინდა, რომ ფელაინის თავური ხელით დაბლოკო... ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ამბობენ, ბურთმა იპოვა ხელი. პირიქით, ხელმა იპოვა ბურთი და სწორედ ამიტომ ფელაინიმ ვერ შეძლო კარში დარტყმა. არ ვფიქრობ, რომ ეს ეპიზოდი სადავოა, თუმცა კარგით, ამ მსოფლიოში ყველაფერი ხდება."

უფრო მეტი თამაშის შესახებ

"არ გაგვიმართლა და ამას მაშინ მიხვდები, როდესაც ჩვენს კართან დანიშნულ თერთმეტმეტრიანსა და მესამე გოლს ნახავ. პოლ დამეტის დარტყმული ისე მიფრინავდა, რომ იგი აუცილებლად დე ხეას ხელებში აღმოჩნდებოდა, თუმცა გზაში სმოლინგს მოხვდა და კარის ბადეში გაეხვა. ეს უიღბლობაა. თუმცა მანამდე პრესინგის ნაცვლად უკან დავიხიეთ, სწორედ ამის ბრალია რაც მოხდა."

შეასრულეს თუ არა მოთამაშეებმა დაკისრებული ამოცანები?

"მათ მომენტები უნდა გამოიყენონ, თუმცა ეს ყოველთვის რთულია. რუნის გატანის შანსი პირველ ტაიმში კიდევ ჰქონდა. ვფიქრობ, შეგვეძლო 6 გოლი გაგვეტანა ამ შეხვედრაში, თუმცა ვერ მოვახერხეთ და ამის ფონზე, როდესაც 2 ქულას კარგავ, ძალიან საწყენია. ყველამ იცის, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია- არც მსაჯის, არც მოწინააღმდეგის."

შემდეგი მეტოქე - "ლივერპული"

"ეს უდიდესი მატჩია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" და ასევე "ლივერპულისთვისაც". ჯერ კიდევ დღევანდელ მატჩზე ვფიქრობ, რაც სულაც არ არის ბედნიერი დასასრული."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: love united
13 იანვარი 2016 21:32
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს სულ ერთიდაიგივეს რატო ამბობს

ძაან მეცოდება, იმენა ბილეთიანი ცენზურაა.
0
№12
ავტორი: RedGirl
14 იანვარი 2016 02:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Dzvlivs ragacahi vetanxmebi.

Saero jamshi cudad ar gvitamashia, prosta felaini xea, smallings matchi chauvarfa da runimac da lingardmac ver gamoiyenes momentebi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top