თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2016, 15:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2426,
კომენტარები: 11
პერეირა: "მატჩის რიტმი მჭირდება"
ანდრეას პერეირას თამაში სურს.
პერეირა:
ანდრეას პერეირას იმედი აქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" 21-წლამდელთა გუნდში გატანილი ორი გოლი ასოციაციის თასზე პირველი გუნდის რიგებში თამაშის საშუალებას მისცემს.

20 წლის ფეხბურთელმა "ტოტენჰემს" კუთხურიდან გაუტანა გოლი, მოგვიანებით კი დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

"ვფიქრობ, მატჩის რიტმი მჭირდება, ამიტომ კარგი იყო 21-წლამდელთა გუნდში თამაში. აქ თამაში სასარგებლოა, იმედი მაქვს, უფრო მეტ დროს მივიღებ.

პირველი გუნდის დონე უფრო მაღალია, რა თქმა უნდა, მაგრამ ორივე მაღალი ინტენსიურობით გამოირჩევა. იმედი მაქვს, მწვრთნელს დავუმტკიცებ ჩემი თამაშითა და გოლებით, რომ შაბათს უნდა ვითამაშო. 2015 წელი დიდებული გამოდგა ჩემთვის და იმედი მაქვს, ეს წელი უკეთესი იქნება",
- განაცხადა პერეირამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
6 იანვარი 2016 15:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ისე, ფეხბურთელებიც რო ფილოსოფიურად ლაპარაკობენ უკვე, როგორ დაეტყოთ ლუის ხელი
0
№2
ავტორი: GeorgeBest
6 იანვარი 2016 15:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან ნიჭიერია და თავის დროზე უნდა მიეცეს შანსი რომ განვითარდეს. ისეთი მდგომარეობაა რომ ნებისმიერ გუნდთან მაგრად უჭირთ თამაში და ვერ რისკავენ ახალაგზრდების დაყენებას, თუ შემოდის ბოლოსკენ ან მაშინ როცა ყველაზე ცუდი სიტუაციაა და ხალხი არაა. მანდ ვერაფერს იზამს
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 იანვარი 2016 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია შეფილდთან მიეცემა შანსი და გოლსაც გაიტანს. ისეთი კუთხური ჩასვა ახალგაზრდებში, რო ეგეთი ჯარიმა პირველი გუნდის ბევრ ფეხბურთელს არ დაესიზმრება.
0
№4
ავტორი: Mufc7
6 იანვარი 2016 16:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საოცარი გოლი გამოუვიდა, სასწაული იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: vincent
6 იანვარი 2016 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ეს ათამაშონ თორემ,პოგბას შემთხვევა განმეორდება. ძალიან ნიჭიერია და უნდა მიეცეს დრო.
0
№6
ავტორი: rene harrison_
6 იანვარი 2016 18:20
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
რა პოგბას შემთხვევა :D :D ლიგაზე ბურთს ვერ იღებდა ნორმალურად და მაგის ასაკში ხალხი მანჩესტერში ხალხი დაფრინავდა. ამას კიდევ იანგი ვერ ამოუგდია. მაქსისმუმ ევერტონის დონის გუნდში გაქაჩოს პიკზე

ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს მე რაც დავწერე იქიდან გამომდინარე თამაშთან დაკავშირებით
0
№7
ავტორი: Best 7
6 იანვარი 2016 18:47
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
rene harrison_,
ახალგაზრდაა ფა ჯერ სტაბილურობას ვერმოთხოვ ნიჭიერი პერსპექტივა აქვს მთავრია ახლა მხარი დავუჭიროთ
0
№8
ავტორი: rene harrison_
6 იანვარი 2016 20:03
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
Best 7, რა თქმა უნდა ის არის ახალგაზრდა, მაგრამ ხალხს ისეთი წარმოდგენა აქვს, თითქოს ძალიან მაღალი დონის ვარსკვლავი იზრდებოდეს.
უკვე 20 წლისაა და მოეთხოვება მას ამ მანჩესტერში თავის დამკვიდრება, რადგან ეს გუნდი არის ძალიან დასუსტებული იმასთან შედარებით რასაც ჩვენ ვითხოვთ კლუბისგან და პერეირასგან, რომელსაც გულშემატკივრების უმეტესობა მომავალში დიდ ვარსკვლავად ხედავს. ამ ასაკში და ამ იუნაიტედში თუ ვერ ამოაგდე დოყლაპია იანგი, რომელ მსოფლიო ვარსკვლვლავობაზე არის საუბარი? მითუმეტეს, დრო გადის და მას ასაკიც მოემატება და ამ შემადგენლობაში რომ ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც ამომავალი ვარსკვლავობა მოითხოვს, მერე ვან გაალს დაბრალდება და ან ვინმე სხვას. ახალგაზრდის და იმის კვალობაზე თუ სადაცაა ის , მას თუნდაც ამ სეზონში საკმარისზე მეტი შანსი მიეცა და ვერ გამოიყყენა იმისთვის, რომ მისი მომავალი მსოფლიო ვარსკვლავობა დაეჯერებინა გულშემატკივარს. არ ვიძახი, რომ ის გაიზრდება დაბალი დონის ფეხბურთელი, მაგრამ რაც მასზე დადის მოსაზრებები, ეს ზედმეტია ჩემი აზრით
0
№9
ავტორი: chester
8 იანვარი 2016 02:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 85
Es perene harrison_,
shen rogor fiqrob roca stabiluroba gundshi araa.. Mcvelebi dacvas ar gavs da dabneulia naxevar mcvelebi uares dgeshia tavdasxma ar varga da vigac anatebs am dros imas araaqvs momavali.. Gaushvi depay bavariashi da naxav reebs izams pogba amaze kai iyo ?? Mtavari potencialia tore ronaldo verc urtyamda arc zan swrapi iyo arc didi teqnika ubralod tavisi ubralo mozraobebi hqonda amas etyoba ro upro kai centri an atiania ubralod shansis girsia
0
№10
ავტორი: RojoDiablo
8 იანვარი 2016 11:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ლინგარდს აძლევს შანსს და ამან რა დაუშვა, ცოტა გაუგებარია ჩემთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top