თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2016, 16:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 6392,
კომენტარები: 11
"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
წლის პირველი გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი.
განლაგება

აშკარა აუთსაიდერთან საშინაო მატჩში ვან გაალმა 3–5–2 სქემა აირჩია. რუნი და მატა ხიფათს ცენტრიდან ქმნიდნენ, ფლანგებიდან კი იანგი და მარსიალი უჭერდნენ მხარს. შვაინშტაიგერი და ერერა ასევე შემტევ ხაზში შედიოდნენ. ამგვარად, დაცვით ფუნქციებზე პასუხისგება ბლინდი–სმოლინგი–ჯონსის სამეულსა და შნეიდერლინს დაევალათ, რომელთაგან უკანასკნელი ბოლო ხაზის რომელიმე ფეხბურთელს ცვლიდა, თუკი შეტევაში მიდიოდნენ.

"სუონსი" პირველი წუთებიდან "დაიმონდი" სქემით გამოვიდა, ორხაზად იცავდა თავს, რომელთაგან პირველს კი–ბრიტონი–კორკი წარმოადგენდნენ, ხოლო მეორეს- მცველების ოთხეული. სიგურდსონზე, რაუტლიჯსა და აიუზე კონტრშეტევაზე პასუხისმგებლობა იყო დაფუძნებული.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


პირველ ტაიმში ერთი პოტენციური სახიფათო მომენტის გარდა, რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდებით, "იუნაიტედის" დაცვის ხაზმა დავალებას რიცხობრივი უმცირესობის ფონზეც კი გაართვა თავი.

დარმიანის შეცვლა -> ჯონსი


შესვენებაზე ჯონსი შეცვალეს და მის პოზიციაზე (მარჯვენა ფლანგი) მატეო დარმიანი შემოვიდა. მატჩის მოცემულ ეტაპზე ამას გავლენა არ მოუხდენია, რადგან მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი "იუნაიტედის" შეტევებში გავიდა, რასაც 47–ე წუთზე გატანილი გოლი და რამდენიმე სახიფათო მომენტი მოჰყვა.

ბეროუს შეცვლა -> ბრიტონი


62–ე წუთზე "სუონსის" მხრიდან გადამწყვეტი ცვლილება განხორციელდა. საყრდენი ნახევარმცველი ბრიტონი ფლანგის შემტევმა ფეხბურთელმა ბეროუმ შეცვალა.

"გედების" სქემა უფრო შემტევ სტილზე გადავიდა – 4-2-3-1.

კიმ და კორკმა საყრდენ ზონაში დაიკავეს ადგილი, ბეროუ შემტევ სამეულს შეუერთდა.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ჩვენს მწვრთნელს 4 მცველზე გადასვლა აიძულა. დარმიანმა ფლანგი შეიცვალა, იანგმა კი დაცვაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიხია.

ბევრმა შეამჩნია, რომ ტრანსლაციამ გვაჩვენა იშვიათი მომენტი, როცა ვან გაალი ვინმეს უყვირის. ეს მოხდა სწორედ ცვლილების მომენტში და გუნდის გადაწყობის დროს. როგორც ჩანს, რომელიღაც ფეხბურთელი ვერ მიხვდა, რომელი პოზიცია უნდა დაეკავა.

აი ეს მომენტი:



***


უნდა ვაღიაროთ, ალან კერტისმა თავისას მიაღწია. ბეროუ დარმიანსა და ბლინდს დისკომფორტს უქმნიდა დაცვის მარცხენა ფლანგზე.

ჯერ აიუმ გაარტყა ძელს ბლინდის შეცდომის შემდეგ:



შემდეგ "სუონსიმ" ანგარიში გაათანაბრა. ბეროუს საგოლე გადაცემა და სიგურდსონის წარმატებული დარტყმა:



რუნის გოლი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 7 წუთის შემდეგ კვლავ დაწინაურდა. მარსიალი–რუნის ჯაჭვური გოლის ნახვა დაუსრულებლად შეიძლება:



მეორე გოლის შემდეგ მეორე იძულებითი ცვლილება განხორციელდა. დაღლილი იანგის ნაცვლად, რომელსაც ტრავმაც აღმოაჩნდა, პედი მაკნეირი შემოვიდა.

დაცვამ ბოლოჯერ იცვალა სახე:

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა

დარმიანი ფლანგს იცვლის, ბლინდი და სმოლინგი პოზიციას მეორე ტაიმში მესამედ.


შესაძლოა, მატეო დედამიწაზე ყველაზე სრულყოფილი მცველი არ არის, ბლინდიც უშვებდა შეცდომებს, მაგრამ იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ფეხბურთელები ტრავმებთან დაკავშირებული სიტუაციის შემდეგ იმყოფებიან, გვერდიდანაც შეხედავ: ამ ფეხბურთელების უნივერსალურობა - მათი ჯილდო და სასჯელია. ამით გუნდს საშუალება ეძლევა ტაქტიკურად რბილი იყოს, მაგრამ თამაშის ხარისხზე მაინც ისახება.

***


"სუონსის" დანარჩენი ორი ცვლილება პოზიციური, შეტევის ხაზის გაძლიერებისკენ მიმართული იყო. მაიკლ კერიკი კი მოედანზე დროის გასაყვანად გამოჩნდა.

მაიკლისთვის ეს მე-400 მატჩი იყო. აღსანიშნავია, რომ ბურთს არც კი შეხებია.

შეცდომები

უკვე აღწერილი შეცდომებს გარდა, "იუნაიტედის" თამაშის რამდენიმე განსაკუთრებულობაზე მინდა შევჩერდე, რომელსაც უფრო სერიოზულ მეტოქესთან დიდი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.

გუნდი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმას აჩვენებს, მაღალ პრესინგს თამაშობს, მაგრამ ამას დაცვაში პრობლემები მოსდევს.

დეილი ბლინდი აქტიურად ერთვება მოწინააღმდეგეზე ზეწოლაში მოედნის ნახევარზევე, თუმცა ნახეთ, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს:



ბლინდის დამზღვევი შნეიდერლინი უშანსოდ მარცხდება "სუონსის" შემტევთან სირბილში. და ბურთის მფლობელ ფეხბურთელს პასი მოძრაობაში რომ გაეკეთებინა, დე ხეას კიდევ ერთ სეივს ვიხილავდით.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


***


ანალოგიური რამ მოხდა მეორე ტაიმში. ბლინდი პრესინგში ერთვება, რომელიც წარუმატებლად სრულდება. დარმიანს ბლინდის დაზღვევა მოუხდა.



***


გატანილ გოლს თუ დავუბრუნდებით, კვლავ უნდა აღინიშნოს მორგანის შეცდომა.

საჯარიმოში მაღალი ბურთებისთვის ბრძოლა მატას საქმე არ არის. ამ სიტუაციაში დარმიანს უკვე ბლინდი აზღვევს და მორგანი დაცვას საჯარიმოს ცენტრში უნდა დახმარებოდა, სადაც "გედების" სამი ფეხბურთელი იმყოფებოდა. სხვათაშორის, აქ იანგიც, რომელიც უკვე მცველია, ბოძივით დგას. სუსტი დაცვა.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


პირველ ტაიმში გუნდი უფრო ერთიანს ჰგავდა, ყოველ შემთხვევაში, დაცვაში მაინც, მაგრამ შეშფოთების საბაბს მაინც იძლეოდა, თუმცა ამაში სტუმრების დამსახურებაც არ არის ცოტა, თუ არ ვიტყვით რომ დიდია.



ჯამში, "იუნაიტედმა" კარგი მატჩი ჩაატარა, თუნდაც აუთსაიდერი მეტოქის წინააღმდეგ. თუ სტატისტიკურ მაჩვენებლებს შევადარებთ "არსენალთან", რომელიც თავის მატჩს "ნიუკასლთან" ატარებდა, "იუნაიტედი" ჩემპიონატის ლიდერზე ცუდად არ გამოიყურებოდა.

ციფრებში:

წინ პასები: "არსენალი" - 201 წარმატებული 250-დან. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 261-დან 199
მოწინააღმდეგის ნახევარზე გაკეთებული პასები: "არსენალი: - 148-დან 115. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 287-დან 148.
კარისკენ დარტყმები: "არსენალი" - 16. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 19.
კარში დარტყმები: "არსენალი" - 3. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 6.
შექმნილი შანსები: "არსენალი" - 14. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 13.
გოლები: "არსენალი" - 1. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 2.

მაგრამ თუ თვით მატჩებს შევხედავთ, "იუნაიტედის" პრობლემა იჩენს თავს, რომელიც კარგად ჩანს მოწინააღმდეგის ნახევარზე გაკეთებულ პასებში:

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


"მანჩესტერ იუნაიტედის" პასების რუკაზე (მარჯვნივ) ჩანს, რამდენად ცოტა გადაცემა კეთდება საჯარიმოს შიგნით. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადრესატი არ არის.

დააკვირდით "იუნაიტედის" ერთ-ერთ შეტევას მატჩის დასაწყისში. რუნი ბურთით კარისგან მოშორების იმყოფება. ვერავის გაუკეთებს პასს იმ ზონაში, რომელიც რუნიმ დატოვა. შეტევა გმირულად კვდება.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


სხვა პრობლემა - ბოლო ზუსტი პასი.

კიდევ ერთი მომენტი მატჩის მიწურულს. რუნი თავის პირდაპირ მოვალეობას ასრულებს და შეტევაში იხსნება. საჭიროა შვაინშტაიგერის გამჭოლი პასი, ნაცვლად ამისა ბურთი გადააქვს ფლანგზე, რაც ტემპს კარგავს.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ასეთი მომენტები მოწინააღმდეგის სისუსტესა თუ ძალაზე არ არის დამოკიდებული, ეს თვით გუნდის პრობლემაა. რუნიმ უფრო იშვიათად უნდა მოახდინოს შეტევის ორგანიზება სიღრმიდან, მისი პარტნიორები კი უფრო ზუსტები უნდა იყვნენ ბოლო პასის დროს. ჯერჯერობით გოლები იანგის გაუთავებელი გოლებისა და მარსიალის ბრწყინვალე ტექნიკის ხარჯზე გაგვაქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუნი-მარსიალის კავშირი კონკრეტულად ამ მატჩში კარგი იყო.

ბოლოს კი აღვნიშნავ, რომ ორივე საგოლე პასის წინა გადაცემა შვაინშტაიგერმა შეასრულა.

p.s.: კომენტარებში, ალბათ, კითხვას დასვამთ მსაჯის მოქმედებების შესახებ და ორი დაუდებელი პენალტის შესახებაც. უნდა აღვნიშნო, რომ მატჩის შემდეგ არცერთი ეპიზოდის შესახებ არ გაკეთებულა კომენტარი არც "სუონსის" მწვრთნელის მიერ, არც პრესაში, არც BBC-ს სატელევიზიო განხილვებში. "გედების" ფეხბურთელებსაც კი არ გაუპროტესტებიათ განსაკუთრებულად სიმულაციისთვის მიცემული ყვითელი ბარათი, ხელით თამაშზე მათი რეაქცია კი ჩვეულებრივობის საზღვრებს არ გასცდენია.

არ ვთვლი საჭიროდ ამ ეპიზოდების განხილვას, მით უმეტეს, რომ "ჩელსისთან" მატჩში უფრო ნათელი დარღვევებიც იყო.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 იანვარი 2016 16:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ბლინდის ბრალი არ არის, რომ ასე თამაშობს. ვან გაალის დავალებაა და რასაც ეუბნება, იმას აკეთებს. ბურთის დაკარგვის დროს პრესინგზე თამაში აუცილებელია, ბაიერნის და ბარსას სტილში თუ რამე მომწონს, სწორედ ეგ არის. როგორც კი კარგავენ, მაშინვე იწყებენ ართმევაზე თამაშს. ერთი საყრდენი კი ამას მარტო ვერ გააკეთებს. ერთი იმიტომ, რომ ბასტი წინ მიდის ხოლმე და აღარ ითვლება საყრდენად. ბლინდიც სწორედ მორგანს ეხმარებოდა.

სუონსის ფეხბურთელებს კი ცოტათი სიმტკიცემ უმტყუნათ, თორემ ადრევე გაგვითანაბრედნენ ანგარიშს, ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტ შეტევას მაინც გააკეთებდნენ. ძალიან კარგად ითამაშა ამ გუნდმა ორივე მანჩესტერულ გუნდთან და არც ერთთან არ იმსახურებდა წაგებას.

ჩვენი კარგი თამაში კი ისევ საშინაო არენის დამსახურება იყო. 10 დღეში ნიუკასლი ძალიან რთულ თამაშს შემოგვთავაზებს და იქაც თუ კარგად ითამაშებენ, მერე შეიძლება პროგრესზე და ვითარების გამოსწორებაზე ლაპარაკი. ლივერპულის წინ კარგი განწყობა აუცილებლად გვჭირდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
4 იანვარი 2016 16:24
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მსაჯის შეცდომების გარჩევას ჯობია თამაშს მიხედონ. კარგია როცა მოთამაშეები იძლევიან საშუალებას რამდენიმე პოზიციაზე თამაშისას მაგრამ დაცვის სამჯერ გადაწყობა თამაშში რამდენად კარგია საკითხავია

ბლინდი თავზე ტუ იბრძვის ყველასთან უშანსოდაა, ყველა ბრძოლას აგებს. პრესინგის დროს უფრო სასარგებლოა წინ აწეული, ან თუ თავის საფირმო გადაცემებს იყენებს
0
№3
ავტორი: Count Alucard
4 იანვარი 2016 16:47
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ზუსტად ეს ბოლო პასის პრობლემა არის მოსახსნელი, უკვე იმ მომენტში როდესაც გამჭოლი გადაცემა უნდა გაკეთდეს და შემტვი გავიდეს 1-1ზე ან კარგ პოზიციაზე პასი გვერდით კეთდება და არა წინ... ყოველთვის ფლანგზე გადააქვთ ბურთი, ამით ტემპს აგდებენ და მოწინააღდეგეს თავდაცვის ორგანიზების შანსს აძლევენ, ეს არის ზუსტად იმ მკვლელი ინსტინქტის არქონა, რაც ფერგიმ ჩაუნერგა ფეხბურთელებს... ჯობია ცადო და არ გამოვიდეს ვიდრე საერთოდ არ ცადო...
0
№4
ავტორი: AkkRed
4 იანვარი 2016 16:56
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბოლო პასი areyoukiddingme
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 იანვარი 2016 17:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
თამაშისთვის არ მიყურებია და არვიცი ვინ როგორ ითამაშა.

ისე კი საინტერესო იყო ამ განხილვის წაკითხვა.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
4 იანვარი 2016 18:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Count Alucard,
მატა და ბლინდი არიან გამონაკლისები, ვინც მაგას არ აკეთებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: JuanMata
4 იანვარი 2016 19:16
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დაცვაში ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ერთი თავის პოზიციაზე არ თამაშობს და ერთ ტაიმში სამჯერ ეწყობა დაცვა, ესეც მაქსიმუმია რაც გააკეთეს, დარმიანი-იანგის ფლანგების შეცვლას ვერ ვამუღამებ.

ბოლო პასი ნამდვილად პრობლემაა, ოღონდ ვერ ვხვდები მწვრთნელის დავალებაა არ გარისკონ და ბურთი შეინარჩუნონ?

იდეაში ბურთის ფლობით აბნევ დაცვას და როგორც კი შეცდომას უშვებს, ამწვავებ თამაშს პასით საჯარიმოში, მაგრამ მანჩესტერი ასე არ აკეთებს, რა აზრი აქვს ბურთის ტარებას აქეთ-იქეთ თუ გამოთავისუფლებული ადგილები არ გამოიყენე.
0
№8
ავტორი: Bilal
5 იანვარი 2016 02:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
Memphiss Shansi Unda Misces Van Gaalma
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 იანვარი 2016 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი განხილვა იყო ნამდვილად და მე ყველაზე მეტად რაც დავინახე და რაც დიდი ხანია უკვე პრობლემაა, ეს არის ბოლო პასი და მოწინააღმდეგის საჯარიმოში ძალიან ცოტა გადაცემა. როგორც ეხლა კორენევმა აღნიშნა გოლი ან ჩაწოდებით გადის, ან მარსიალმა უნდ მოატყუოს ორი-სამი ფეხბურთელი, თორე სხვანაირად ძალიან გვიჭირს და ეს ჩემი აზრით დიდი პრობლემაა. დაცვაშიც იყო შეცდომები რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ბლინდი არ უშვებდა შეცდომებს, ჯონსი საერთოდ სად იყო და რას აკეთებდა მე პირადად ვერ გავიგე.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
5 იანვარი 2016 10:52
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Bilal,
მაგის მეტს რა შვრება, მაგრამ ვერ იყენებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top