თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2016, 16:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 6401,
კომენტარები: 11
"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
წლის პირველი გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი.
განლაგება

აშკარა აუთსაიდერთან საშინაო მატჩში ვან გაალმა 3–5–2 სქემა აირჩია. რუნი და მატა ხიფათს ცენტრიდან ქმნიდნენ, ფლანგებიდან კი იანგი და მარსიალი უჭერდნენ მხარს. შვაინშტაიგერი და ერერა ასევე შემტევ ხაზში შედიოდნენ. ამგვარად, დაცვით ფუნქციებზე პასუხისგება ბლინდი–სმოლინგი–ჯონსის სამეულსა და შნეიდერლინს დაევალათ, რომელთაგან უკანასკნელი ბოლო ხაზის რომელიმე ფეხბურთელს ცვლიდა, თუკი შეტევაში მიდიოდნენ.

"სუონსი" პირველი წუთებიდან "დაიმონდი" სქემით გამოვიდა, ორხაზად იცავდა თავს, რომელთაგან პირველს კი–ბრიტონი–კორკი წარმოადგენდნენ, ხოლო მეორეს- მცველების ოთხეული. სიგურდსონზე, რაუტლიჯსა და აიუზე კონტრშეტევაზე პასუხისმგებლობა იყო დაფუძნებული.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


პირველ ტაიმში ერთი პოტენციური სახიფათო მომენტის გარდა, რომელსაც მოგვიანებით დავუბრუნდებით, "იუნაიტედის" დაცვის ხაზმა დავალებას რიცხობრივი უმცირესობის ფონზეც კი გაართვა თავი.

დარმიანის შეცვლა -> ჯონსი


შესვენებაზე ჯონსი შეცვალეს და მის პოზიციაზე (მარჯვენა ფლანგი) მატეო დარმიანი შემოვიდა. მატჩის მოცემულ ეტაპზე ამას გავლენა არ მოუხდენია, რადგან მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი "იუნაიტედის" შეტევებში გავიდა, რასაც 47–ე წუთზე გატანილი გოლი და რამდენიმე სახიფათო მომენტი მოჰყვა.

ბეროუს შეცვლა -> ბრიტონი


62–ე წუთზე "სუონსის" მხრიდან გადამწყვეტი ცვლილება განხორციელდა. საყრდენი ნახევარმცველი ბრიტონი ფლანგის შემტევმა ფეხბურთელმა ბეროუმ შეცვალა.

"გედების" სქემა უფრო შემტევ სტილზე გადავიდა – 4-2-3-1.

კიმ და კორკმა საყრდენ ზონაში დაიკავეს ადგილი, ბეროუ შემტევ სამეულს შეუერთდა.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ჩვენს მწვრთნელს 4 მცველზე გადასვლა აიძულა. დარმიანმა ფლანგი შეიცვალა, იანგმა კი დაცვაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიხია.

ბევრმა შეამჩნია, რომ ტრანსლაციამ გვაჩვენა იშვიათი მომენტი, როცა ვან გაალი ვინმეს უყვირის. ეს მოხდა სწორედ ცვლილების მომენტში და გუნდის გადაწყობის დროს. როგორც ჩანს, რომელიღაც ფეხბურთელი ვერ მიხვდა, რომელი პოზიცია უნდა დაეკავა.

აი ეს მომენტი:



***


უნდა ვაღიაროთ, ალან კერტისმა თავისას მიაღწია. ბეროუ დარმიანსა და ბლინდს დისკომფორტს უქმნიდა დაცვის მარცხენა ფლანგზე.

ჯერ აიუმ გაარტყა ძელს ბლინდის შეცდომის შემდეგ:



შემდეგ "სუონსიმ" ანგარიში გაათანაბრა. ბეროუს საგოლე გადაცემა და სიგურდსონის წარმატებული დარტყმა:



რუნის გოლი

"მანჩესტერ იუნაიტედი" 7 წუთის შემდეგ კვლავ დაწინაურდა. მარსიალი–რუნის ჯაჭვური გოლის ნახვა დაუსრულებლად შეიძლება:



მეორე გოლის შემდეგ მეორე იძულებითი ცვლილება განხორციელდა. დაღლილი იანგის ნაცვლად, რომელსაც ტრავმაც აღმოაჩნდა, პედი მაკნეირი შემოვიდა.

დაცვამ ბოლოჯერ იცვალა სახე:

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა

დარმიანი ფლანგს იცვლის, ბლინდი და სმოლინგი პოზიციას მეორე ტაიმში მესამედ.


შესაძლოა, მატეო დედამიწაზე ყველაზე სრულყოფილი მცველი არ არის, ბლინდიც უშვებდა შეცდომებს, მაგრამ იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ფეხბურთელები ტრავმებთან დაკავშირებული სიტუაციის შემდეგ იმყოფებიან, გვერდიდანაც შეხედავ: ამ ფეხბურთელების უნივერსალურობა - მათი ჯილდო და სასჯელია. ამით გუნდს საშუალება ეძლევა ტაქტიკურად რბილი იყოს, მაგრამ თამაშის ხარისხზე მაინც ისახება.

***


"სუონსის" დანარჩენი ორი ცვლილება პოზიციური, შეტევის ხაზის გაძლიერებისკენ მიმართული იყო. მაიკლ კერიკი კი მოედანზე დროის გასაყვანად გამოჩნდა.

მაიკლისთვის ეს მე-400 მატჩი იყო. აღსანიშნავია, რომ ბურთს არც კი შეხებია.

შეცდომები

უკვე აღწერილი შეცდომებს გარდა, "იუნაიტედის" თამაშის რამდენიმე განსაკუთრებულობაზე მინდა შევჩერდე, რომელსაც უფრო სერიოზულ მეტოქესთან დიდი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.

გუნდი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმას აჩვენებს, მაღალ პრესინგს თამაშობს, მაგრამ ამას დაცვაში პრობლემები მოსდევს.

დეილი ბლინდი აქტიურად ერთვება მოწინააღმდეგეზე ზეწოლაში მოედნის ნახევარზევე, თუმცა ნახეთ, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს:



ბლინდის დამზღვევი შნეიდერლინი უშანსოდ მარცხდება "სუონსის" შემტევთან სირბილში. და ბურთის მფლობელ ფეხბურთელს პასი მოძრაობაში რომ გაეკეთებინა, დე ხეას კიდევ ერთ სეივს ვიხილავდით.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


***


ანალოგიური რამ მოხდა მეორე ტაიმში. ბლინდი პრესინგში ერთვება, რომელიც წარუმატებლად სრულდება. დარმიანს ბლინდის დაზღვევა მოუხდა.



***


გატანილ გოლს თუ დავუბრუნდებით, კვლავ უნდა აღინიშნოს მორგანის შეცდომა.

საჯარიმოში მაღალი ბურთებისთვის ბრძოლა მატას საქმე არ არის. ამ სიტუაციაში დარმიანს უკვე ბლინდი აზღვევს და მორგანი დაცვას საჯარიმოს ცენტრში უნდა დახმარებოდა, სადაც "გედების" სამი ფეხბურთელი იმყოფებოდა. სხვათაშორის, აქ იანგიც, რომელიც უკვე მცველია, ბოძივით დგას. სუსტი დაცვა.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


პირველ ტაიმში გუნდი უფრო ერთიანს ჰგავდა, ყოველ შემთხვევაში, დაცვაში მაინც, მაგრამ შეშფოთების საბაბს მაინც იძლეოდა, თუმცა ამაში სტუმრების დამსახურებაც არ არის ცოტა, თუ არ ვიტყვით რომ დიდია.



ჯამში, "იუნაიტედმა" კარგი მატჩი ჩაატარა, თუნდაც აუთსაიდერი მეტოქის წინააღმდეგ. თუ სტატისტიკურ მაჩვენებლებს შევადარებთ "არსენალთან", რომელიც თავის მატჩს "ნიუკასლთან" ატარებდა, "იუნაიტედი" ჩემპიონატის ლიდერზე ცუდად არ გამოიყურებოდა.

ციფრებში:

წინ პასები: "არსენალი" - 201 წარმატებული 250-დან. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 261-დან 199
მოწინააღმდეგის ნახევარზე გაკეთებული პასები: "არსენალი: - 148-დან 115. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 287-დან 148.
კარისკენ დარტყმები: "არსენალი" - 16. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 19.
კარში დარტყმები: "არსენალი" - 3. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 6.
შექმნილი შანსები: "არსენალი" - 14. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 13.
გოლები: "არსენალი" - 1. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 2.

მაგრამ თუ თვით მატჩებს შევხედავთ, "იუნაიტედის" პრობლემა იჩენს თავს, რომელიც კარგად ჩანს მოწინააღმდეგის ნახევარზე გაკეთებულ პასებში:

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


"მანჩესტერ იუნაიტედის" პასების რუკაზე (მარჯვნივ) ჩანს, რამდენად ცოტა გადაცემა კეთდება საჯარიმოს შიგნით. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადრესატი არ არის.

დააკვირდით "იუნაიტედის" ერთ-ერთ შეტევას მატჩის დასაწყისში. რუნი ბურთით კარისგან მოშორების იმყოფება. ვერავის გაუკეთებს პასს იმ ზონაში, რომელიც რუნიმ დატოვა. შეტევა გმირულად კვდება.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


სხვა პრობლემა - ბოლო ზუსტი პასი.

კიდევ ერთი მომენტი მატჩის მიწურულს. რუნი თავის პირდაპირ მოვალეობას ასრულებს და შეტევაში იხსნება. საჭიროა შვაინშტაიგერის გამჭოლი პასი, ნაცვლად ამისა ბურთი გადააქვს ფლანგზე, რაც ტემპს კარგავს.

"მოწყენილობის დაძლევა". "სუონსისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ასეთი მომენტები მოწინააღმდეგის სისუსტესა თუ ძალაზე არ არის დამოკიდებული, ეს თვით გუნდის პრობლემაა. რუნიმ უფრო იშვიათად უნდა მოახდინოს შეტევის ორგანიზება სიღრმიდან, მისი პარტნიორები კი უფრო ზუსტები უნდა იყვნენ ბოლო პასის დროს. ჯერჯერობით გოლები იანგის გაუთავებელი გოლებისა და მარსიალის ბრწყინვალე ტექნიკის ხარჯზე გაგვაქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუნი-მარსიალის კავშირი კონკრეტულად ამ მატჩში კარგი იყო.

ბოლოს კი აღვნიშნავ, რომ ორივე საგოლე პასის წინა გადაცემა შვაინშტაიგერმა შეასრულა.

p.s.: კომენტარებში, ალბათ, კითხვას დასვამთ მსაჯის მოქმედებების შესახებ და ორი დაუდებელი პენალტის შესახებაც. უნდა აღვნიშნო, რომ მატჩის შემდეგ არცერთი ეპიზოდის შესახებ არ გაკეთებულა კომენტარი არც "სუონსის" მწვრთნელის მიერ, არც პრესაში, არც BBC-ს სატელევიზიო განხილვებში. "გედების" ფეხბურთელებსაც კი არ გაუპროტესტებიათ განსაკუთრებულად სიმულაციისთვის მიცემული ყვითელი ბარათი, ხელით თამაშზე მათი რეაქცია კი ჩვეულებრივობის საზღვრებს არ გასცდენია.

არ ვთვლი საჭიროდ ამ ეპიზოდების განხილვას, მით უმეტეს, რომ "ჩელსისთან" მატჩში უფრო ნათელი დარღვევებიც იყო.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: oneqegib
8 სექტემბერი 2016 16:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
Distinguish weihnachtssprüche the design of your WordPress blog. It might be tempting just to roll using the normal Wordpress blogs st***s, but you'll look like a number of other blog sites out there. Look at a handful of other st***s. Even set them up to enable you to review all of them with your present crop of content material. It can make all the difference to audience proposal.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top