ლუი, გმადლობთ დროის დათმობისთვის. არსენ ვენგერმა დღეს განაცხადა, რომ ეს უპატივცემულობაა. ეთანხმებით?
ამ ოთახში მყოფთაგან ვინმეს გსურთ ბოდიშის მოხდა? არავის? ასეც ვფიქრობდი. მეგონა, უკვე გამაძევეს, ამის შესახებ წავიკითხე. ჩემი შემცვლელი უკვე აქ არის.
თქვენი აზრით, როგორ გრძნობენ თავს ჩემი ცოლი ან შვილები, ან შვილიშვილები? ან "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები? ან ჩემი მეგობრები? რას ფიქრობთ? მათ დამირეკეს. ბევრჯერ. არსენ ვენგერმაც კი თქვა რაღაც ამის შესახებ. ფიქრობთ, ახლა პრესასთან საუბარი მინდა? აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ პრემიერ ლიგის წესები მავალდებულებს. თუ რამეს ვამბობ, სიტყვებს თქვენებურად იყენებთ.
მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებში თავდაჯერებულობის ამაღლებას ვცდილობდი. მთელი კვირაა ამას ვაკეთებ. მოთამაშეებთან, ჩემი შტაბის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საშობაო სადილი გვქონდა, რომელზეც სიტყვით გამოვედი. კარინგტონზე, ჩვენს სავარჯიშო კომპლექსზე ყველას მხარდაჭერას ვგრძნობ. მაგრამ იგივეს ვერ ვგრძნობ მედიისგან. წარმომიდგენია, რას დაწერთ. ახლა საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ, მაგრამ ოთხი კვირის წინ პირველ ადგილზე ვიყავით და ოთხი კვირის შემდეგ ისევ შეგვიძლია იქ მოხვედრა.
ეს დიდი კლუბია. "მანჩესტერ იუნაიტედი". როცა შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის და არც მხარდაჭერაა ძველებური, ნუთუ არ ელოდებით ამ სიტუაციის განსჯას?
არა, ასე არ ვფიქრობ, არ ვფიქრობ, რომ ამას გააკეთებთ. თქვენ ფაქტებზე ხართ დამოკიდებული. ალექს ფერგიუსონმა, დევიდ გილმა და ედ ვუდვორდმა დამირეკეს, რადგან თქვენ რაღაც ძალიან ცუდს ქმნით. რაღაცას, რაც ფაქტი არ არის. ახლა კითხვებზე პასუხის გაცემა მომიწევს. არა მგონია, ამის გაკეთება მინდოდეს.
მაგრამ ფაქტებზე საუბრისას...
ახლა მინდა ვთქვა, რომ "სტოკ სიტიზე" ვარ კონცენტრირებული და ჩემი ფეხბურთელების დახმარებაზე. ბედნიერ შობას გისურვებთ და ალბათ, ახალ წელსაც, თუ ისევ შევხვდებით. ღვინოთი, ხორცითა და ნამცხვრით ისიამოვნეთ. ნახვამდის.