თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2015, 18:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2649,
კომენტარები: 11
ჯონსი: "მოიესის დროს ყველაფერი უარესად იყო"
ფილ ჯონსი ვან გაალს იცავს.
ჯონსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ფილ ჯონსმა შექმნილ ვითარებაში პოზიტივის დანახვა სცადა და განაცხადა, რომ გასახდელში ახლა უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე დევიდ მოიესის დროს იყო.

"ვერ ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე ცუდი მომენტია. დევიდ მოიესის დროს, თუ გნებავთ, ყველაფერი საკმაოდ საშინლად იყო. წარმატებას ვერ ვაღწევდით და ვერც კარგად ვთამაშობდით.

იმის დამტკიცების საფუძველი არც ახლა გვაქვს, რომ ამ სეზონში კარგად ვთამაშობთ, რადგან ზედიზედ სამი მატჩი წავაგეთ, მაგრამ დროდადრო კარგები ვართ. ერთად დგომაა საჭირო, ეს ერთადერთი რამ არის, რის გაკეთებაც შეგვიძლია.

მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია და შესანიშნავად უმკლავდება. გასახდელში არსებულ ატმოსფეროსთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს. ბიჭები მობიზილებულნი არიან და კარგ თამაშს ცდილობენ მწვრთნელის, გულშემატკივრისა და საკუთარი თავისთვის.

მოთამაშეები არავის ემალებიან. შესანიშნავად გვესმის, რომ პასუხი ჩვენ უნდა ვაგოთ. სხვაგვარად ვერც იქნება. გუნდს მწვრთნელი ირჩევს, გუნდი კი უნდა გამოვიდეს და მთელი ძალით შეეცადოს.

შესაძლოა, კარგად ვერ ვთამაშობთ ან ხანდახან ვთამაშობთ, გოლებს ვერ ვიტანთ, ან კიდევ რაღაც, მაგრამ ჩვენ, მოთამაშეებს, ერთად დგომა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოგვიწევს. აქ ორი ვარიანტი ვერ იქნება.

უბრალოდ შრომა უნდა გავაგრძელოთ, მომენტები შევქმნათ და იმედი მაქვს, ვინმეს 4:0 ან 5:0 დავამარცხებთ. მაგრამ პირველ რიგში ფუძეს უნდა დავუბრუნდეთ და თავი ხელში ავიყვანოთ",
- განაცხადა ფილ ჯონსმა.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 დეკემბერი 2015 18:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესის დროს პირველ ნომრად თამაში მენატრებოდა, ეხლა კარში დარტყმა მენატრება. დიდი განსახვავება არაა
0
№2
ავტორი: dreamer
22 დეკემბერი 2015 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
აი ამიტომ არ ხარ ფილ ჯონს მანჩესტერის დონის ფეხბურთელი. მანჩესტერის ფეხბურთელი ესე არ უნდა ლაპარაკობდეს ეს კატასწროფაა არავითარი ამბიცია საშინელება და საერთოდ მომრავლდნენ ესეთი აზროვნების ფეხბურთელები მანჩესტერში დაჯექით და მოუსმინეთ სქოულზს ტიპი 100% ლაპარაკობს ყველაფერს : )
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 დეკემბერი 2015 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აი მოიესს, რომ ედრებიან იქ უკვე დაღუპულები ვართ. ანუ მეექვსე ადგილას რო გავიდეთ იტყვიან მოიესის დროს მეშვიდე ადგილზე გავედით და ხო ხედავთ პროგრესიაო areyoukiddingme

გასახდელში არ ვიცი, მაგრამ მოედანზე რომ ვერ გაგიგიათ სადა ხართ და რა უნდა გააკეთოთ ეგაა მთავარი, თორე გასახდელში როგორი კარგადაც არ უნდა იყოთ მთავარი მოედანზე ნაჩვენები შედეგია!!!
0
№4
ავტორი: GeorgeBest
22 დეკემბერი 2015 18:43
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
dreamer,
არ იქნება ფეხბურთელისგან სწორი მწვრთნელის კრიტიკა. ჩელსი ხო არაა

შეიძლება სულ არ მოსწონს მაგრამ მაინც ასე უნდა საუბრობდეს
0
№5
ავტორი: dreamer
22 დეკემბერი 2015 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
მწვრთნელის კრიტიკაზე არ მაქ საუბარი უნდა გამოვიდეს და თქვას რომ ეს საშინელება რომელ არც ტუ ისე ცუდ მდგომარეობაზე საუბრობს ამბიცია სულ დაკარგეს აგერ რეალი 2 თამაში 18 გოლი გაიტანა გუნდმა და მთელი მადრიდი ბენიტესის გინებასია მთელი სტადიონი ჩვენ რა დაგვემართა ეს რა არის ყველაფრის შანსი დავკარგეთ სეზონის ნახევარი არ გასულა და ეს მდგომარეობა არ არის მანჩEსტერის დონის გუნდისთვის კატასტროფა ? უყურონ მაშინ ვან გაალს მე ამათ აღარ ვუყურებ მაგ კაცის ხელში
0
№6
ავტორი: dachi_mu
22 დეკემბერი 2015 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ერთი კი თქვასწორი წვრთვნელს რაც შეუძლია აკეთებსო..ხო და მეტი რო არ შეუძლია ამაზე მეტი..მაგას ვტირით ჩვენც
0
№7
ავტორი: deqstera
22 დეკემბერი 2015 19:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
მოიესის გუნდის ლიდერი იანუზაი იყო და სხვა არავინ ჩანდა, მისი წასვლის მერე გუნდში ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი მოვიდა!!!

რომერო
დარმიანი-როხო-ბლინდი-შოუ
შნეიდერლინი-შვაინშტაიგერი
დიმარია-ერერა-დეპაი
მარსიალი

ეს ახალი შემადგენლობა და ამას დაუმატე კიდე ფალკაო და მატა რომელიც მოიესს ნახევარი სეზონი ყავდა მარტო!! ის იყო ერთი სეზონი და ეს მეორე სეზონია ამხელა ნდობით სარგებლობს ამდენ ფინანსებს აძლევენ და განსხვავება მარტო ის არის რო ბურთს ვაკონტროლებთ, თორე მომენტებს მგონი მაშინ უფრო მეტს ვქმნიდით....

მოიესის საყრდენები ვინც თამაში უნდა წაიყვანოს კერიკის გარდა იყვნენ ფლეტჩერი-ქლევერლი-ანდერსონი, ვან გაალის კიდე შვაინა-შნეიდერლინი-ერერა...
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
22 დეკემბერი 2015 20:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
თუნდაც ისე ყოფილიყო, როგორც ეს ამბობს, არ მგონია კაი საქციელი ყოფილიყო...

ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ მოქმედი ფეხბურთელია.
0
№9
ავტორი: Best 7
22 დეკემბერი 2015 21:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ფერდინანდი სწორი იყო მაშინ, როდესაც თქვა თავიდანვე რო მოიესისგან არაფერს უნდა ელოდნენ უბრალოდ და მართალიც იყო. ახლა ტუპო მხარდაჭერა არაფერს მოგვიტანს და იმედი. ვან გაალი არ არის მანჩესტერისთვის კარგი მწვრთნელი შეიძლება სხვაგან მისი კარიერა უკეტესი გამოდგეს, მარა არა მანჩესტერში.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2015 22:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყველაზე სამწუხარო ის იქნება, რომ ფეხბურთელები ვითარებას შედარებით მიუდგნენ და რაღაცამ დააკმაყოფილოთ. ვფიქრობ, აწმყოთი განსჯა უკეთესი იქნება, ვიდრე წარსულთან შედარება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top