თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2015, 13:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4960,
კომენტარები: 12
პრობლემები ციფრებში
გუნდის მდგომარეობას სტატისტიკა ასახავს.
პრობლემები ციფრებში
"ნორვიჩთან" მარცხმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მოუგებელი სერია ექვს მატჩამდე გაზარდა.

შედეგად, ვან გაალსა და მისი გუნდის სათამაშო სტილის კრიტიკა კიდევ უფრო მატულობს.

გთავაზობთ სტატისტიკას, რომელიც ასახიერებს პრობლემებს...

გოლები

"ჩემი აზრით, ჩვენ ყოველთვის ვუტევთ", განუცხადა ვან გაალმა ტელევიზიას "ნორვიჩთან" მათჩამდე, როცა გულშემატკივართა შეძახილებზე ჰკითხეს. "ისინი გულისხმობენ, რომ გოლებიც უნდა გავიტანოთ". და თუმცა ესეც საკამათოა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი დაგვეთანხმება, რომ წელს საკმარისი რაოდენობის გოლებს ვერ იტანენ.

"იუნაიტედის" შედარება პრემიერ ლიგის ტოპ-სამეულთან - გოლები

პრობლემები ციფრებში


"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 22 გოლი გაიტანა, რაც მერვე საუკეთესო მაჩვენებელია "ბორნმუთთან" ერთად. "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივრებისთვის კი ყველაზე სანერვიულო ის არის, რომ მხოლოდ 10 გოლი გავიდა მათგან საშინაო არენაზე. პრემიერ ლიგის არც ერთ სხვა მოედანზე არ გასულა ასე ცოტა გოლი. პრობლემა აქვს კაპიტან უეინ რუნისაც, რომელმაც 13 მატჩში მხოლოდ ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.

ბურთის ფლობა

ვან გაალი, შესაძლოა ამაყობდეს გუნდის მიერ ბურთის ფლობის მაჩვენებლით, მაგრამ ფლობისგან მიღებული სარგებელი მხოლოდ აღაშფოთებს გულშემატკივარს. "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში საშუალოდ 60.5 პროცენტიანი ბურთის ფლობა აქვს - მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს - მაგრამ ეს არ იზრდება დარტყმებში, რომ არაფერი ვთქვათ გოლებზე.

"იუნაიტედი" სახლში 2015/16 წლების სეზონში


პრობლემები ციფრებში


კონტრაქტი "ოლდ ტრაფორდზე" უფრო შეიმჩნევა. გასაკვირია, მაგრამ გუნდმა მხოლოდ ნახევარი მოიგო იქ ჩატარებული მატჩებისა და 10 გოლი გაიტანა. "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის გუნდებს შორის საკუთარ მოედანზე ბურთის ფლობის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. კვლავინდებურად, ამის მიუხედავად, "იუნაიტედი" ყველაზე იშვიათად ურტყამს კარში და კარისკენ, ვიდრე დანარჩენი გუნდები...

დარტყმები

არა მარტო სახლში იქმნება დარტყმასთან დაკავშირებული პრობლემები. "იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში მხოლოდ 131-ჯერ დაარტყა და ეს პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდ სამ მაჩვენებელს შორის შედის. იგივე მაჩვენებელი "იუნაიტედის" კონკურენტსა და მის წინმსწრებ გუნდებს რომ შევადაროთ, მივიღებთ, რომ "ლესტერი", "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" საუკეთესო 5 გუნდს შორის არიან.

"იუნაიტედის" შედარება პრემიერ ლიგის ტოპ-სამეულთან - დარტყმები

პრობლემები ციფრებში


რაც უფრო საგანგაშოა, არ არსებობს ნიშანი იმისა, თუ რას უნდა დაბრალდეს ეს პრობლემა. ვან გაალი ნამდვილად მოითხოვს, რომ ფეხბურთელებმა მაქსიმალურად ხშირად შეაწუხონ მეტოქის მეკარე, მაგრამ "ნორვიჩთან" მატჩმა აჩვენა, რომ დარტყმების რაოდენობა მატჩის მოსაგებადაც კი არ იყო საკმარისი - მხოლოდ ორი დარტყმა კარში.

შანსები

ვან გაალი ამტკიცებს, რომ მისი გუნდი შანსებს ქმნის. თუმცა, "იუნაიტედის" მიერ შანსების გამოყენების საშუალო მაჩვენებელი პრემიერ ლიგის სამ საუკეთესო მაჩვეენებელს სშორის არის, opta-ს სტატისტიკა ამტკიცებს, რომ საქმე შანსების შექმნის სიმცირეში უფროა, ვიდრეა მის გამოყენებაში.


"იუნაიტედის" შედარება პრემიერ ლიგის ტოპ-სამეულთან - კარგი შანსების გამოყენება

პრობლემები ციფრებში


opta-ს თანახმად, პრემიერ ლიგის ცხრილში მყოფმა პირველმა სამმა გუნდმა ყველაზე მეტი შანსი გააფუჭა. "იუნაიტედმა" მხოლოდ 13 შანსის გამოყენება ვერ მოახერხა, "არსენალმა" კი 32. "მეთოფეებმა" კი საერთო ჯამში 219 შანსი შექმნეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია სხვა გუნდებთან შედარებით, "იუნაიტედი" ამ მხრივ ბოლო ადგილზე მყოფ სამ გუნდს შორის იმყოფება.

წყარო: skysports
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
22 დეკემბერი 2015 13:54
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ვერათამაშებს გუნდს ფაქტია.. მაგრამ ერთია რომ იმდენად შეშინებულია გულშემატკივარი, რომ ყველაფერს მწვრთნელს მიაწერს და მასზე ტეხავს ყვლეაფერს.. მარა სხვათვალით რომ შევხედოთ იქნებ ჯობს რომ დარჩეს და მოურინიოს მოყვანის ნაცვლად ტრანსფერებზე იფიქრონ.. მე დიდი მომხრევარ ამის გაშვების მარა.. ვან გაალი არაა ამ გუნდია ერთადერთი პრომლება !!!!!!!! manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: Lev
22 დეკემბერი 2015 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
I L C,
აბა ვისი ბრალია? თვითონ მოჰყავს ფეხბურთელები და თვითონ უშვებს ორი წელია გუნდს შლის და აწყობს რომ თავისი ფალოსოფია მოარგოს მაგრამ ჯერ ვერავის მოარგო და იმიტომ მისდის საქმე tra---isken. ამ სასტავით ლუბოი შემტევი მწვრთნელი დადებს რეზულტატს თან ისე რომ მაქსიმუმ 2 ფეხბურთელი დაიმატოს. ამას კიდე ნახევარი მილიარდი უნდა დაახარჯო და რა აზრის აქვს მომავალ წელს ისევ ახალ გუნდს იყიდის ამ გან----ონს სულ რომ გალაქტიკო აუწყო მაინც ბლოკნოტში ჩაინიშნავს ყოველი ბურთის დაკარგვას. რაღაც ცუდ ტენდენციებს ვხედავ ამ საიტზე ვან გაალის უპირობო მხარდაჭერის მხრივ.......
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: I L C
22 დეკემბერი 2015 14:12
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
Lev,

ბაზარი არაა ეს მოსაშორებელია მარა ამისბრალია დეპაირო პასს ვერაკეთებს და იჯვავსს?? მატა რო წინ პასს ვერკაეთებს..რუნიროო ბურთს ვეღარ იღებს წესივრად 8კაცი რო დამტვრეულიადა ცალფეა ფელაინის იმდეზეა დარჩენილი ნახევარდაცვა??//ეგ არი რო ამდენი თანხის დახარჯვის შემდეგ უკეთესი და შეკრული სასტავი უნდა ყოლოდა მარა ვინც იყიდა წესით უნდა გაემართლებინათ.. ბოლო ისაა რო ტრ***შია გუნდი და გინდა ვანგაალის ბრალი იყოს და გინდა პუტინის :)

ერთადერთი იმედი ახალი მწვრთნელია იქნება როგორმე აათამაშოს ფეხბურთელებიი.. მარტიალი რა გიჟიიყო თავიდან ჩააბანძა ამ ჩემისამ.. რუნის თავის კარიერაში ასეთი ცუდი პერიოდი არქონია.. ყოველთვის ქონდა ტრამვები მარა ფორმაში მაინც დგებოდა როგორც წესი.. თუ არ წავიდა ვანგაალი ზამთარშიც არავინ გადმოვა ამასთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№4
ავტორი: REVIVO
22 დეკემბერი 2015 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
I L C,
შეგიძლია ამიხსნა მე ალბათ არმცოდნია: მწვრთნელის მოვალეობაში რა შედის და ვისი მოყვანილია სამედიცინო შტაბი?
0
№5
ავტორი: Lev
22 დეკემბერი 2015 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
ბაზარი არაა ეს მოსაშორებელია მარა ამისბრალია დეპაირო პასს ვერაკეთებს და იჯვავსს?? მატა რო წინ პასს ვერკაეთებს---------------იმიტომ მოსდით ეგრე რომ დამანდრაჟებულიები თამაშობენ იიმიტომ რომ ეს ჩინური გა---ონი ყველაფერრს ინიშნავს და რამენიმე შეცდომის გამო სკამზე სვამს კაცს და არავინ აღარ ამწვავებს ყველას ეშინია ადგილის დაკარგვის და ამის ხუშტურების და ნელნელა გუნდი დამესგავსა უშეცდომო მაგრამ იმპოტენტ რობოტოაბრაზნ რაღაც უჟილკო სასტავს

ILС
დანარჩენზე ყველაფერზე თითქმის ერთი აზრი გვაქვს ხოდა მითუმეტეს რაღა აზრი აქვს ამის დარჩენა-არდარჩენაზე საუბარს. საკმაოდ ბევრი არგუმენტებია მის წინააღმდეგ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: I L C
22 დეკემბერი 2015 15:01
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
მე იმას ვამბობ რომ მარტო ვან გაალში არაა მანჩესტერის პრობლემა თორე ვანგაალს არანაირი გამართლება არაქვს თუ თავმოყვარეობა გააჩნია თვითონ უნდა წავოდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№7
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2015 15:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მართალია, მხოლოდ ვან გაალი არ არის იუნაიტედის პრობლემა, ბევრი კი მხოლოდ მას აწერს ამ ვითარების ბრალეულობას. ხალხს ისე შეძულდა ლუი, რომ მზად არიან იუნაიტედის წაგებას უქომაგონ, რათა ვან გაალის გაგდების მიზეზი გაიზარდოს, ამაში კი, რატომღაც წარმატების გარანტიას ხედავენ. დადგება ეგ დღეც, მოვა სხვა მწვრთნელი სეზონის შუაში და ისევ ასეთ ვითარებაში თუ არ ვიქნებით, ამასაც ნახავთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
22 დეკემბერი 2015 16:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
სამაგიეროდ ვდომინირებთ
0
№9
ავტორი: GeorgeBest
22 დეკემბერი 2015 17:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები და ხშირად მითქვამს ეს რომ ზედმეტად ბევრი ბრალდება ვან გაალს მაგრამ ანგელოზიც კი არ უნდა გამოიყვანონ ზოგჯერ. გუნდში ამდენი ხანია პრობლემა რო ვერ გვარდება ეს ჩემი ბრალია? როგორ უნდა შეტენო ფეხბურთელებს როცა 25 კაცი დაითხოვა გუნდიდან და სრულიად გამოცვალა შემადგენლობა, ეხლაც უკლასობას ხო ვერ დააბრალებ. ძალიან ბევრი რამაა მაგის ბრალი

აქამდე არ მინდოდა შუა სეზონში მაგის გაშვება, უარესი იქნებოდა, მაგრამ ესეტი კანდიდატები როცა გამოჩნდნენ უნდა აჩქარდნენ და სწორი აგდაწყვეტილება მიიღონ. ამაზე ცუდ ფეხბურთს ეროვნულ ჩემპიონატში არ თამაშობენ
0
№10
ავტორი: Best 7
22 დეკემბერი 2015 17:10
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვან გაალი, ფელაინი, იანგი და მატა გასაშვებია გუნდიდან!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top