თბილისი:
მანჩესტერი:
22-12-2015, 13:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4961,
კომენტარები: 12
პრობლემები ციფრებში
გუნდის მდგომარეობას სტატისტიკა ასახავს.
პრობლემები ციფრებში
"ნორვიჩთან" მარცხმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მოუგებელი სერია ექვს მატჩამდე გაზარდა.

შედეგად, ვან გაალსა და მისი გუნდის სათამაშო სტილის კრიტიკა კიდევ უფრო მატულობს.

გთავაზობთ სტატისტიკას, რომელიც ასახიერებს პრობლემებს...

გოლები

"ჩემი აზრით, ჩვენ ყოველთვის ვუტევთ", განუცხადა ვან გაალმა ტელევიზიას "ნორვიჩთან" მათჩამდე, როცა გულშემატკივართა შეძახილებზე ჰკითხეს. "ისინი გულისხმობენ, რომ გოლებიც უნდა გავიტანოთ". და თუმცა ესეც საკამათოა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი დაგვეთანხმება, რომ წელს საკმარისი რაოდენობის გოლებს ვერ იტანენ.

"იუნაიტედის" შედარება პრემიერ ლიგის ტოპ-სამეულთან - გოლები

პრობლემები ციფრებში


"იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში 22 გოლი გაიტანა, რაც მერვე საუკეთესო მაჩვენებელია "ბორნმუთთან" ერთად. "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი გულშემატკივრებისთვის კი ყველაზე სანერვიულო ის არის, რომ მხოლოდ 10 გოლი გავიდა მათგან საშინაო არენაზე. პრემიერ ლიგის არც ერთ სხვა მოედანზე არ გასულა ასე ცოტა გოლი. პრობლემა აქვს კაპიტან უეინ რუნისაც, რომელმაც 13 მატჩში მხოლოდ ორჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.

ბურთის ფლობა

ვან გაალი, შესაძლოა ამაყობდეს გუნდის მიერ ბურთის ფლობის მაჩვენებლით, მაგრამ ფლობისგან მიღებული სარგებელი მხოლოდ აღაშფოთებს გულშემატკივარს. "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში საშუალოდ 60.5 პროცენტიანი ბურთის ფლობა აქვს - მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდს - მაგრამ ეს არ იზრდება დარტყმებში, რომ არაფერი ვთქვათ გოლებზე.

"იუნაიტედი" სახლში 2015/16 წლების სეზონში


პრობლემები ციფრებში


კონტრაქტი "ოლდ ტრაფორდზე" უფრო შეიმჩნევა. გასაკვირია, მაგრამ გუნდმა მხოლოდ ნახევარი მოიგო იქ ჩატარებული მატჩებისა და 10 გოლი გაიტანა. "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის გუნდებს შორის საკუთარ მოედანზე ბურთის ფლობის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. კვლავინდებურად, ამის მიუხედავად, "იუნაიტედი" ყველაზე იშვიათად ურტყამს კარში და კარისკენ, ვიდრე დანარჩენი გუნდები...

დარტყმები

არა მარტო სახლში იქმნება დარტყმასთან დაკავშირებული პრობლემები. "იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში მხოლოდ 131-ჯერ დაარტყა და ეს პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდ სამ მაჩვენებელს შორის შედის. იგივე მაჩვენებელი "იუნაიტედის" კონკურენტსა და მის წინმსწრებ გუნდებს რომ შევადაროთ, მივიღებთ, რომ "ლესტერი", "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" საუკეთესო 5 გუნდს შორის არიან.

"იუნაიტედის" შედარება პრემიერ ლიგის ტოპ-სამეულთან - დარტყმები

პრობლემები ციფრებში


რაც უფრო საგანგაშოა, არ არსებობს ნიშანი იმისა, თუ რას უნდა დაბრალდეს ეს პრობლემა. ვან გაალი ნამდვილად მოითხოვს, რომ ფეხბურთელებმა მაქსიმალურად ხშირად შეაწუხონ მეტოქის მეკარე, მაგრამ "ნორვიჩთან" მატჩმა აჩვენა, რომ დარტყმების რაოდენობა მატჩის მოსაგებადაც კი არ იყო საკმარისი - მხოლოდ ორი დარტყმა კარში.

შანსები

ვან გაალი ამტკიცებს, რომ მისი გუნდი შანსებს ქმნის. თუმცა, "იუნაიტედის" მიერ შანსების გამოყენების საშუალო მაჩვენებელი პრემიერ ლიგის სამ საუკეთესო მაჩვეენებელს სშორის არის, opta-ს სტატისტიკა ამტკიცებს, რომ საქმე შანსების შექმნის სიმცირეში უფროა, ვიდრეა მის გამოყენებაში.


"იუნაიტედის" შედარება პრემიერ ლიგის ტოპ-სამეულთან - კარგი შანსების გამოყენება

პრობლემები ციფრებში


opta-ს თანახმად, პრემიერ ლიგის ცხრილში მყოფმა პირველმა სამმა გუნდმა ყველაზე მეტი შანსი გააფუჭა. "იუნაიტედმა" მხოლოდ 13 შანსის გამოყენება ვერ მოახერხა, "არსენალმა" კი 32. "მეთოფეებმა" კი საერთო ჯამში 219 შანსი შექმნეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია სხვა გუნდებთან შედარებით, "იუნაიტედი" ამ მხრივ ბოლო ადგილზე მყოფ სამ გუნდს შორის იმყოფება.

წყარო: skysports
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Count Alucard
22 დეკემბერი 2015 17:47
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შედეგებით და ციფრებით ამაყობდა ხოლმე ვან გაალი და ახლა რაღა დარჩა სათქმელი?
0
№12
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 დეკემბერი 2015 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეს სტატია,რომ წააკითხო ვან გაალს დარწმუნებული ვარ გამამართლებელ მიზეზს მაინც მოძებნის და აქეთ დაგადებს ვალს რეებს მეუბნებიო areyoukiddingme მაგრამ სამწუხაროდ მარტო ლაპარაკი არაფერი არაა. საქმე გვჭირდება მოედანზე და ამ საქმეს რამდენად და როგორ აკეთებს ავნ გაალი აქ მშვენივრად არის აღწერილი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top