თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2015, 20:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4502,
კომენტარები: 13
"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
"იუნაიტედის" ზედიზედ მეექვსე წარუმატებლობის მიზეზი.
გუშინ "ლივერპულის" თამაშის ყურებისას იურგენ კლოპთან მიმართებაში ჩემი ახლანდელი აზრი მხოლოდ დავადასტურე (ხაზს ვუსვამ, "მხოლოდ ახლა").

გერმანული გენიის გეგენპრესინგის გამეფებამ და "სიტის" განადგურებამ გარკვეული ეჭვი გამოიწვია. დამებადა შესაბამისი კითხვა "ნუთუ ფეხბურთი იმდენად პრიმიტიული სპორტის სახეობაა, რომ საკმარისია ფეხბურთელები პრესინგით დასაჯო და დააჯერო, რომ მთელი მატჩისთვის ეყოფათ ძალა და ყველაფერი გამოვა?" ნათელია, რომ არა.

შესაძლოა, "ჩელსისა" და "სიტისთან" მატჩში წარმატება კლოპის ტაქტიკურმა იდეებმა მოიტანა, რამაც გეგენპრესინგთან შერწყმით ასეთი ბიძგი მისცა გუნდს.

აი აქ, ქაღალდზე, სრულიად ნათელია, რომ ასეთი ტემპით ყოველთვის ვერ ითამაშებ. გუნდს აუცილებლად ექნება სავსე ლაზარეთი და ფეხბურთელები მოედანზე დროზე ადრე დაიღლებიან. უბრალოდ იმიტომ, რომ სეზონისთვის გუნდი როჯერსმა მოამზადა, უბრალოდ იმიტომ, კლოპი ცხოვრებაში პირველად ითამაშებს შობის მომდევნო დღეს და საერთო ჯამში დღესასწაულებზე 14 დღეში 5 მატჩს ჩაატარებს.

ახლაც ასე ხდება. ეს გამოჩნდა "ნიუკასლთან" მატჩში, სადაც "ჯორდებმა" უბრალოდ გადაუარეს "ლივერპულს". ეს გამოჩნდა გუშინდელ მატჩშიც. ნანახი კლოპმა ასე დააკომენტარა: "ჭკუიდან გადავედით".

შეძლებს თუ არა კლოპი ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას, თუ მას წინასასეზონო მომზადებასა და სატრანსფერო ფანჯარას არგუნებენ, ეს სხვა საკითხია. ალბათ, დაკვირვების შესაძლებლობა გვექნება.

რატომ გადავეკიდე მერსეისაიდულ გუნდს? იმიტომ, რომ ქაღალდზე აღწერილი სიტუაცია რეალურ სიტუაციას შეესაბამება. გარკვეულ გაადვილებულ ხასიათში - 2X2=4

როცა ვლაპრაკობთ "მანჩესტერ იუნაიტედზე", ორის ორზე გამრავლებით ყოველთვის ვიღებთ ხუთს, ან ექვსსაც. მოდით უკეთ დავაკვირდეთ.

"ნორვიჩთან" მატჩში "იუნაიტედის" შემადგენლობა ქაღალდზე სავსებით ბრძოლისუნარიანად გამოიყურებოდა (აბა როგორ, ჩვენ ხომ "ნორვიჩზე" ვსაუბრობთ).

"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


სტანდარტული სქემა 4-2-3-1, რომელსაც სეზონის დასაწყისიდანვე იყენებენ. ამ მატჩის განსაკუთრებულობა ის იყო, რომ მარსიალი მარჯვნივ იდგა, მატა კი ათიანის პოზიციაზე. გარკვეულ მომენტებში მოვლენათა განვითარებაზე დამოკიდებულებით იცვლიდნენ პოზიციას.

"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ფელაინი ნომინალურად საყრდენ ზონაში იმყოფებოდა, მაგრამ, მოწინააღმდეგის გათვალისწინებით, რომელიც კონტრშეტევებზე თამაშს აპირებდა, მარუანი თითქმის არ კავდებოდა დაცვითი საქმიანობით და პირიქით, "ნორვიჩის" კარის ალყაში მოქცევისას მეორე თავდამსხმელის როლს ასრულებდა და განლაგება 2-3-3-2-ს ემსგავსებოდა, სადაც კარს ორი ცენტრალური მცველი იცავდა; ბლინდი, იანგი და კერიკი შეტევას სიღრმიდან უჭერდნენ მხარს; მემფისი, მატა, მარსიალი, ფელაინი და რუნი კრეატიული ტალღის როლში მოგვევლინენ.

"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


მატა ათიანის პოზიციაზე, ახალგაზრდა მემფისი და მარსიალი, რომლებსაც უყვართ და შეუძლიათ საჯარიმოში შესვლა და რამდენიმე ფეხბურთელის მოტყუება, ფლანგებზე, ფელაინი, საჯარიმოში მაღალი გადაცემის გაკეთების სამიზნე და რუნი გამწვავებაზე. აი გეგმა A და გეგმა B.

ქაღალდსა და სურათზე ლამაზად და სიცოცხლისუნარიანად გამოიყურება, როგორც შემადგენლობით, ისე ჩანაფიქრით. ასე არ არის?

რაღაც მომენტებში ამართლებდა კიდეც ჩანაფიქრის მიხედვით. შეხედეთ რუნის არ ჩათვლილი გოლის დროს შესანიშნავი კომბინაციის ამსახველ სურათს. მთელი ხუთეული მოედნის მოკლე ფართობზე, სადაც მოკლე პასი 8 თავდამცველ ფეხბურთელს ატყუებს.

"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ეპიზოდის ვიდეო:



ინტერნეტში კომენტარების წაკითხვისას, რომელიც შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ დაიწერა, მკითხველთა უმრავლესობა შემადგენლობით კმაყოფილი იყო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქაღალდზე ყველაფერი რიგზეა.

ფელაინი

ამ მატჩის შემადგენლობა ოპტიმალური იყო? თამაშის გაძლიერება შნეიდერლინსა და ერერას შეეძლოთ. ანდერის სიტუაცია ვან გაალმა პრესკონფერენციაზე ახსნა, სასტარტოში მისი ხილვა არ იყო მოსალოდნელი, მაგრამ ფელაინის ნაცვლად შნეიდერლინის გამოყვანა ხომ არ აჯობებდა? როგორც უკვე მივხვდით, იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ფელაინი აქტიურად ერთვება შეტევაში და მეორე ფორვარდის როლს ითავსებს. მორგანი ჩამშლელია, ასევე კერიკი. "ნორვიჩთან" კი ცენტრში არაფრის ჩაშლა არ იყო საჭირო, გუნდი თავისი კარიდან თამაშობდა და უშუალოდ კონტრშეტევებზე აკეთებდა აქცენტს. თეორიულად გამართლებული იყო ფელაინის არჩევა.

პრაქტიკულად კი მარუანმა ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა. ვერ ეხმარებოდა დაბლა, ვერც მაღლა, რბილად რომ ვთქვათ, სარგებელი ცოტა იყო. ფელაინიმ საჰაერო ორთაბრძოლა მხოლოდ ორჯერ მოიგო "ნორვიჩის" საჯარიმო მოედანში.

"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


საუკეთესო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის იმის გათვალისწინებით, რომ მარუანის მიერ მოედანზე გატარებული 60 წუთის განმავლობაში "იუნაიტედმა" 28-ჯერ ჩააწოდა.

გამოდის, რეალობაში ჩანაფიქრმა არ გაამართლა.

რუნი


მეორე საკამათო საკითხია რუნის დაყენება ცენტრალურ თავდამსხმელად. უეინმა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, მარსიალი ფლანგზე გაიწვია. რა უნდა მიეღო გუნდს? ენტონი მარჯვენა ფლანგის გამოსაცოცხლებლად იქნა მოხმობილი, რადგან ამ პოზიციას გულშემატკივარი ხშირად აკრიტიკებს. იმის გათვალისწინებით, რომ თავად მარსიალი სიღრმიდან მოქმედებას ამჯობინებს, ეს კარგი ნაბიჯი იყო. ხშირად ვხედავდით მატჩებში, რომელშიც რუნი არ თამაშობდა, რომ ენტონი ძალიან ხშირად გადიოდა ცენტრფორვარდის პოზიციიდან და ბურთს საჯარიმოს კიდესთან იღებდა.

ქაღალდზე win-win situation-ს ვიღებდით. მარჯვება ფლანგი მარცხენას მსგავსად მოქმედებს, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი დგას (სარკაზმის გარეშე).

რა მივიღეთ რეალობაში?

ფლანგი მართლაც გამოცოცხლდა. ენტონი, მიუხედავად თავისი ახალგაზრდულობისა, არა მარტო დიდებულ ტექნიკას ფლობს, არამედ კარგად მოქმედებს ორთაბრძოლებშიც. მატჩის დასაწყისში მარსიალმა სამჯერ თუ ოთხჯერ მოახერხა მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევა თავისი აქტიურობითა და პრესინგით.

რაც შეეხება უეინ რუნის და მის ცენტრალურ თავდამსხმელობას, ტაბლოსა და სტატისტიკაზე შეხედვით (2 დარტმყმა კარში) მივხვდებით, რომ ყველაფერი ცუდად არის. მოედანზე შეხედვისას კი ამაში მხოლოდ დავრწმუნდებით.

პირველ ტაიმში მატასთან გათამაშებული რამდენიმე პასისა და ცენტრიდან რამდენიმე კარგი შეტევის განხორციელების მიუხედავად, უეინმა კვლავ გვაჩვენა, რომ ნელი ფორვარდია, რომელიც შეტევის დასრულებისას პრობლემებს განიცდის.

ის, რომ "იუნაიტედს" "ნორვიჩი" აუცილებლად უნდა დაემარცხებინა, ეჭვს არ იწვევს. შეიძლება ვიდაოთ "ლესტერთან" მატჩზე ან "ვესტ ჰემთან" უიღბლობაზე, ტრავმების არსებობაზე "ვოლფსბურგთან" მატჩამდე, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ პსვ-სა და "ნორვიჩთან" მატჩები "იუნაიტედს" აუცილებლად უნდა მოეგო.

ამ და სხვა მატჩებში მომენტების შექმნისას, "იუნაიტედის" ფეხბურთელები დასრულებით ფაზაში უნიათოები გამოდგნენ. ბოლო პასი, ჩაწოდება, დარტყმა - ეს ყველაფერი ძალიან დაბალ დონეზე დგას. მაგრამ რით ავხსნათ? ნუთუ კარში დარტყმა დაგავიწყდება? ან ზუსტი პასის მიცემა?

შეხედეთ რუნისა და მემფისის დარტყმებს. ორი, თითქოსდა, ნახევარმომენტი.

უეინ რუნის დარტყმა:



მემფის დეპაის დარტყმა:



ახლა, შედარებისთვის ვნახოთ, როგორ იყენებენ პრემიერ ლიგის ფეხბურთელები ასეთ ნახევარმომენტებს.

სტარიჯი "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ლიგის თასზე:



მარეზი "ჩელსის" წინააღმდეგ გასულ ტურში:



იგალო "ლივერპულის" წინააღმდეგ გუშინდელ მატჩში:



ასეთი გოლების ნახვა გვინდა რუნისგან, დეპაისგან. მომენტები კი იქმნება ამისთვის. მაგრამ ტექნიკური რეალიზაცია გაკვირვებას იწვევს.

ის, რაც დიდებულად გამოიყურება ქაღალდზე, საზიზღრობაა საქმეში. და თუ "ლივერპულის" მდგომარეობა აიხსნება, "იუნაიტედის" - არა.

თავდამსხმელთა კლასი? "იუნაიტედს" მეორე სეზონში მინიმუმ კარგი შემადგენლობა ჰყავს.

ცუდი ვარჯიშები? ნუთუ შეიძლება დაგავიწყდეს კარში დარტყმა და პასის კეთება ვარჯიშების გამო.

ცუდი ტაქტიკა? მაგრამ ქაღალდზე ხომ ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება.

ბოლო დროს "იუნაიტედი" ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს, რომელზე პასუხის გაცემაც ჭირს. გადაჭრის ამ პრობლემას მწვრთნელის შეცვლა? ამას ყველა თავისებურად წყვეტს.

ბონუსი

კიდევ ერთი მომენტი, როცა ვერ იშრომეს, ვერ დაასრულეს, ვერ... ოდნავ ზევით რუნის პასი - და პოტენციურად ტურის საუკეთესო გოლია. ცოტ-ცოტა აკლდება, როგორც ნებისმიერ სხვა ეპიზოდში. ძალიან სამაგალითოა.



ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2015 20:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
მე, რა თქმა უნდა, დიდი ტაქტიკოსი არ ვარ, არც ანალიტიკოსი და არც რამის ექსპერტი, მაგრამ როცა ვამბობდი, რომ ვან გაალი არ უნდა გაუშვან გუნდიდან, რადგან არ მჯერა ახლად მოსული მწვრთნელის სეზონის შუა პერიოდში, სწორედ იმას ვგულისხმობდი, რაც კორენევმა თქვა. მეთოდების ცვლას დრო სჭირდება, დრო კი სეზონის შუაში არ არის. კლოპი ამას მხოლოდ ადასტურებს, თუმცა მე ვფიქრობ, მომდევნო სეზონში სულ სხვა გუნდი ეყოლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ilker
21 დეკემბერი 2015 21:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
RojoDiablo,
100%-ით გეთანხმები, არც მე მჯერა მსგავსი მწვრთნელების, ვინც თავისი გეგმით კი არა, არამედ სხვა მწვრთნელის დანატოვარ ქონებას განსჯიან.
მე ლუის ჯერ კიდევ ვენდობი, რაც სხვა კომენტარში აღვნიშნე უკვე
0
№3
ავტორი: Wardell
21 დეკემბერი 2015 21:42
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
რუნის ფორმას ვიღაც-ვიღაცები ვან გაალს აბრალებდნენ და ვერასდროს ვერ ვხვდებოდი რატო იყო ლუის ბრალი, ყველგან დააყენა და ყველანაირად მოსინჯა მარა თავად რუნია გოჭად გადაქცეული. თუ არ ვცდები პსვ-სთან მატჩში რო გადიოდა და მაისური აიწია იმხელა ღიპი გამოუჩნდა მე შემრცხვა რო ეს ჩვენი კაპიტანია :/

ერთადერთი ვარიანტი დარჩა, მატა მოსინჯოს ფორვარდად. უილსონის ჯერ ნაკლებად მჯერა, არც პოუელია დიდად იმედის მომცემი, მემფისის დაყენებაც შეიჯლება იდეაში წინ მარა რავიცი. ლინგარდი-მემფისი-მარსიალი, იქნებ ერთხელ მაინც დააყენოს ეს შემადგენლობა და 4-3-3 სქემა, სადაც ანდერ ერერას ადგილიც მოიძებნება.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2015 22:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ilker,
ამ საიტზე ლუის მხარდაჭერის გამომხატველ სიტყვებს ყოველთვის უარყოფითი ემოციები მოსდევს და ასე გაფასებენ: "ხომ არ გაგიჟდი" (არ ვგულისხმობ ყველას). მაგრამ ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი: "სახლი მან უნდა დაალაგოს, ვინც არია, რადგან ყველაზე კარგად იცოდა, სად იდო ნივთები არევამდე"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Wardell
21 დეკემბერი 2015 22:16
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
უკვე არეულ სახლში რო მოვიდა, მაშინ რა ხდება? wink საქმეც მაგაშია, რომ არ იცის სად რა იდო, ეგ ფერგიმ იცოდა და ყველაფერი დაწკრიალებული ქონდა. არც იმის მჯერა რო სხვა თუ მოვა ავშენდებით, მაგრამ არც ლუისი მჯერა, ერთადერთი სურვილი მაქ ლივერპულად ნუ გადავიქცევით :(((
0
№6
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2015 22:24
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
მაშინ დამლაგებელი უნდა გამოიძახო, ლაშა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხვდები, რომ დაგავიწყდა ნივთების ადგილსამყოფელი.

ცოტა მოვიცადოთ, ძალიან ცოტაც და ყველაფერი კარგად იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Wardell
21 დეკემბერი 2015 22:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ხო მაგრამ ლუის არც არასდროს სცოდნია რა სად ელაგა "იუნაიტედში", ეგაა პრობლემა. თუ არ იცი ვარაუდით აკეთებ ყველაფერს, ასეა ვან გაალიც, თუმცა ჯიუტია სჯერა რომ სწორ ადგილზე "კიდებს ნახატს" არადა იქ სულაც არ არის მისი ადგილი.

მოკლედ რა, ჩავარდნა გამოსწორებადია აი სიჯიუტე კი არამგონია. ყველა გუნდს, ყველას ვეთამაშებით ერთნაირად აიი ამას ვერანაირად ვერ ვგებულობ, როგორ შეიძლება "სიტის" და "ნორვიჩს" ეთამაშო ერთი სტილით, ტაქტიკით, სქემით და რავიცი კიდე.
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 დეკემბერი 2015 22:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
მარეზი "ჩელსის" წინააღმდეგ გასულ ტურში:
იგალო "ლივერპულის" წინააღმდეგ გუშინდელ მატჩში:

ვიდეოები შესაბამისად არ დევს, არეულია და ჩაასწორე.

რაც შეეხება არეულ სახლს, თუ არ იცი რა სად ალაგია, იმის უნარი და ფანტაზიის უნარი მაინც უნდა გქონდეს, რომ მიხვდე, დაახლოებით სად შეილება ყოფილიყო ესა თუ ის ნივთი... და რომ ტელევიზორი არ შეიძლება აბაზანაში იყოს ))
0
№9
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2015 23:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
არ გეთანხმები იმაში, რომ ლუიმ არ იცოდა, რა ვითარებაში იყო იუნაიტედი. ყველა მწვრთნელმა იცის რა ხდება გუნდში, როცა სეზონი იწყება და არც ლუია გამონაკლისი. უბრალოდ, დროის სვლასთან ერთად კონტროლი დაკარგა და ამაშია მისი დანაშაული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2015 23:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისეთი შთაბეწილება მრჩებოდა ფელაინი რო გავიდა მერე უფრო მოუმატეს ჩაწოდებებს შორეულ კუთხესთან, არადა ფელაინი სულ იქ იდგა მანამდე და დიდად არ ცდილობდნენ მაგისთვის ბურთის მიწოდებას. ეგაა ამ ფეხბურთელის ერთადერთი პლიუსი, საყრდენ ზონაში ამის ყოფნა ზარალი უფროა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top