თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2015, 20:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4503,
კომენტარები: 13
"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
"იუნაიტედის" ზედიზედ მეექვსე წარუმატებლობის მიზეზი.
გუშინ "ლივერპულის" თამაშის ყურებისას იურგენ კლოპთან მიმართებაში ჩემი ახლანდელი აზრი მხოლოდ დავადასტურე (ხაზს ვუსვამ, "მხოლოდ ახლა").

გერმანული გენიის გეგენპრესინგის გამეფებამ და "სიტის" განადგურებამ გარკვეული ეჭვი გამოიწვია. დამებადა შესაბამისი კითხვა "ნუთუ ფეხბურთი იმდენად პრიმიტიული სპორტის სახეობაა, რომ საკმარისია ფეხბურთელები პრესინგით დასაჯო და დააჯერო, რომ მთელი მატჩისთვის ეყოფათ ძალა და ყველაფერი გამოვა?" ნათელია, რომ არა.

შესაძლოა, "ჩელსისა" და "სიტისთან" მატჩში წარმატება კლოპის ტაქტიკურმა იდეებმა მოიტანა, რამაც გეგენპრესინგთან შერწყმით ასეთი ბიძგი მისცა გუნდს.

აი აქ, ქაღალდზე, სრულიად ნათელია, რომ ასეთი ტემპით ყოველთვის ვერ ითამაშებ. გუნდს აუცილებლად ექნება სავსე ლაზარეთი და ფეხბურთელები მოედანზე დროზე ადრე დაიღლებიან. უბრალოდ იმიტომ, რომ სეზონისთვის გუნდი როჯერსმა მოამზადა, უბრალოდ იმიტომ, კლოპი ცხოვრებაში პირველად ითამაშებს შობის მომდევნო დღეს და საერთო ჯამში დღესასწაულებზე 14 დღეში 5 მატჩს ჩაატარებს.

ახლაც ასე ხდება. ეს გამოჩნდა "ნიუკასლთან" მატჩში, სადაც "ჯორდებმა" უბრალოდ გადაუარეს "ლივერპულს". ეს გამოჩნდა გუშინდელ მატჩშიც. ნანახი კლოპმა ასე დააკომენტარა: "ჭკუიდან გადავედით".

შეძლებს თუ არა კლოპი ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას, თუ მას წინასასეზონო მომზადებასა და სატრანსფერო ფანჯარას არგუნებენ, ეს სხვა საკითხია. ალბათ, დაკვირვების შესაძლებლობა გვექნება.

რატომ გადავეკიდე მერსეისაიდულ გუნდს? იმიტომ, რომ ქაღალდზე აღწერილი სიტუაცია რეალურ სიტუაციას შეესაბამება. გარკვეულ გაადვილებულ ხასიათში - 2X2=4

როცა ვლაპრაკობთ "მანჩესტერ იუნაიტედზე", ორის ორზე გამრავლებით ყოველთვის ვიღებთ ხუთს, ან ექვსსაც. მოდით უკეთ დავაკვირდეთ.

"ნორვიჩთან" მატჩში "იუნაიტედის" შემადგენლობა ქაღალდზე სავსებით ბრძოლისუნარიანად გამოიყურებოდა (აბა როგორ, ჩვენ ხომ "ნორვიჩზე" ვსაუბრობთ).

"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


სტანდარტული სქემა 4-2-3-1, რომელსაც სეზონის დასაწყისიდანვე იყენებენ. ამ მატჩის განსაკუთრებულობა ის იყო, რომ მარსიალი მარჯვნივ იდგა, მატა კი ათიანის პოზიციაზე. გარკვეულ მომენტებში მოვლენათა განვითარებაზე დამოკიდებულებით იცვლიდნენ პოზიციას.

"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ფელაინი ნომინალურად საყრდენ ზონაში იმყოფებოდა, მაგრამ, მოწინააღმდეგის გათვალისწინებით, რომელიც კონტრშეტევებზე თამაშს აპირებდა, მარუანი თითქმის არ კავდებოდა დაცვითი საქმიანობით და პირიქით, "ნორვიჩის" კარის ალყაში მოქცევისას მეორე თავდამსხმელის როლს ასრულებდა და განლაგება 2-3-3-2-ს ემსგავსებოდა, სადაც კარს ორი ცენტრალური მცველი იცავდა; ბლინდი, იანგი და კერიკი შეტევას სიღრმიდან უჭერდნენ მხარს; მემფისი, მატა, მარსიალი, ფელაინი და რუნი კრეატიული ტალღის როლში მოგვევლინენ.

"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


მატა ათიანის პოზიციაზე, ახალგაზრდა მემფისი და მარსიალი, რომლებსაც უყვართ და შეუძლიათ საჯარიმოში შესვლა და რამდენიმე ფეხბურთელის მოტყუება, ფლანგებზე, ფელაინი, საჯარიმოში მაღალი გადაცემის გაკეთების სამიზნე და რუნი გამწვავებაზე. აი გეგმა A და გეგმა B.

ქაღალდსა და სურათზე ლამაზად და სიცოცხლისუნარიანად გამოიყურება, როგორც შემადგენლობით, ისე ჩანაფიქრით. ასე არ არის?

რაღაც მომენტებში ამართლებდა კიდეც ჩანაფიქრის მიხედვით. შეხედეთ რუნის არ ჩათვლილი გოლის დროს შესანიშნავი კომბინაციის ამსახველ სურათს. მთელი ხუთეული მოედნის მოკლე ფართობზე, სადაც მოკლე პასი 8 თავდამცველ ფეხბურთელს ატყუებს.

"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ეპიზოდის ვიდეო:



ინტერნეტში კომენტარების წაკითხვისას, რომელიც შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ დაიწერა, მკითხველთა უმრავლესობა შემადგენლობით კმაყოფილი იყო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქაღალდზე ყველაფერი რიგზეა.

ფელაინი

ამ მატჩის შემადგენლობა ოპტიმალური იყო? თამაშის გაძლიერება შნეიდერლინსა და ერერას შეეძლოთ. ანდერის სიტუაცია ვან გაალმა პრესკონფერენციაზე ახსნა, სასტარტოში მისი ხილვა არ იყო მოსალოდნელი, მაგრამ ფელაინის ნაცვლად შნეიდერლინის გამოყვანა ხომ არ აჯობებდა? როგორც უკვე მივხვდით, იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ფელაინი აქტიურად ერთვება შეტევაში და მეორე ფორვარდის როლს ითავსებს. მორგანი ჩამშლელია, ასევე კერიკი. "ნორვიჩთან" კი ცენტრში არაფრის ჩაშლა არ იყო საჭირო, გუნდი თავისი კარიდან თამაშობდა და უშუალოდ კონტრშეტევებზე აკეთებდა აქცენტს. თეორიულად გამართლებული იყო ფელაინის არჩევა.

პრაქტიკულად კი მარუანმა ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა. ვერ ეხმარებოდა დაბლა, ვერც მაღლა, რბილად რომ ვთქვათ, სარგებელი ცოტა იყო. ფელაინიმ საჰაერო ორთაბრძოლა მხოლოდ ორჯერ მოიგო "ნორვიჩის" საჯარიმო მოედანში.

"ქაღალდზე". "ნორვიჩთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


საუკეთესო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის იმის გათვალისწინებით, რომ მარუანის მიერ მოედანზე გატარებული 60 წუთის განმავლობაში "იუნაიტედმა" 28-ჯერ ჩააწოდა.

გამოდის, რეალობაში ჩანაფიქრმა არ გაამართლა.

რუნი


მეორე საკამათო საკითხია რუნის დაყენება ცენტრალურ თავდამსხმელად. უეინმა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, მარსიალი ფლანგზე გაიწვია. რა უნდა მიეღო გუნდს? ენტონი მარჯვენა ფლანგის გამოსაცოცხლებლად იქნა მოხმობილი, რადგან ამ პოზიციას გულშემატკივარი ხშირად აკრიტიკებს. იმის გათვალისწინებით, რომ თავად მარსიალი სიღრმიდან მოქმედებას ამჯობინებს, ეს კარგი ნაბიჯი იყო. ხშირად ვხედავდით მატჩებში, რომელშიც რუნი არ თამაშობდა, რომ ენტონი ძალიან ხშირად გადიოდა ცენტრფორვარდის პოზიციიდან და ბურთს საჯარიმოს კიდესთან იღებდა.

ქაღალდზე win-win situation-ს ვიღებდით. მარჯვება ფლანგი მარცხენას მსგავსად მოქმედებს, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი დგას (სარკაზმის გარეშე).

რა მივიღეთ რეალობაში?

ფლანგი მართლაც გამოცოცხლდა. ენტონი, მიუხედავად თავისი ახალგაზრდულობისა, არა მარტო დიდებულ ტექნიკას ფლობს, არამედ კარგად მოქმედებს ორთაბრძოლებშიც. მატჩის დასაწყისში მარსიალმა სამჯერ თუ ოთხჯერ მოახერხა მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევა თავისი აქტიურობითა და პრესინგით.

რაც შეეხება უეინ რუნის და მის ცენტრალურ თავდამსხმელობას, ტაბლოსა და სტატისტიკაზე შეხედვით (2 დარტმყმა კარში) მივხვდებით, რომ ყველაფერი ცუდად არის. მოედანზე შეხედვისას კი ამაში მხოლოდ დავრწმუნდებით.

პირველ ტაიმში მატასთან გათამაშებული რამდენიმე პასისა და ცენტრიდან რამდენიმე კარგი შეტევის განხორციელების მიუხედავად, უეინმა კვლავ გვაჩვენა, რომ ნელი ფორვარდია, რომელიც შეტევის დასრულებისას პრობლემებს განიცდის.

ის, რომ "იუნაიტედს" "ნორვიჩი" აუცილებლად უნდა დაემარცხებინა, ეჭვს არ იწვევს. შეიძლება ვიდაოთ "ლესტერთან" მატჩზე ან "ვესტ ჰემთან" უიღბლობაზე, ტრავმების არსებობაზე "ვოლფსბურგთან" მატჩამდე, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ პსვ-სა და "ნორვიჩთან" მატჩები "იუნაიტედს" აუცილებლად უნდა მოეგო.

ამ და სხვა მატჩებში მომენტების შექმნისას, "იუნაიტედის" ფეხბურთელები დასრულებით ფაზაში უნიათოები გამოდგნენ. ბოლო პასი, ჩაწოდება, დარტყმა - ეს ყველაფერი ძალიან დაბალ დონეზე დგას. მაგრამ რით ავხსნათ? ნუთუ კარში დარტყმა დაგავიწყდება? ან ზუსტი პასის მიცემა?

შეხედეთ რუნისა და მემფისის დარტყმებს. ორი, თითქოსდა, ნახევარმომენტი.

უეინ რუნის დარტყმა:



მემფის დეპაის დარტყმა:



ახლა, შედარებისთვის ვნახოთ, როგორ იყენებენ პრემიერ ლიგის ფეხბურთელები ასეთ ნახევარმომენტებს.

სტარიჯი "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ლიგის თასზე:



მარეზი "ჩელსის" წინააღმდეგ გასულ ტურში:



იგალო "ლივერპულის" წინააღმდეგ გუშინდელ მატჩში:



ასეთი გოლების ნახვა გვინდა რუნისგან, დეპაისგან. მომენტები კი იქმნება ამისთვის. მაგრამ ტექნიკური რეალიზაცია გაკვირვებას იწვევს.

ის, რაც დიდებულად გამოიყურება ქაღალდზე, საზიზღრობაა საქმეში. და თუ "ლივერპულის" მდგომარეობა აიხსნება, "იუნაიტედის" - არა.

თავდამსხმელთა კლასი? "იუნაიტედს" მეორე სეზონში მინიმუმ კარგი შემადგენლობა ჰყავს.

ცუდი ვარჯიშები? ნუთუ შეიძლება დაგავიწყდეს კარში დარტყმა და პასის კეთება ვარჯიშების გამო.

ცუდი ტაქტიკა? მაგრამ ქაღალდზე ხომ ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება.

ბოლო დროს "იუნაიტედი" ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს, რომელზე პასუხის გაცემაც ჭირს. გადაჭრის ამ პრობლემას მწვრთნელის შეცვლა? ამას ყველა თავისებურად წყვეტს.

ბონუსი

კიდევ ერთი მომენტი, როცა ვერ იშრომეს, ვერ დაასრულეს, ვერ... ოდნავ ზევით რუნის პასი - და პოტენციურად ტურის საუკეთესო გოლია. ცოტ-ცოტა აკლდება, როგორც ნებისმიერ სხვა ეპიზოდში. ძალიან სამაგალითოა.



ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: JuanMata
22 დეკემბერი 2015 02:13
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
თეორიულად შესაძლებელია, რომ ვან გაალმა ყველაფერი მოაწესრიგოს, მაგრამ მისი სიჯიუტიდან გამომდინარე 3 წელზე ბევრად მეტი დაჭირდება, ჯერ მარტო სამ მცველიანი ტაქტიკა რომ აიღო, რამდენი ხანი არ ცვლიდა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ 4 მცველით ბევრად უკეთ თამაშობს გუნდი.

ვან გაალის პრობლემა ისაა, რომ ცდილობს გუნდი მოირგოს თავის ფილოსოფიაზე და არ გამოსდის, ვერ გახდა ფელაინი თავდამსხმელი, როგორც ლუის უნდოდა, დარწმუნებული ვარ, როცა თავდამსხმელებს ყიდდა, ფელაინის იმედი ჰქონდა. ვერც დი მარია მოარგო თავის იდეებს, და თითქმის ყველა სხვა ფეხბურთელი აკეთებს იმას, რისი კეთებაც არ იცის, ყოველი წარუმატებლობა ფეხბურთელებზე მოქმედებს და ვხედავთ სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, როგორ ნელ-ნელა უარესდება მათი თამაში.

ლუის აქვს რესურსი, რომელსაც ვერ იყენებს. მესი და ნეიმარი შეიძლება არ ჰყავს, მაგრამ დეპაი, მარსიალი, ერერა, მატას როცა ხედავ მოედნაზე, მინიმუმ ლამაზ თამაშს მაინც უნდა ხედავდე.

არც ერთი ტოპ ფეხბურთელი, რომელსაც ყველას ასე ითხოვს არ გადმოვა ლუსითან სათამაშოდ. მანჩესტერში მოვა მარტო ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე, რომლისთვისაც ტრამპლინი იქნება მანჩესტერი, ან ვეტერანი, რომელიც სახელოვან კლუბში დაასრულებს კარიერას.
0
№12
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2015 09:49
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
JuanMata,
სახელოვანი ფეხბურთელის ყიდვის პრობლემა მოიესის დროს გვქონდა, მაგრამ ლუის დროს არ გვექნება. ეს არ არის ვიღაც მწვრთნელი, წარმატებას მიღწეული სახელოვანი მწვრთნელია და ფეხბურთელებს დააინტერესებთ მასთან მუშაობა, უბრალოდ შენ მითხარი, რომელი მაღალი დონის ფეხბურთელის ხელმისაწვდომი დღეს სატრანსფერო ბაზარზე? ყველა ეს ფეხბურთელი ისეთ კლუბშია, რომელიც ყოველ წელს რაღაცას იგებს და თან ძირითადში თამაშობენ. ანუ კლუბსაც სჭირდება ფეხბურთელი და ფეხბურთელს კლუბი. თანხა ასეთ დროს თითქმის არაფერს წყვეტს, რომ არაფერი ვთქვა მოთამაშის სურვილზე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: dachi_mu
22 დეკემბერი 2015 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ეხ ჩემო მეგობრებო..ამხელა სტატია და განხილვა რო გააშანშალა ჩვენმა ძმამ ის თქვას ერთი რო ლუის გაგდება უნდათ ფეხბურთელებს და იმიტო არ თამაშობენ.. :) სუსტი გუნდი გვყავსო..არაფერი სუსტი გუნდი არ გვყავს..ლესტერზე კარგი არ გვყავს ან ტოტენჰემზე? თუ არ გვყაბს რატო არ გვყავს? ფული არ მიცეს თუ დრო? სტოკთან თამაშის მერე ააცმევენ ვანგაალს და ვისაც მოგწონთ მერე სხვა გუნდში წაყევით..მე მაგალითად მომენატრა მანჩესტერის თამაშის ყურება :) და მინდა ისევ ვნახო ძველი თუ არა,ძველთან მიმსგავსებული მანჩე მაინც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top