თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2015, 19:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3711,
კომენტარები: 18
"ხელის ჩაქნევა გამოსავალი არ არის"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,

სამწუხაროდ, კვლავ იძულებული ვარ ბლოგში ეს ვწერო. ამის დაწერა არ მინდოდა. არც თქვენ გენდომებოდათ ამის წაკითხვა. მორიგი მარცხი... დარწმუნებული ვიყავი, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შაბათს სამ ქულას აუცილებლად მოვიპოვებდით. მაგრამ არ გამოვიდა. ახლა რთულ სიტუაციაში ვართ. ვალდებულები ვართ, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ გამარჯვებების სერიას, ამისათვის კი ერთად უნდა დავდგეთ და საკუთარი თავის ვირწმუნოთ. ყველანი დამწუხრებულები ვართ. რაც შეიძლება მალე უნდა გავიმარჯვოთ. ეს განწყობის შეცვლასა და ჩვენი ძალებისადმი რწმენაში დაგვეხმარება. ამის მჯერა. მომდევნო შანსს "ბოქსინგ დეიზე" "სტოკ სიტის" წინააღმდეგ მივიღებთ. ყველაზე ადვილი მატჩი ნამდვილად არ გველოდება.

უმნიშვნელოა, რამდენად რთული იქნება სიტუაცია, არც კი ვფირობ, რომ უნდა დავნებდეთ. ასეთია ჩემი ყოველდღიური განწყობა. ვცდილობ, ყოველდღე ყველაფერი გავიღო დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ ვითარდება მოვლენები. მჯერა, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს შავი ფონის შესაცვლელად: ბევრი უნდა ვიშრომოთ. ადრე თუ გვიან, მივაღწევთ იმ შედეგს, რომლის იმედიც გვაქვს. ახლა მომდევნო შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ, რათა ჩვენი გუნდური სულისკვეთება ვაჩვენოთ და მაქსიმალური ქულები დავაგროვოთ საშობაო პერიოდში. ეს თეთრი ფონის დასაწყისი იქნება.

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ ჯერჯერობით შესაფერისად ვერ გიხდით ამაგს თქვენი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, მოვლენათა მსვლელობას შევცვლით.

ბედნიერ შობას გისურვებთ, გეხვევით,

ხუანი.
მატას ბლოგი
18 კომენტარი
№1
ავტორი: dreamer
21 დეკემბერი 2015 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ამისი მუდამ ოპტიმისტური განწყობაც ძაან ნერვებ მომშლელია უკვე რა ვან გაალით დაწყებული კიდევ ბევრი ფეხბურთელით
გაგრძელებული გასაწმენდია გუნდი
0
№2
ავტორი: dachi_mu
21 დეკემბერი 2015 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ამას ხო. ბედი არააქ მაურინიო წყევლასავით დასდევს :D მე პირადად საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მატასი მარა..დიდი ალბათობით ბრიტანიადან ლუი პირდაპირ სახლში დააწვება და ჟოზე მოვა :) და ამას ისევ გაუშვებს
0
№3
ავტორი: ilker
21 დეკემბერი 2015 19:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
რამდენიმე დღეა საიტზე არ ვყოფილვარ, არც მატჩი მინიხავს. არ მეგონა ასეთი არეული სიტუაცია თუ მადხვდებოდა (იუნაიტედის შიდა სამზარეულოს ვგულისხმობ). აქამდეც მომხრე ვიყავი და ახლაც ჩემსავე აზრზე ვრჩები, რო ლუი უნდა დარჩეს, მინიმუმ სეზონის ბოლომდე. უ ვერ გაამართლებს და ან ეპლ-ს ან რომელიმე თასს ვერ მოიგებს, თუნდაც თამაშის ხარისხს ვერ გამოასწორებს მხოლოდ მაშინ შეიძლება ამის გაშვება. უამრავი ტრამვირებულია და ახლა თუ გააგდეს ლუი თავის გასასამართლებელი საბუთი ექნება, სეზონის ბოლომდე ფეხბურთელები "მოიხოდებიან" და ლუიც დაკარგავს უკან დასახევ გზას.

რაც შეეხება მატას, მგონია, ფეხბურთის თამაშზე უკეთ წერა და საუბარი გამოდის, როგორც სხვა ყველას

როგორც ილია ამბობს: "ჯერ სიტყვაა სიტყვა და მერე სიტყვაა საქმე", მარა ამდენი საუბარიც დამღლელია
0
№4
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2015 20:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისე ჩაიკარგა ეს მოედანზე მართლა წეროს მგონი ჯობია. ძაან აირია გუნდი, ტრავმები, ეს უგოლო მატჩები, არც ერთი არ არის ნორმალურ ფორმაში, ერთადერთი წინ გამწვავებას მარტო მარსიალი ცდილობს, ყველა სხვაგანაა რასაც ქვია.
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 დეკემბერი 2015 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მარტო სიტყვები იმისა, რომ უნდა იშრომოთ და შედეგიც მოვა საკმარისი არაა ჩემო ხუან. გუნდი ძალიან არეულია და სანამ ვან გაალი იქნება მწვრთნელად ვერც დალაგდება...
0
№6
ავტორი: ilker
21 დეკემბერი 2015 21:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ვახო ( G G M U),
ისეთი შთავეჭდილება მრჩება თითქოს ლუის აბრალებდეთ ყველაფერს.
თუ ფეხბურთელი პროფესიონალია მწვრთნელს კი არა, საკუთარ მოწოდევას უნდა ემსახუროს.
ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა
0
№7
ავტორი: RojoDiablo
21 დეკემბერი 2015 22:09
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ilker,
გულშემატკივარი ყველანაირი არსებობს და მათ გვერდს ვერ აუვლი. არსებობენ იმიტომ, რომ ფაქტები აძლევთ არსებობის საშუალებას. მოგეხსენება, არის მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ ფეხბურთელი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ზოგიერთი კონკრეტულის შემთხვევაში. ასეთ დროს ამბობენ, რომ ტაქტიკა მოერგო ფეხბურთელს. მაგრამ ტრაგედია ის არის, რომ მატას ბოლო ორ თამაშში პასების კეთებაში წუნი შეეტყო.

არ ვიცი, სად ვიპოვო სქრინები, მაგრამ ვოლფსბურგთან მატჩში სამჯერ იყო ეპიზოდი, როცა მატას სწორ პასს (ვგულისხმობ მიმართულებას, სწორი ხაზი უნდა გაევლო) მარსიალის ერთი-ერთზე გაყვანა შეეძლო, თუმცა უბრალოდ ვერ გააკეთა. ხან სიზუსტე აკლდა, ხან სიძლიერე პასს და ეს როგორ დავაბრალოთ ლუის?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 დეკემბერი 2015 22:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
გამოსავალი ფეხბურთის თამაშია, რომელიც მოგავანტრეთ ხუანსიტო
0
№9
ავტორი: Mufc7
21 დეკემბერი 2015 23:12
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ცვლილების მოლოდინში ვართ, რაც ჯერ არ ჩანს, სამწუხაროდ, სხვა ჩვენ არაფერი დაგვრჩენია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 დეკემბერი 2015 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ilker,
სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი რას გულისმხობ როცა ამბობ ფეხბურთელი საკუთარ მოწოდებას უნდა ემსახუროსო და რაც შეეხება ყველაფრის ვან გააალზე გადაბრალებას ეს ასე ნამდვილად არაა. ყველაფერს ვან გაალს არ ვაბრალებ, მაგრამ უმეტესი ნაწილი პასუხისმგებლობისა მასზეა და დღევანდელ ფეხბურთში კიდე რამხელა ძალა აქვს მთავარ მწვრნთნელს მგონი ყველასათვის ცნობილია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top