თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2015, 19:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3574,
კომენტარები: 18
"ხელის ჩაქნევა გამოსავალი არ არის"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,

სამწუხაროდ, კვლავ იძულებული ვარ ბლოგში ეს ვწერო. ამის დაწერა არ მინდოდა. არც თქვენ გენდომებოდათ ამის წაკითხვა. მორიგი მარცხი... დარწმუნებული ვიყავი, რომ "ოლდ ტრაფორდზე" შაბათს სამ ქულას აუცილებლად მოვიპოვებდით. მაგრამ არ გამოვიდა. ახლა რთულ სიტუაციაში ვართ. ვალდებულები ვართ, რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ გამარჯვებების სერიას, ამისათვის კი ერთად უნდა დავდგეთ და საკუთარი თავის ვირწმუნოთ. ყველანი დამწუხრებულები ვართ. რაც შეიძლება მალე უნდა გავიმარჯვოთ. ეს განწყობის შეცვლასა და ჩვენი ძალებისადმი რწმენაში დაგვეხმარება. ამის მჯერა. მომდევნო შანსს "ბოქსინგ დეიზე" "სტოკ სიტის" წინააღმდეგ მივიღებთ. ყველაზე ადვილი მატჩი ნამდვილად არ გველოდება.

უმნიშვნელოა, რამდენად რთული იქნება სიტუაცია, არც კი ვფირობ, რომ უნდა დავნებდეთ. ასეთია ჩემი ყოველდღიური განწყობა. ვცდილობ, ყოველდღე ყველაფერი გავიღო დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორ ვითარდება მოვლენები. მჯერა, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს შავი ფონის შესაცვლელად: ბევრი უნდა ვიშრომოთ. ადრე თუ გვიან, მივაღწევთ იმ შედეგს, რომლის იმედიც გვაქვს. ახლა მომდევნო შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ, რათა ჩვენი გუნდური სულისკვეთება ვაჩვენოთ და მაქსიმალური ქულები დავაგროვოთ საშობაო პერიოდში. ეს თეთრი ფონის დასაწყისი იქნება.

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ ჯერჯერობით შესაფერისად ვერ გიხდით ამაგს თქვენი მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, მოვლენათა მსვლელობას შევცვლით.

ბედნიერ შობას გისურვებთ, გეხვევით,

ხუანი.
მატას ბლოგი
18 კომენტარი
№11
ავტორი: Mike
22 დეკემბერი 2015 00:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ვან გაალის ბრალი არაა, დი მარია, ვან პერსი, ჩიჩარიტო ფანებმა გავყიდეთ და უილსონმა თავი გაინათხოვრა , პირადად ჩემი ბრალია ის, რომ აღარცერთ ფეხბურთელს ხალისი არ აქვს, არც ისაა ვან გაალის ბრალი, ყველა ფეხბურთელი ჩარჩოში რო მოაქცია, აბა რა ვან გაალის ბრალია ის რო უკვე მეორე სეზონია გუნდშია და თითქმის ერთიდაიგივე პერიოდში გუნდს ტრავმები უტევს!! რა ვან გაალის ბრალია რო არჩეული ტაქტიკა არ ამართლებს და მაინც იგივეთი ცდილობს ფონს გასვლას ))) რა ვანგაალის ბრალია მსოფლიოში ერთერთი უსახური ფეხბურთის მქადაგებლად რო გადააქცია "მანჩესტერ იუნაიტედი"?!
0
№12
ავტორი: ilker
22 დეკემბერი 2015 09:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ვახო ( G G M U),
ფეხბურთელის მოწოდება ფეხბურთის თამაშია smile

Mike,
ჯერ ფეხბურთელებზე გეტყვი რაღაცას. დი მარიამ თვითონ აღიარა რო მანჩესტერში თამაში არ უნდოდა. ვან პერსი ძველი ვანპერსი აღარაა. უყურეთ ფენერბახჩეს თამაშებს ძირითადშიც ვერ ხვდება იქ და მსგავსი ჩამოწერილი ფეხბურთელი მანჩესტერს არ ჭირდება. ჩიჩარიტოს შანსი მიცა და ვერ გამოიყენა (რეალში ყოფნისას რა კომენტარებს აკეთებდა და ბევრმა ამ საიტის მომხმარებელმა აგინა, მარა ყველაფერს ადვილად ივიწყებენ), ერთადერთო უილოს იჯარის აზრი ვერ გავიგე და ეგეც დავწერე სხვა სიახლეზე.

ლუის ბრალი ბევრი რამაა, მაარა ფეხბურთელები ისე გამოგყავთ თითქოს სხვა მწვრთნელის ხელში იფრენენ. მაგალითად ბევრს ეგონა რო კლოპი ეპლ-ს მოიგებდა ერთადერთი RojoDiablo იძახდა ამ სეზონში ვერ მოიგებსო და 99%-ით ახდება. ასევე ვიქნებით ჩვენც, სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შევცვალოთ მწვრთნელი ჩვენც და "ავშენდებით". დავიჯერო ლუის უნდა წაგება? მისი ბრალია გამოჭოლ გადაცემას რო ვერ აკეთებენ? მისი ბრალია გოლი რომ ვერ გააქვთ? თუ გავიყვანოთ ლუი და ეგ ვათამაშოთ wink wink
0
№13
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2015 09:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Mike,
ანუ, შენი სიტყვებიდან გამომდინარე მე ასეთი შინაარსი გამოვიტანე: ვან გაალი მწვრთნელად აღარ ვარგებულა. ამას გულისხმობ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Mike
22 დეკემბერი 2015 11:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
RojoDiablo,
და მე შენი სიტყვებიდან ვერანაირი აზრი რო ვერ გამოვიტანე არაუშავს ხო?

ilker,
ესეთ მწვრთნელთან არ მგონია ვინმეს უნდოდეს თამაში )) და პრემიერლიგაში 20 ადგილზე რო ვართ გატანილი გოლებით და კარში დარტყმებით ვან პერსის ფორმაზე და ჩიჩარიტოს გინებაზე საუბარი ცოტა უერხულია, გადაწყვეტილებებს იღებს ვან გაალი და ფაქტია ყველა გადაწყვეტილება არის არასწორი
0
№15
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2015 13:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Mike,
რა ვიცი, თუ გინდა უშავდეს, მაგრამ მოკლე რომ აგიხსნა, ასეთი რამ ვთქვი: ვან გაალი მწვრთნელად აღარ ვარგა, ამას გულისხმობ?

უი, ისევ ისეთი რამ ვთქვი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: Mike
22 დეკემბერი 2015 15:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ვან გაალი არ შეეფერება "მანჩესტერ იუნაიტედს"RojoDiablo,
0
№17
ავტორი: RojoDiablo
22 დეკემბერი 2015 16:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Mike,
გასაგებია, ეგ სიტყვა უკვე სულ სხვა მიმართულებას მისცემს საუბარს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№18
ავტორი: Mike
22 დეკემბერი 2015 17:06
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
RojoDiablo,
შენ თვლი რომ შეეფერება ხო? ისე "იუნაიტედში" ვეივარგა და გავარტყი თუ არცაა კაი მწვრთნელი რა , ჩემ თვალში 0
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top