თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2015, 14:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3211,
კომენტარები: 11
"ვან გაალი არ უნდა დაითხოვონ"
ექსპერტის მოსაზრება ჰოლანდიელის პოზიციის შესახებ.
ლუი ვან გაალი არ იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, მაგრამ ის ახლა არ უნდა დაითხოვონ, აცხადებს ჯონ ქროსი.

"როცა "იუნაიტედმა" ვან გაალი დაიქირავა, ნამდვილად ვიცოდით, რას მიიღებდნენ - მეთოდურ, ნელ და დამღლელ ფეხბურთს. "იუნაიტედი" იყო ნელი, პასებს აქეთ-იქით აკეთებდა და მოსაწყენად თამაშობდა.

ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, მაგრამ ახლა პანიკის ღილაკზე დაჭერა, სრულიად უცნაური იქნება. დიახ, კატასტროფა იყო ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა და ევროპის ლიგაზე თამაში, მაგრამ პრემიერ ლიგაში ჯერ კიდევ ყველაფერი რიგზეა და ამ მხრივ გაბრაზების არ მესმის.

დადგება თებერვალი და თუ იგივე მდგომარეობა იქნება, მერე ვილაპარაკოთ. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვან გაალი მომდევნო სეზონში "იუნაიტედს" გაწვრთნის - ასეთი შეგრძნება მაქვს.

ზოგიერთი შენაძენი ფეხბურთელი მართლაც ცუდად თამაშობს და არა მგონია, ვან გაალი პროგრესირებდეს",
- განაცხადა ჯონ ქროსმა.

წყარო: skysports
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 დეკემბერი 2015 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პრემიერ ლიგაში ყველაფერი რიგზეა??? მე-5 ადგილი და ესეთი ცოდო ფეხბურთის თამაში თუ რიგზე დააყენებდა ყველაფერს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი areyoukiddingme
0
№2
ავტორი: Giggsy
21 დეკემბერი 2015 16:04
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№3
ავტორი: dachi_mu
21 დეკემბერი 2015 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
წადი შე არასწორო ვიღაცა ხარ.. თებერცლამდე ათეულს გავცდებით ქვენოთ... არ შეიძლება მოცდა
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 დეკემბერი 2015 17:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ვან გაალის ბიძაშვილია ეს ?
0
№5
ავტორი: Best 7
21 დეკემბერი 2015 17:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ტიპი გამოსწორებასაც არ ფქრობს დააყენოს სხვა შემადგენლობა ათამაშოს შემტევი ფეხბურთი არა მანც და მაინც უკან აკეთებიებს პასებ ჰოდა შეიტენოს ეგ უკანა პასები
0
№6
ავტორი: dachi_mu
21 დეკემბერი 2015 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Best 7,
ხოო ეეგგგ ყველაზე დიდი მიზეზია რისთვისაც უნდა გააგდონ
0
№7
ავტორი: GeorgeBest
21 დეკემბერი 2015 18:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გასაგებია რომ ფეხბურთელები ვერ თამაშობენ, ამას ვხედავთ, შარშან კიდე გაამართლებდი კაცი რომ მისივე მოყვანილი არავინ იყო და გუნდი გასაძლიერებელი იყო. ტიპმა ნახევარზე მეტი გაუშვა, ამდენი კაცი მოიყვანა და მაინც პრობლემებია ყველა პოზიციაზე, ეს პრობლემები მისმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია
0
№8
ავტორი: ALEXFERGUSON
21 დეკემბერი 2015 18:16
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ვახო ( G G M U),
კიდე კაი ევერტონი,ტოტენჰები,ჩელსი და საუთჰემპტონი საკმაოდ ბევრ ქულას კარგავს. თორე ახლა სად ვიქნებოდით ალბად ხვდები. ლიჟბი გოლი არ გაუშვა კარში და იქნებ ერთი მაიცნ გაიტანოს შეტევამ,მესმის იმ შემთხვევაში ცენტრში მალდინი-ნესტა ან ფერდინანდი-ვიდიჩის დუეტი გედგას. კიდე იტყვი,რომ გამართლებულია ასე უკან პასებით თამაში. მარა როდესაც ხარ მაკნერი,ბლოქვინ ჯიონსტონი(თუ რაღაც უბედური როა) ვარელა და თხოვ გუნდმა ბურთის არ გაშვებაზე მოახდინოს კონცენტრაცია,არავითარ შემთხვევაში არ გამოვა. რადგან არცერთი აზზე არაა ჯერ დაცვის.
თუნდაც წინა თამაში,მარტიალს რა ჩემი ჩოგანი უნდოდა მარჯვენა ფლანგზე რო დარბოდა? ეგ ხო იასნად მწვრთნელის მითითებაა? ან სმოლინგს იქ რაუნდოდა ის მომენტი რო გამაზა,ეგეც ხო იასნად მწვრთნელის მოფიქრებული გეგმაა(სრულიად უაზრო და გაუმართლებელი) კიდე კაი ლიგიდან გამოვარდით და ბაიერნი,ბარსა და ა.შ.არ შეგხვდა ვინმე,თორე იპსვიჩები და ბორმუთები გააზრებული კომბინაციებით გვიტანენ მინიმუმ 2 გოლს და ხო აზე ხარ ისინი არს გვიზავდნენ.
0
№9
ავტორი: devidi
21 დეკემბერი 2015 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
რას ეწევით ეგეთს რა უბედურებაა
0
№10
ავტორი: გაბადაძე
21 დეკემბერი 2015 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ამას აზროვნებაში ცოტა უჭირს, რა ყველაფერი კარგადა ლიგიდან გამოვარდით თასიდან გამოვარდით, ეპლში ბოლო 4 თამაშია არ მოგვიგია,იმედია ამ ორსაც წავაგებთ და როგორც ამბობენ გაუშვებენ ამ უემოცია კაცს. ნაღდად არ მინდა ჩელსისთან რო წავაგოთ მარა მაინც ეს თუ ვანგალის გაშვებას ხელს შეუწყობს ჯანდაბას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top