ესპანელი მწვრთნელი კარიერას ინგლისში გააგრძელებს.
მომდევნო კვირაში პეპ გვარდიოლა გამოაცხადებს, რომ მიუნხენის "ბაიერნს" დატოვებს, მის ადგილს კი კარლო ანჩელოტი დაიკავებს.
მედია ირწმუნება, რომ გვარდიოლამ, რომლის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, "ბაიერნის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ბუნდესლიგის გრანდი კი ესპანელის წასვლისთვის უკვე ემზადება და კარლო ანჩელოტისთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ახალი ამბავი საყურდღებო იქნება "ჩელსის", "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", რამეთუ სამივე აღნიშნული გუნდი სამწვრთნელო პრობლემის გადაჭრას ცდილობს.
გვარდიოლას გადაბირებას "სიტი" აქტიურად ცდილობს, თუმცა თავად მწვრთნელს "წითელი ეშმაკების" გაწვრთნა სურს.
ანჩელოტის "ჩელსისაც" უკავშირებდნენ, მაგრამ "რეალის" ყოფილი მწვრთნელი "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნებას არ აპირებს.
გვარდიოლამ "ბაიერნი" 2013 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ ახერხებს ბუნდესლიგის მოგებას.
ესპანელმა უკვე აღიარა, რომ თავისი მომავლის შესახებ ზუსტ ცნობებს მომდევნო კვირაში გაავრცელებს:
"დღეს არ მაქვს პასუხი. მომდევნო კვირაში ყველაფერს მოეფინება ნათელი"."ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი განაცხადა, რომ გვარდიოლასთან მოლაპარაკებებს კიდევ გამართავს, როცა მისი გუნდი შაბათს "ჰანოვერს" დაუპირისპირდება.
"თარიღის გადმოწევას არ ვაპირებთ. უკვე ვთქვით, რომ გადაწვეტილებას 2015 წელს მივიღებდით.
ვიცი, რომ გვიანია, შობამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე, მაგრამ საუბარი "ჰანოვერთან" მატჩის შემდეგაც გაიმართება და გადაწყვეტილებას გაცნობებთ".თუმცა გვარდიოლამ უკვე გადაწყვიტა კლუბის დატოვება. "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა წელიწადში 14.5 მლნ. ფუნტის ოდენობის ხელფასზე განაცხადა უარი.
წყარო:
dailymail