თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2015, 19:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4044,
კომენტარები: 15
გვარდიოლა პრემიერ ლიგაში იმუშავებს
ესპანელი მწვრთნელი კარიერას ინგლისში გააგრძელებს.
გვარდიოლა პრემიერ ლიგაში იმუშავებს
მომდევნო კვირაში პეპ გვარდიოლა გამოაცხადებს, რომ მიუნხენის "ბაიერნს" დატოვებს, მის ადგილს კი კარლო ანჩელოტი დაიკავებს.

მედია ირწმუნება, რომ გვარდიოლამ, რომლის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, "ბაიერნის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ბუნდესლიგის გრანდი კი ესპანელის წასვლისთვის უკვე ემზადება და კარლო ანჩელოტისთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.

ახალი ამბავი საყურდღებო იქნება "ჩელსის", "მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", რამეთუ სამივე აღნიშნული გუნდი სამწვრთნელო პრობლემის გადაჭრას ცდილობს.

გვარდიოლას გადაბირებას "სიტი" აქტიურად ცდილობს, თუმცა თავად მწვრთნელს "წითელი ეშმაკების" გაწვრთნა სურს.

ანჩელოტის "ჩელსისაც" უკავშირებდნენ, მაგრამ "რეალის" ყოფილი მწვრთნელი "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნებას არ აპირებს.

გვარდიოლამ "ბაიერნი" 2013 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ ახერხებს ბუნდესლიგის მოგებას.

ესპანელმა უკვე აღიარა, რომ თავისი მომავლის შესახებ ზუსტ ცნობებს მომდევნო კვირაში გაავრცელებს: "დღეს არ მაქვს პასუხი. მომდევნო კვირაში ყველაფერს მოეფინება ნათელი".

"ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი განაცხადა, რომ გვარდიოლასთან მოლაპარაკებებს კიდევ გამართავს, როცა მისი გუნდი შაბათს "ჰანოვერს" დაუპირისპირდება.

"თარიღის გადმოწევას არ ვაპირებთ. უკვე ვთქვით, რომ გადაწვეტილებას 2015 წელს მივიღებდით.

ვიცი, რომ გვიანია, შობამდე მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე, მაგრამ საუბარი "ჰანოვერთან" მატჩის შემდეგაც გაიმართება და გადაწყვეტილებას გაცნობებთ".


თუმცა გვარდიოლამ უკვე გადაწყვიტა კლუბის დატოვება. "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა წელიწადში 14.5 მლნ. ფუნტის ოდენობის ხელფასზე განაცხადა უარი.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: ilker
17 დეკემბერი 2015 00:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
Jorbe-Jorbe,
გვარდიოლამ მაგრად გაამწარ იუნაიტედი და იქნებ გამოასწოროს ახლა. მე მაგრად მომწონს პეპი, მარა იუნაიტედი უფრო კონსერვატიული გუნდია, სიაახლებს კარგად ვერ ეგუება. რაც შეეხება მწვრთნელთა ცვლილებებს ყველამ შეიძლება შეიცვალოს კლუბი გარდა ლუისა
0
№12
ავტორი: Best 7
17 დეკემბერი 2015 01:00
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მე რავი ანჩელოტი თუ მოვიდა უფრო მირჩევნიამარა გუარდიოლაცმაგარია
0
№13
ავტორი: Jorbe-Jorbe
17 დეკემბერი 2015 08:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ilker,
ასე მგონია, რომ შენ და დუმბო ლუის მიერ შემოგზავნილი აგენტები ხართ რედარმიზე :დ

ორჯერ მოგვიგო და ორივეჯერ დამსახურებულად... მე ყველაზე ლარგი ვარიანტი მაინც პეპი მგონია...
0
№14
ავტორი: AkkRed
17 დეკემბერი 2015 10:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მომავალ კვირას იტყვის მივდარო გუნდიდან და არა რომელ გუნდში მიდის ასე შუა სეზონში მწრთნელი არ იტყვის მომავალ სეზონში რომელ გუნდს ჩაიბარებს. ისე პეპს თუ მართლა უნდა დამტკიცება იმისა, თუ რაოდენ ძლიერი გუნდია მაშინ ჩვენსავით არეულ გუნდში უნდა მოვიდეს და ფეხზე წამოაყენოს. თორე აშენებულ გუნდში მოიესიც კარგია
0
№15
ავტორი: nika_nikusha
17 დეკემბერი 2015 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
კლოპი ლივერპულში, გვარდიოლა სიტიში და ვანგაალი იუნაიტედში მაგარი მომავალი გვაქვს derpwhy
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top