თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2015, 08:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3140,
კომენტარები: 12
ჩიჩარიტო: "ვან გაალმა ყველაფერი ამიხსნა"
ხავიერ ერნანდესი კლუბის დატოვების მიზეზზე საუბრობს.
ჩიჩარიტო:
ხავიერ ერნანდესმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებამდე ვან გაალი მას პირადად ესაუბრა და აუხსნა, რომ გუნდის შეტევაში მისი თამაშის შანსი ნულთან მიახლოებული იყო.

"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული ხუთი წლის შემდეგ ჩიჩარიტომ გერმანულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

27 წლის ფეხბურთელმა გერმანიაში უკვე მოახერხა თავის დამკვიდრება და კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში 19 გოლი გაიტანა.

როცა "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგიდან ვარდებოდა და "ბორნმუთთან" მარცხდებოდა, მექსიკელი "ბარსელონას" კარის დალაშქრვითა და ბუნდესლიგაში ჰეთ-ტრიკის შესრულებით იყო დაკავებული.

მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალმა "რეალის" შეთავაზება შესაფერისად ჩათვალა, ერნანდესი გასულ სეზონში მადრიდში იჯარის წესით გადავიდა. "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ მექსიკელის კარიერაში კვლავ არსებობდა კითხვის ნიშანი.

"მუვისტართან" ინტერვიუში კი ერნანდესმა განაცხადა:

"ვან გაალს ვესაუბრე: მითხრა, რომ "იუნაიტედის" თავდასხმაში ჩემი თამაშის შანსი ნულს უახლოვდებოდა. ამიტომაც გადავედი "ბაიერში".

აქ პირველივე დღიდან დამიბრუნდა თავდაჯერებულობა. თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობ და არა მარტო იმის გამო, რომ გოლები გამაქვს. აქ ყოველ მატჩს ძირითადში ვიწყებ".


ერნანდესი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2010 წელს "გვადალახარადან" გადავიდა და სადებიუტო სეზონში 20 გოლი გაიტანა. იმავე წელს ჩიჩარიტო გულშემატკივარმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩია.

მას შემდეგ, რაც სერ ალექს ფერგიუსონი პენსიაში გავიდა, დევიდ მოიესი მას არ სწყალობდა.

ერნანდესმა ფერგიუსონი შეაქო იმის გამო, თუ როგორ უდგებოდა შოტლანდიელი თავის შემადგენლობას:

"ძალიან გამიმართლა, რომ აღმოვჩნდი პირველი მექსიკელი, რომელიც მსოფლიოს უდიდეს კლუბში მოხვდა.

"ოლდ ტრაფორდზე" მშვენიერი დრო გავატარე. დებიუტი არნახული შესაძლებლობებით დატვირთული გამომივიდა. თუმცა დროის სვლასთან ერთად სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი უარესად იქნებოდა.

ფერგიუსონის მადლიერი ვარ. ვფიქრობ, ის "მანჩესტერ იუნაიტედის" უდიდესი მწვრთნელია. განსაკუთრებით იმის გამო, რომ მენეჯერობის ნიჭი აქვს.

ყოველ ფეხბურთელს თავისი ადგილი ჰქონდა. თითოეულ ფეხბურთელს ეძლეოდა სეზონში 15 მატჩის ჩატარების საშუალება. მან მე ევროპაში წარმადგინა და "იუნაიტედთან" ერთად ორჯერ მომაგებინა ჩემპიონის ტიტული".


წყარო: sportinglife.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2015 09:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შენი წასვლა კი არა ზოგადად თავდამსხმელების შემთხვევაში გატარებული სატრანსფერო პოლიტიკა იწვევს ეჭვს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Dato-herera
16 დეკემბერი 2015 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
Me mainc mimachnia ro unda wasuliyo))ar mgonia ro old trafordze tavs daimkvidrebda:D
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 დეკემბერი 2015 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მოდი ესე ვთქვათ რააა, ამას ჭირდებოდა მუდმივი სათამაშო დრო, როგორც ეხლა ლევერკუზენშია, მაგრამ მუდმივად ძირითადში ჩიჩარიტო ვერ მოხვდებოდა, სკამზე ჯდომით კიდე არა მგონია კმაყოფილი ყოფილიყო. გასაგებია, რომ გოლებს იტანს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანჩესტერშიც იგივე რაოდენობის გოლებს შეყრიდა. თუმცა ვან გაალმა, რომ მხოლოდ 2 თავდამსხმელი დაიტოვა ეს უკვე შეცდომა იყო და ამ შეცდომას დღესაც ვიმკით. მოძრავი და ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი გვჭირდება, რომელიც გოლებსაც გაიტანს და მარტო საჯარიმოს თავდამსხმელი არ იქნება.
0
№4
ავტორი: temo-scholes
16 დეკემბერი 2015 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Chicha pirvel rigshi madloba imistvis rac am 5 welshi chventvis gaakete da imistvis kide ro xvdebi babus fass...

ვახო ( G G M U),
+1 getanxmebi vaxo da aseti tavdamsxmeli dges zustad lukakua....
0
№5
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2015 11:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ზუსტად იმ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია რომელ გუნდშიც ახლა არის
0
№6
ავტორი: JuanMata
16 დეკემბერი 2015 12:24
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
უნდა წასულიყო, კარგად მოერგო გუნდს და კიდევ უკეთ ათამაშდება ცოტა ხანში.

უბრალოდ როცა გუნდში ტოვებ ორ თავდამსხმელს (აქედან ერთი ცუდ ფორმაში და მეორე 19 წლის გამოუცდელი ახალგაზრდა) ჩიჩარიტოსნაირი, თუნდაც საშუალო დონის გამტანი ფორვარდის გაშვება ცოტა უცნაურია.

ყველაფერს ჯობდა მარსიანლთან ერთად ერთი გამოცდილი ფორვარდიც დაემატებინა.
0
№7
ავტორი: GeorgeBest
16 დეკემბერი 2015 13:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიხარია ესე რო მისდის თამაში' აქ მომავალი ნაღდად არ ჰქონდა და ესე ვერ ათამაშდებოდა, მაგრად მეეჭვება რო ესე დაეწყო გატანა
0
№8
ავტორი: red devil
16 დეკემბერი 2015 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მაგრად მევასებოდა ეს და კარგია რო ესე ათამAშდა იმედია ესე გააგრძელებს
0
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
16 დეკემბერი 2015 18:31
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ეხლა ვინ ყავს ამ იდიოტს თავდასხმაში ? ფელაინის იმედად მყოფი მანჩესტერი
0
№10
ავტორი: Malboro463
16 დეკემბერი 2015 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ამ მანჩესტერში ეს ფეხს ვერ მოიკიდებდა. რვპ გაშვება იჩქარა ლუიმ შემცვლელის მოყვანას თუ არ აპირებდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top