თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2015, 08:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3142,
კომენტარები: 12
ჩიჩარიტო: "ვან გაალმა ყველაფერი ამიხსნა"
ხავიერ ერნანდესი კლუბის დატოვების მიზეზზე საუბრობს.
ჩიჩარიტო:
ხავიერ ერნანდესმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებამდე ვან გაალი მას პირადად ესაუბრა და აუხსნა, რომ გუნდის შეტევაში მისი თამაშის შანსი ნულთან მიახლოებული იყო.

"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული ხუთი წლის შემდეგ ჩიჩარიტომ გერმანულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

27 წლის ფეხბურთელმა გერმანიაში უკვე მოახერხა თავის დამკვიდრება და კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში 19 გოლი გაიტანა.

როცა "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგიდან ვარდებოდა და "ბორნმუთთან" მარცხდებოდა, მექსიკელი "ბარსელონას" კარის დალაშქრვითა და ბუნდესლიგაში ჰეთ-ტრიკის შესრულებით იყო დაკავებული.

მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალმა "რეალის" შეთავაზება შესაფერისად ჩათვალა, ერნანდესი გასულ სეზონში მადრიდში იჯარის წესით გადავიდა. "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ მექსიკელის კარიერაში კვლავ არსებობდა კითხვის ნიშანი.

"მუვისტართან" ინტერვიუში კი ერნანდესმა განაცხადა:

"ვან გაალს ვესაუბრე: მითხრა, რომ "იუნაიტედის" თავდასხმაში ჩემი თამაშის შანსი ნულს უახლოვდებოდა. ამიტომაც გადავედი "ბაიერში".

აქ პირველივე დღიდან დამიბრუნდა თავდაჯერებულობა. თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობ და არა მარტო იმის გამო, რომ გოლები გამაქვს. აქ ყოველ მატჩს ძირითადში ვიწყებ".


ერნანდესი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2010 წელს "გვადალახარადან" გადავიდა და სადებიუტო სეზონში 20 გოლი გაიტანა. იმავე წელს ჩიჩარიტო გულშემატკივარმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩია.

მას შემდეგ, რაც სერ ალექს ფერგიუსონი პენსიაში გავიდა, დევიდ მოიესი მას არ სწყალობდა.

ერნანდესმა ფერგიუსონი შეაქო იმის გამო, თუ როგორ უდგებოდა შოტლანდიელი თავის შემადგენლობას:

"ძალიან გამიმართლა, რომ აღმოვჩნდი პირველი მექსიკელი, რომელიც მსოფლიოს უდიდეს კლუბში მოხვდა.

"ოლდ ტრაფორდზე" მშვენიერი დრო გავატარე. დებიუტი არნახული შესაძლებლობებით დატვირთული გამომივიდა. თუმცა დროის სვლასთან ერთად სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი უარესად იქნებოდა.

ფერგიუსონის მადლიერი ვარ. ვფიქრობ, ის "მანჩესტერ იუნაიტედის" უდიდესი მწვრთნელია. განსაკუთრებით იმის გამო, რომ მენეჯერობის ნიჭი აქვს.

ყოველ ფეხბურთელს თავისი ადგილი ჰქონდა. თითოეულ ფეხბურთელს ეძლეოდა სეზონში 15 მატჩის ჩატარების საშუალება. მან მე ევროპაში წარმადგინა და "იუნაიტედთან" ერთად ორჯერ მომაგებინა ჩემპიონის ტიტული".


წყარო: sportinglife.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: UTD-Rule
16 დეკემბერი 2015 20:00
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რიომ თქვა ჩიჩარიტო ათამაშეთ ზედიზედ 5-6 მატჩი და შედეგსაც დადებსო და აი ლევერკუზენში აუსრულდა. winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№12
ავტორი: Best 7
17 დეკემბერი 2015 01:02
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
მაინც ცენზურა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top