თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2015, 21:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3834,
კომენტარები: 13
UEFA-ს საკლუბო რეიტინგი
ევროპის საფეხბურთო ასოციაციამ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა.
UEFA-ს საკლუბო რეიტინგი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის საკლუბო რეიტინგში მეოცე ადგილზე ჩამოქვეითდა.

უეფა-ს წესების თანახმად, კლუბებს სარეიტინგო ქულები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით ეწერებათ.

ჩემპიონთა ლიგაზე პროგრესის შესაბამისი ქულები:


პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა - 0.5 ქულა
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა - 1 ქულა
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა - 4 ქულა
ჯგუფურ ეტაპზე მოგება - 2 ქულა
ჯგუფურ ეტაპზე ფრე - 1 ქულა
1/16 ფინალში გასვლა - 4 ქულა

2009/10 წლების სეზონიდან გუნდები 1/16 ფინალში გასვლის გამო დამატებითი ქულებით ჯილდოვდებიან.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლის გამო გუნდები დამატებით ქულებს არ იღებენ, რადგან ამავე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში ისინი ევროპის ლიგის შესაბამის ქულებს იღებენ.

ევროპის ლიგაზე პროგრესის შესაბამისი ქულები:

პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა - 0.25 ქულა
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა - 0.5 ქულა
მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობა - 1 ქულა
პლეი-ოფში მონაწილეობა - 1.5 ქულა
ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება - 2 ქულა
ჯგუფურ ეტაპზე ფრე - 1 ქულა

2009/10 წლების სეზონიდან კლუბები მინიმუმ 2 ქულით ჯილდოვდებიან იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში გასვლის შემთხვევაში დამატებით ქულებს მიიღებენ.

კოეფიციენტების დათვლა

კლუბების კოეფიციენტები ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში ევროპაში დაგროვებული ქულების საშუალო არითმეტიკულით გამოითვლება და ემატება საფეხბურთო ასოციაციის სარეიტინგო ქულების 20%.

UEFA-ს საკლუბო რეიტინგი
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2015 21:49
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რამდენი კრიტერიუმია, პრემიერ ლიგის რეიტინგი ხელს გვიწყობს და მხოლოდ 78 ქულა გვაქვს. ამ ბოლო ხუთ წელში კი ფერგიუსონთან ერთად ორი წელიც შედის. იყო ხუთწლიანი პერიოდი, როცა სამჯერ ვითამაშეთ ფინალში, არის ხუთწლიანი პერიოდი, როცა ორჯერ ჩავრჩით ჯგუფში.

მარტო ჩვენ არ გვიჭირს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სტაბილურად რჩება ინგლისური გუნდი ჯგუფში და სტაბილურად გადის არსენალი მეორე ადგილზე, რომელიც აუცილებლად ვარდება მომდევნო ეტაპზე. ცუდ დღეშია პრემიერ ლიგა და ეს ქვეყანამ უნდა აღიაროს. რაც არ უნდა ვამბობდეთ, რომ შიდა ჩემპიონატებს შორის საუკეთესო ლიგაა, ევროარენაზე უმაქნისებად იქცნენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2015 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სირცხვილია უბრალოდ ვინები არიან ჩვენს ზემოთ... ბაზელი და ზენიტი derpwhy
0
№3
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2015 22:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მიკვირს მანდ რო არიან, ვაბშე არ უნდა იყვნენ რეიტინგში
0
№4
ავტორი: Mufc7
15 დეკემბერი 2015 22:30
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სამაგიეროდ, ტოტენჰემს ვუსწრებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2015 22:46
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
და ლივერპული არ ჩანს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: ALEXFERGUSON
15 დეკემბერი 2015 23:33
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
გეთანხმები. ინგლისის ჩემპიონატის ნებისმიერი 4,5,6 ადგილოსანი ათამაშე ესპანეთის,ან გერმანიის ჩემპიონატის იგივე ადგილისონა გუნდებთან და გადაახვეენ ინგლისელებს თავზე ყველაფერს. როველი საუთჰემპტონი და სუონი,ეთამაშება თანაბრად,სევილიას,ვილიარეალს
ან ვალენსიას? ან თუნდაც გლადბახს,ვოლსფურს და ლევერკუზენს? ერთი ეგაა,რომ ინგლისში აბსოლიტურად სხვა ატმეოსფეროა და ყველა გუნდი ბოლომდე ბრძოლობს. ასე,რომ დროა მემგონი ინგლისური საშუალო თუ არა,გრანდი გუნდები გამოფხიზლდნენ.თორე უკვე ზენიტი და პორტუ უფრო შორს გადიან,ვიდრე უნაიტედი,სიტი და ჩელსი
0
№7
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2015 23:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
ფეხბურთი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რომელშიც ბრძოლისუნარიანობასა და ჟინს უკვე ნაკლები წარმატება მოსდევს. იმას არ ვამბობ, რომ ბრძოლისუნარიანობა უმნიშვნელოა და მის გარეშე მიიღწევა რამე, მაგრამ მხოლოდ ამის ხარჯზე აღარ მიიღწევა არაფერი.

ბარსელონა, ბაიერნი, რეალი - ეს უკანასკნელი იმდენად არა, რამდენადაც პირველი ორი გუნდი, სულ სხვა სტილსა და ხედვას ავლენენ ფეხბურთში, ინგლისს კი დღესაც ბრძოლა აქვს საამაყო. ბარსელონას დონის გუნდები, რომლებსაც შიდა ჩემპიონატში თითქმის არ აქვთ კონკურენცია, გრანდთან შეხვედრისას ამის გამო ვერ უნდა აჩვენებდეს კარგ თამაშს, მაგრამ რაიოსაც ისევე უგებს, როგორც რეალს და რომას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Mufc7
15 დეკემბერი 2015 23:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
დიიიიახ mocking2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: ilker
16 დეკემბერი 2015 00:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
ეჰჰ სად ვართ, ლუის ნაცვლად მცხვენია უკვე ვინები გვასწრებენ, ლვგ გვიშველე რამე
0
№10
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2015 11:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მომავალ წელს იმედია ასეულში ვიქნებით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top