თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2015, 21:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3835,
კომენტარები: 13
UEFA-ს საკლუბო რეიტინგი
ევროპის საფეხბურთო ასოციაციამ განახლებული საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა.
UEFA-ს საკლუბო რეიტინგი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის საკლუბო რეიტინგში მეოცე ადგილზე ჩამოქვეითდა.

უეფა-ს წესების თანახმად, კლუბებს სარეიტინგო ქულები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით ეწერებათ.

ჩემპიონთა ლიგაზე პროგრესის შესაბამისი ქულები:


პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა - 0.5 ქულა
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა - 1 ქულა
ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა - 4 ქულა
ჯგუფურ ეტაპზე მოგება - 2 ქულა
ჯგუფურ ეტაპზე ფრე - 1 ქულა
1/16 ფინალში გასვლა - 4 ქულა

2009/10 წლების სეზონიდან გუნდები 1/16 ფინალში გასვლის გამო დამატებითი ქულებით ჯილდოვდებიან.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლის გამო გუნდები დამატებით ქულებს არ იღებენ, რადგან ამავე ეტაპიდან გამოთიშვის შემთხვევაში ისინი ევროპის ლიგის შესაბამის ქულებს იღებენ.

ევროპის ლიგაზე პროგრესის შესაბამისი ქულები:

პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა - 0.25 ქულა
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა - 0.5 ქულა
მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობა - 1 ქულა
პლეი-ოფში მონაწილეობა - 1.5 ქულა
ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება - 2 ქულა
ჯგუფურ ეტაპზე ფრე - 1 ქულა

2009/10 წლების სეზონიდან კლუბები მინიმუმ 2 ქულით ჯილდოვდებიან იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში გასვლის შემთხვევაში დამატებით ქულებს მიიღებენ.

კოეფიციენტების დათვლა

კლუბების კოეფიციენტები ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში ევროპაში დაგროვებული ქულების საშუალო არითმეტიკულით გამოითვლება და ემატება საფეხბურთო ასოციაციის სარეიტინგო ქულების 20%.

UEFA-ს საკლუბო რეიტინგი
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
16 დეკემბერი 2015 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ესეთ დღეში არ უნდა იყოს ჩვენი გუნდი ეს სირცხვილია
0
№12
ავტორი: Jorbe-Jorbe
16 დეკემბერი 2015 18:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ის მომენტი, ბაზელი რო გისწრებს რეიტინგში...
0
№13
ავტორი: i am united
16 დეკემბერი 2015 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
მთავარა ვან გაალი მოვიშოროთ და მერე გვეშველება...
სხვა ნებისმიერი აათამაშებდა ამ გუნდს
პროსტა ესეთი ისტორიის გუნდი ესეთ დღეში უნდა იყოს???
რა ჩვენ და რაღა დინამო request
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top