თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2015, 13:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3254,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" უილსონს დაიბრუნებს
ჯეიმს უილსონი კლუბს დაუბრუნდება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეიმს უილსონს, რომელიც იჯარის წესით "ბრაიტონში" ასპარეზობს, შემადგენლობაში დააბრუნებს.

ინგლისელი ჩემპიონშიპის გუნდში ნოემბრის ბოლოს გადავიდა და 19 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორ მატჩში მოახერხა გოლის გატანა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" თავდასხმის ხაზში პრობლემები აღენიშნება, ენტონი მარსიალი და უეინ რუნი კი ამ პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებენ, ამიტომ ვან გაალი უილსონის გამოყენებას ეცდება.

"ბრაიტონსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მიღწეული შეთანხმება "წითელ ეშმაკებს" საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში მოთამაშე იანვრამდე დაიბრუნოს.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები აღნიშნული უფლებით უახლოეს დღეებში ისარგებლებენ.

წყარო: skysports
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2015 13:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თუ ამას მართლა გააკეთებს ვან გაალი, ავტომატურად აღიარებს, რომ შეცდა, როცა ჩიჩარიტო გაყიდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ყველაზე მაგარ რამეს გააკეთებს, თუ ამ აღიარებას თავს არ აარიდებს.

ჩიჩარიტოს არ ვთვლი პრობლემის გადაჭრის გარანტიად, მაგრამ როცა გუნდში იყო 5 ფორვარდი, მათგან დატოვე 3, ერთი იჯარით გაუშვი, მეორე ფორმაში ვერ არის, მესამე ძალიან ახალგაზრდაა, მათ ნაცვლად კი მაღალ ნახევარმცველს ათამაშებ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, ცოტა გაუგებარია, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2015 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ან რისთვის გაუშვა, ან რაღატო აბრუნებს??? ვერ გაუგე ამ კაცს ვერაფერი რაა areyoukiddingme
რა უნდა ეხლა, რომ თავდასხმის პრობლემა ვილსონით მოაგვაროს??? derpwhy
0
№3
ავტორი: ilker
15 დეკემბერი 2015 14:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
2 ფეხბურთელი გვყავს, ვინც ფორვარდია რუნი და მარსიალი. რუნის 10-იანზე ათამაშებდა ვან გაალი ანუ 1 ფორვარდი დარჩა ( მარსიალი ) და ვილსონი რატო გაუშვა აზრზე არ ვარ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
15 დეკემბერი 2015 15:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქედან ვინც წავიდა ყველა რაღაცას აკეთებს, უკლებლივ ყველა
0
№5
ავტორი: ilker
15 დეკემბერი 2015 16:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
General,
ყველა გასაშვები იყო, ნუ ჩიჩას დატოვება შეიძლებოდა

ნანიო კიდე რო იძახით უეჭველი გასაშვები იყო
0
№6
ავტორი: rene harrison_
15 დეკემბერი 2015 20:35
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
60 მილიონი ვერ ამათლებს და უკვე დაბალი ლიგის მეფეებზე გადავედით? საინტერესო ექსპერიმენტია
0
№7
ავტორი: bastian777
15 დეკემბერი 2015 20:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 72
ილკერ ამან რაც ტრანსფერები გააკეთა რომელი ჯობია ნანის? დეპაი თუ მარსიალი? ან სხვები, ნანი ძალიან მაგარი ფეხბურთელია, დღეს მანჩესტერს ასეთი დონის ფეხბურტელი არ ყავს, რაც შეეხება ვილსონს გასაშვები იყო და ნეტა არ დაბრუნდეს
0
№8
ავტორი: love united
15 დეკემბერი 2015 21:22
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მერე 1 თვეში ისევ უკან გააბრუნებენ :დ
0
№9
ავტორი: Malboro463
15 დეკემბერი 2015 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ამით პრობლემას ვერ გადაჭრის. აიყვანოს არენდით მარიო გომესი პ
0
№10
ავტორი: Mufc7
15 დეკემბერი 2015 23:58
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რაღას გაუშვეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top