"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეიმს უილსონს, რომელიც იჯარის წესით "ბრაიტონში" ასპარეზობს, შემადგენლობაში დააბრუნებს.
ინგლისელი ჩემპიონშიპის გუნდში ნოემბრის ბოლოს გადავიდა და 19 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორ მატჩში მოახერხა გოლის გატანა.
"მანჩესტერ იუნაიტედს" თავდასხმის ხაზში პრობლემები აღენიშნება, ენტონი მარსიალი და უეინ რუნი კი ამ პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებენ, ამიტომ ვან გაალი უილსონის გამოყენებას ეცდება.
"ბრაიტონსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მიღწეული შეთანხმება "წითელ ეშმაკებს" საშუალებას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში მოთამაშე იანვრამდე დაიბრუნოს.
"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრები აღნიშნული უფლებით უახლოეს დღეებში ისარგებლებენ.