თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2015, 11:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3255,
კომენტარები: 13
უილკინსი ვან გაალის არჩევანს აკრიტიკებს
თავდასხმა, თავდაცვა და ნახევარდაცვა - ვან გაალის არჩევანი სამივე პოზიციაზე ეჭვს იწვევს.
უილკინსი ვან გაალის არჩევანს აკრიტიკებს
რეი უილკინსი აცხადებს, რომ ლუი ვან გაალმა უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი უნდა გამოიყენოს.

"ბორნმუთთან" მატჩში "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ისტორიაში მეექვსე ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდა.

კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი და გილერმო ვარელა აღნიშულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, მანამდე კი პრემიერ ლიგაში მხოლოდ 59 წუთი აქვთ გატარებული.

უილკინსი ვან გაალის არჩევანს აკრიტიკებს


ეშლი იანგი სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, ფილ ჯონსის ნაცვლად კი დაცვის ცენტრალური ხაზი პედი მაკნეირმა ჩაიბარა, ხოლო ნიკ პაუელის არჩევანი ვან გაალმა მორგან შნეიდერლინს ამჯობინა.

უილკინსი, "იუნაიტედის" მოთამაშე 1979 წლიდან 1984 წლამდე, მოხარულია, რომ ვან გაალი ახალგაზრდებს შანსს აძლევს, მაგრამ ფიქრობს, რომ ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, რადგან გუნდს ხუთ მატჩში არ მოუპოვებია გამარჯვება.

"აკადემიების შესახებ ბევრჯერ მითქვამს ეს. რაში გჭირდება ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბში, თუ მას არ ათამაშებ?

მან მისცა შანსი, მაგრამ როცა პრობლემა გაქვს, შესაძლოთა შორის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები გჭირდება.

ცოტა ვერ გავიგე, რატომ იჯდა ფილ ჯონსი სკამზე, ეშლი იანგიც სკამზე, მატჩი კი პედი მაკნეირმა დაიწყო.

მან ჯესი ლინგარდს მისცა შანსი, მაგრამ ხედავ, რომ შეგიძლია მარჯვენა მცველად ეშლი იანგი დააყენო, ვარელა კი მარცხენა მცველად ბორტუიკ-ჯექსონის ნაცვლად.


უილკინსი ვან გაალის არჩევანს აკრიტიკებს


მიიღე რაც შეიძლება მეტი გამოცდილება. ბორტუიკ-ჯექსონი ნორმალურად თამაშობდა, მაგრამ ასეც უნდა იყოს, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ხარ.

თუ შემადგენლობაში დაგაყენეს, პოზიციის დაცვაც უნდა შეგეძლოს, რადგან კლუბში სწორედ ამისთვის ხარ".


"იუნაიტედის" ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა გოლების გატანაა. ბოლო 12 მატჩში "იუნაიტედი" ერთ შეხვედრაში 2 გოლზე მეტის გატანას ვერ ახერხებს, უილკინსი კი ამის ფონზე "ოლდ ტრაფორდზე" გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებს.

უილკინსი ვან გაალის არჩევანს აკრიტიკებს


"შეხედეთ ჩიჩარიტოს, ახლა "ლევერკუზენში" გოლების გატანით ერთობა. დენი უელბეკი - ვიცი, რომ ახლა ტრავმირებულია - "არსენალშია". ასევე რობინ ვან პერსი.

ეს არის სამი კარგი ფეხბურთელი, რომლებიც წავიდნენ და ახლა გოლებს იტანენ. ახალგაზრდა უილსონიც გყავდათ, რომელიც "ბრაიტონში" თამაშობს. რატომ არ მიეცა მას თამაშის შანსი?"


წყარო: skysports
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: hypervenom
15 დეკემბერი 2015 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
კიდევ დი მარია რომელიც დღეს პსჟში ერთ-ერთი ლიდერია
0
№2
ავტორი: Martial
15 დეკემბერი 2015 13:31
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
მარცხენა მცველის პოზიციაზე ოთხ კაცს შეუძლია თამაში მაგრამ ტრავმების ბრალია ეს ყველაფერი, ამას ვერ გათვლიდა. იანგი უნდა იდგეს მანდ :))
0
№3
ავტორი: RojoDiablo
15 დეკემბერი 2015 13:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Martial,
როგორც იქნა რა, ძლივს ვიღაცასგან გავიგონე, რომ ვან გაალს ყველაფერში არ აკრიტიკებს. მაგრამ იანგის ამბავმა მართლა გამაკვირვა.

კარგი, ვთქვათ მარცხენა მხცველის პოზიცია ანდო მარცხენა მცველს და ამიტომ არ გამოიყვანა სასტარტოში ეშლი, მაგრამ 90 წუთამდე აგებ 2-1, მომენტს ვერ ქმნი, დეპაი კაცს ვერ ატყუებს და ცვლილებას არ აკეთებს ეს ცოტა ვერ გავიგე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Rooni
15 დეკემბერი 2015 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Chicha arunda gaeshva
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
15 დეკემბერი 2015 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შემადგენლობა რო არასწორად იყო გამოყვანილი ბორნმუთთან რათ უნდა ეხლა მაგას ბევრი ლაპარაკი. ჯეკსონი, მაკნეირი და ვარელა კაპიკად არ ვარგოდნენ, არც ბლინდი ბრწყინავდა რა თქმა უნდა, მეორე გოლის დროს სწორედ მას გაექცა კინგი, მაგრამ ჯონსი და ბლინდი რო ყოფილიყვნენ ალბათ ამდენ შეცდომებს არ დაუშვებდნენ დაცვაში.
რაც შეეხება ვან პერსის, ჩიჩარიტოს და ველბეკს ჩემი აზრით სამივე გასაშვები იყო, განსაკუთრებით მესამე. გასაგებია, რომ ჩიჩარიტო ლევერკუზენში გოლებს იტანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანჩესტერშიც იგივეს გააკეთებდა. იქ მუდამ ძირითადშია და აქ კიდევ ძირითადში არავინ ათამაშებდა. ქონდა მას შანსი იუნაიტედში ვან გაალის დროს, მაგრამ ვერ გამოიყენა.
0
№6
ავტორი: ilker
15 დეკემბერი 2015 14:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
9 კაცს ტრამვა აქ 1 დისკვალიფიკაცია, რა ქნას ახლა ლუიმ. ადგა და გამოიყვანა ახალგაზრდები სხვა გამოსავალი ქონდა? ჯონსს საუკუნეა არ უთამაშია სასტარდონ რო დაეწყობეგეც დაიმტვრეოდა და ლუის დააბრალებდით ისევ უფორმოს რო ათამაშებს აბა რა ეგონაო. ჩემი აზრით, ჯობია იანგი ათამაშოს ლინგარდის ნაცვლად. მეტი პერსი ფენერბახჩეში ვერ ხვდება სასტარტოში, ფერნანდაოს ვერ ჯობნის, ველბეკი კიდე რა შუაშია. ჩიჩა კიდე, მართალია, კაი ფეხბურთელია, მარა ვერ გაამართლა ლუის იმედები. ასე რომ სამივე ფორვარდი გასაშვები იყო, ოღონდ უილსონი რატო გაუშვა იჯარით ეგ კი ვერ გავიგე
0
№7
ავტორი: abrama
15 დეკემბერი 2015 15:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Chicharito aravitar shemtxvevashi ar unda gaeshva
0
№8
ავტორი: Mufc7
16 დეკემბერი 2015 00:03
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეხ, ჩიჩა, ჩიჩა recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: JuanMata
16 დეკემბერი 2015 02:44
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
საქმე იმაში კი არაა, რომ გასაშვები იყო ნანი, ჩიჩა და უელბეკი, ჰო შეიძლება გრანდის დონეს ვერ აკმაყოფილებენ ეს ფეხბურთელები, მაგრამ როცა კლუბში არ გყავს ნომინალური თავდამსხმელი, მარჯვენა ვინგერი, მაშინ უკვე საუბარი აღარაა დონეებზე, ნანი რით არ ჯობია იანგს და დეპაის მაგაზე თუ მიდგა საქმე, მარჯვენა ფლანგზე ითამაშებდა, მატას რომ აწვალებს იქ. ჩიჩარიტო გინდაც შეცვლაზე გამოვიდოდა, ზოგიერთა მატჩს ძირითადშიც ითამაშებდა. ან მარსიალის ოდენს უელბეკიც კი გააკეთებდა, და 19 წლის ნიჭიერი ფორვარდი ისედაც გყავს გუნდში.

და რაც არ უნდა ილაპარაკოთ, ჩიჩარიტოს იმაზე მეტი აქვს ამ სეზონში გატანილი, რაც მატას რუნის, მარსიალს და დეპაის ერთად.

დაცვას რაც შეეხება, ცენტრალური მცველი უნდა ეყიდა, მიაკვდა იმ რამოსს და მერე დაიკიდა ყველაფერი. არა უნდა იყიდო მარცხენა მცველი და ის ათამაში ცენტრალურ მცველად, კიდევ გაუშვა ყველა თავდამსხმელი და ფელაინი დააყენო წინ. რა პრობლემაც აქვს გუნდს ახლა ყველაფერი არის მწვრთნელის ბრალი, ის რომ მისი არჩეული ფეხბურთელები ვერ აკეთებენ თავიანთ საქმეს, ის რომ ზოგიერთ პოზიციაზე მხოლოდ 1 ფეხბურთელი ყავს, ან საერთოდ არ ყავს.
0
№10
ავტორი: ilker
16 დეკემბერი 2015 11:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
JuanMata,
წინა სეზონში დეპაიცა და მარსიალიც ხვრეტდნენ ყველაფერს. ნანი ამათ, რა თქმა უნდა, ვერ ჯობია, ვერც იანგს. იანგმა რამდენიმე მატჩში გადაგვარჩინა და წელს რატო აღარ ათამაშებს არ ვიცი. ერთი ვინგერი უნდა დაემატებინა გაალს და 1 ცენტრალური მცველი, მაგაში გეთანხმები, ჩიჩას თუ უშვებდა კიდე უილოც ზედ რატო მიაყოლა ეგ აღარ მესმის.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top