თავდასხმა, თავდაცვა და ნახევარდაცვა - ვან გაალის არჩევანი სამივე პოზიციაზე ეჭვს იწვევს.
რეი უილკინსი აცხადებს, რომ ლუი ვან გაალმა უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი უნდა გამოიყენოს.
"ბორნმუთთან" მატჩში "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ისტორიაში მეექვსე ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავდა.
კამერონ ბორტუიკ-ჯექსონი და გილერმო ვარელა აღნიშულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, მანამდე კი პრემიერ ლიგაში მხოლოდ 59 წუთი აქვთ გატარებული.
ეშლი იანგი სათადარიგოთა სკამზე მოხვდა, ფილ ჯონსის ნაცვლად კი დაცვის ცენტრალური ხაზი პედი მაკნეირმა ჩაიბარა, ხოლო ნიკ პაუელის არჩევანი ვან გაალმა მორგან შნეიდერლინს ამჯობინა.
უილკინსი, "იუნაიტედის" მოთამაშე 1979 წლიდან 1984 წლამდე, მოხარულია, რომ ვან გაალი ახალგაზრდებს შანსს აძლევს, მაგრამ ფიქრობს, რომ ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, რადგან გუნდს ხუთ მატჩში არ მოუპოვებია გამარჯვება.
"აკადემიების შესახებ ბევრჯერ მითქვამს ეს. რაში გჭირდება ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბში, თუ მას არ ათამაშებ?
მან მისცა შანსი, მაგრამ როცა პრობლემა გაქვს, შესაძლოთა შორის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები გჭირდება.
ცოტა ვერ გავიგე, რატომ იჯდა ფილ ჯონსი სკამზე, ეშლი იანგიც სკამზე, მატჩი კი პედი მაკნეირმა დაიწყო.
მან ჯესი ლინგარდს მისცა შანსი, მაგრამ ხედავ, რომ შეგიძლია მარჯვენა მცველად ეშლი იანგი დააყენო, ვარელა კი მარცხენა მცველად ბორტუიკ-ჯექსონის ნაცვლად.მიიღე რაც შეიძლება მეტი გამოცდილება. ბორტუიკ-ჯექსონი ნორმალურად თამაშობდა, მაგრამ ასეც უნდა იყოს, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ხარ.
თუ შემადგენლობაში დაგაყენეს, პოზიციის დაცვაც უნდა შეგეძლოს, რადგან კლუბში სწორედ ამისთვის ხარ"."იუნაიტედის" ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა გოლების გატანაა. ბოლო 12 მატჩში "იუნაიტედი" ერთ შეხვედრაში 2 გოლზე მეტის გატანას ვერ ახერხებს, უილკინსი კი ამის ფონზე "ოლდ ტრაფორდზე" გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებს.
"შეხედეთ ჩიჩარიტოს, ახლა "ლევერკუზენში" გოლების გატანით ერთობა. დენი უელბეკი - ვიცი, რომ ახლა ტრავმირებულია - "არსენალშია". ასევე რობინ ვან პერსი.
ეს არის სამი კარგი ფეხბურთელი, რომლებიც წავიდნენ და ახლა გოლებს იტანენ. ახალგაზრდა უილსონიც გყავდათ, რომელიც "ბრაიტონში" თამაშობს. რატომ არ მიეცა მას თამაშის შანსი?"წყარო:
skysports