გარი ნევილი თავის თავს "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელად ვერ ხედავს და ამჟამად მხოლოდ "ვალენსიას" მიზნებზეა კონცენტრირებული.
"ღამურების" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თავის პირველ მატჩში "ლიონთან" "მესტალიაზე" განიცადა მარცხი, რაც ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნასა და ევროპის ლიგაზე სამომავლო მონაწილეობას ნიშნავს.
ნევილს, რომელიც როი ჰოჯსონის ასისტენტია ინგლისის ნაკრებში, პირველ პრესკონფერენციაზე სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხეს, Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კი გილიემ ბალაგიეს დაუდასტურა, რომ მისი ფიქრები მხოლოდ "ვალენსიას" ეხება.
ბალაგიემ "იუნაიტედის" ყოფილ მცველს ჰკითხა, აპირებდა თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას მწვრთნელის რანგში, რაზეც ნევილმა უპასუხა: "არა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის როლში საერთოდ ვერ ვხედავ საკუთარ თავს. ვაცნობიერებ, რა მინდა ცხოვრებაში და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ვფიქრობ.
ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოცდილებაა. მესმის, რომ წარმატებას უნდა მივაღწიო. ჩემი წარმატება კი ჩვენი ფეხბურთელებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა იქნება.
შედეგი მოდის და მიდის, ვიცი, რომ ყველანი ბიზნესში ვართ ჩართულნი, რომელიც პირველ ყოვლისა შედეგზეა დამოკიდებული, მაგრამ არასდროს შემიხედავს ფეხბურთისთვის ამ მხრივ მას შემდეგ, რაც კარიერა დავამთავრე. ასე ვფიქრობდი მაშინაც, როცა მოთამაშე ვიყავი. როგორც კლუბის თანამფლობელი, სამომავლო პროგრესს 5-10 წლიანი მიზნით ვუყურებ".