თბილისი:
მანჩესტერი:
14-12-2015, 17:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3136,
კომენტარები: 14
გარი ნევილი ''იუნაიტედში'' დაბრუნებაზე უარს ამბობს
გარი ნევილი თავისი ყოფილი კლუბის ჩაბარებას არ აპირებს.
გარი ნევილი ''იუნაიტედში'' დაბრუნებაზე უარს ამბობს
გარი ნევილი თავის თავს "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელად ვერ ხედავს და ამჟამად მხოლოდ "ვალენსიას" მიზნებზეა კონცენტრირებული.

"ღამურების" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თავის პირველ მატჩში "ლიონთან" "მესტალიაზე" განიცადა მარცხი, რაც ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნასა და ევროპის ლიგაზე სამომავლო მონაწილეობას ნიშნავს.

ნევილს, რომელიც როი ჰოჯსონის ასისტენტია ინგლისის ნაკრებში, პირველ პრესკონფერენციაზე სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხეს, Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კი გილიემ ბალაგიეს დაუდასტურა, რომ მისი ფიქრები მხოლოდ "ვალენსიას" ეხება.

ბალაგიემ "იუნაიტედის" ყოფილ მცველს ჰკითხა, აპირებდა თუ არა "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას მწვრთნელის რანგში, რაზეც ნევილმა უპასუხა: "არა, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის როლში საერთოდ ვერ ვხედავ საკუთარ თავს. ვაცნობიერებ, რა მინდა ცხოვრებაში და ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ვფიქრობ.

ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოცდილებაა. მესმის, რომ წარმატებას უნდა მივაღწიო. ჩემი წარმატება კი ჩვენი ფეხბურთელებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა იქნება.

შედეგი მოდის და მიდის, ვიცი, რომ ყველანი ბიზნესში ვართ ჩართულნი, რომელიც პირველ ყოვლისა შედეგზეა დამოკიდებული, მაგრამ არასდროს შემიხედავს ფეხბურთისთვის ამ მხრივ მას შემდეგ, რაც კარიერა დავამთავრე. ასე ვფიქრობდი მაშინაც, როცა მოთამაშე ვიყავი. როგორც კლუბის თანამფლობელი, სამომავლო პროგრესს 5-10 წლიანი მიზნით ვუყურებ".


წყარო: skysports
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
16 დეკემბერი 2015 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Me piradad gigzi da sqoulzi minda ertad samwvrtnelo shtabshi, magram ara axla.... Jer ancheloti minda 3 wlit mainc da mere fergis girseuli bichebi....!<3
0
№12
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2015 12:49
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
მანჩესტერის გულშემატკივარმა სხვა გუნდის თამაში როგორ უნდა გააკრიტიკო smile
0
№13
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2015 14:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
ნერვებს რატომ მიშლი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: AkkRed
16 დეკემბერი 2015 16:15
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

აუუუ კაროჩეე ეს ნახე რა, რა დღეში ხარ შენ ბიჭო??
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top