თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2015, 13:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3943,
კომენტარები: 12
"ევროპის ლიგის მოგება გვინდა"
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად დასახულ მიზნებში ეჭვი ხომ არ შეგეპარათ?

არა. არავითარი ეჭვი არ მაქვს. სპორტში შეიძლება წააგო, შეიძლება მოიგო. ეს უნდა გესმოდეს მოთამაშესაც და მწვრთნელსაც. ძალიან ბევრი უნდა იშრომო და ამას ვაკეთებ, ჩემი ფეხბურთელებიც ბევრს შრომობენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ასე რომ, პრობლემა იმაშია, რომ მოლოდინი უნდა გავამართლოთ. მოლოდინი კი ისეთ კლუბში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", ძალიან მაღალია. ამაშია პრობლემა.

ყველაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ თავის დაცვა არ მინდა, რადგან ძალიან ბევრს ვშრომობ, ჩემი ფეხბურთელებიც ბევრს შრომობენ. ახლა ევროპის ლიგაზე ვართ და ევროპის ლიგის მოგება გვინდა. მაგრამ ეს არ იქნება ადვილი - ამას ადრეც ვიტყვი, მაგრამ ჩემი არავის ესმის, რადგან არავის უნდა ჩემი გაგონება: ისეთი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", უნდა იმარჯვებდეს. ეს წარსულია. ეს წარსულია. კლუბის ანალიზი ახლა უნდა მოვახდინოთ, არ შეიძლება შევადაროთ იმასთან, რაც 10 წლის წინ იყო.

რატომ? არ მესმის...

რადგან ფეხბურთში ევოლუცია მიმდინარეობს, ევროპულ ფეხბურთში, აი ასე. ამჟამად პირადი აზრების ფორმირება არის საჭირო. დავალება მქონდა: მოვედი სრულყოფილებისთვის და ტიტულის მოსაგებად, როცა ეს შესაძლებელი იქნება. და ჩვენ პროცესში ვართ. მაგრამ, როცა ამას ვამბობ, მაკრიტიკებენ. "ფეხბურთი - ეს პროცესია". აი ასე.

ევროპის ლიგა უკვე მოგებული მაქვს. "აიაქსთან" ერთად, ჩემს პირველ სეზონში. ამ ტურნირზე გამარჯვებით ძალიან ამაყი ვიყავი. ასე რომ, ჩემი და თქვენი აზრები განსხვავდება. ცუდი სტარტი უკვე გვქონდა. ვერ გიღალატებთ. ასე რომ, ხვალ დაწერთ: "ევროპის ლიგა - არარაობაა". მაგრამ ჩემთვის ევროპის ლიგა - ეს მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირია, რომელსაც ადვილად ვერ იგებენ.

მაგრამ ისეთი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნატედია", რომელმაც სამჯერ მოიგო ჩემპიონთა...

ამაზე უკვე გიპასუხეთ. მე ხუთი წლის წინანდელი მოლოდინი უნდა გავამართლო.

თქვენს ასისტენტს რაიან გიგზს "სუონსის" უკავშირებენ. რას ფიქრობთ ამაზე? მიგაჩნიათ, რომ შესაძლებელია?

პირველ ყოვლისა პირადად რაიან გიგზს უნდა გავესაუბრო - სიმართლეა თუ არა ეს. და ვფიქრობ, რომ შემდეგ ჩემთან მოვა. გაზეთებს არასდროს ვკითხულობ, ვფიქრობ: "ეს სიმართლეა". მაპატიეთ.

პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
12 დეკემბერი 2015 13:05
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აბსოლუტურად ვეთანხმები. ამას ვამბობ რამდენი ხანია და მითვლიან, რომ ვან გაალს ვიცავ, მაგრამ სინამდვილეში გუნდის ვითარებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ. დღეს არ ვართ ის, რაც ვიყავით 5-6 წლის წინ. დამთავრდა ისეთი ხანგრძლივი ეპოქა, როგორიც იყო ფერგისა და შედეგს ვითხოვთ უმალ. ასე მალე არ მოვა და იმედი ნუ გვიცრუვდება. მოლოდინი ბუნებრივია გვაქვს, იმიტომ რომ გამარჯვებებს მივეჩვიეთ, მაგრამ ის სხვა დრო იყო. ბევრია მომხრე ვან გაალის წასვლისა, მაგრამ ყოველი ახალი მწვრთნელი ახალ პერიოდს მოითხოვს საკუთარი გუნდის ფორმირებისთვის, რაც კიდევ ერთ ახალ პერიოდს და საწყის ეტაპზე იმედგაცრუებებს გამოიწვევს. ამიტომ არ მინდა, ვან გაალი წავიდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 დეკემბერი 2015 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამ კაცს თურმე ევროპა ლიგის მოგება სდომებია და მეც არა ვთქვი რატო გამოვარდით ჩემპიონთა ლიგიდანთქო??? areyoukiddingme


"ისეთი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", უნდა იმარჯვებდეს. ეს წარსულია. ეს წარსულია" - რა არი წარსული, ეს ხო არ უბერავს??? 10 კი არა 100 წელი რო გავიდეს მანჩესტერს ყოველთვის და ყველგან მოგებას მოსთხოვენ და ეს კიდე გაიძახის წარსულიაო. მე მგონი ამას კიდე ვერ გაუგია სად და რატო მოვიდა... angry
0
№3
ავტორი: rene harrison_
12 დეკემბერი 2015 13:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
სევილიას და დორტმუნდის მაღლა არამგონია იდგეს დღევანდელი გუნდი და ამიტომ, იქაც გაუჭირდებათ...
0
№4
ავტორი: Mike
12 დეკემბერი 2015 14:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
RojoDiablo,
და როგორი გუნდის ფორმირებას ელოდები, პრემიერლიგაში წინ პასებით ბოლო ადგილზე როა და უკან პასებით პირველზე? უამრავი უაზრო პასებით? უამრავი უგოლო თამაშებით? თამაშებით როცა "იუნაიტედი" კარში საერთოდ არ ურტყავს? 4 ადგილი როა კლუბის მთავარი მიზანი??
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 დეკემბერი 2015 14:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გიგზი უნდა წავიდეს. მეეჭვება ამ გუნდში მომავალი ჰქონდეს და სუონსი იდეალურია ალბათ ეხლა ამისთვის. ვნახოთ იქ რას იზამს და მერე გადაწყვეტენ აქაურ მომავალს

საცდელ კლუბად იქცა უკვე ეს გუნდი და ძაან ტეხავს
0
№6
ავტორი: ilker
12 დეკემბერი 2015 15:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
რა მაინტერესებს ახლა. ლიგის გამარჯვებული მომდევნო წელს პირდაპირ ხვდება ლიგაზე და ევროპა ლიგას რა ბონუსი აქ?
0
№7
ავტორი: giorgi tsintsadze
12 დეკემბერი 2015 16:14
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 10
აუ ძაან გამიხარდა ეს რომ თქვა, იმედია ამას მაინც მოვიგებთ manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: RojoDiablo
12 დეკემბერი 2015 16:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ilker,
იგივე, ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირ გავალთ.

Mike,
ეგეთს კი არ ველოდები, ეგეთს ვხედავ. მოლოდინით შენც ისეთივე კარგ გუნდს ელოდები, როგორსაც მე და სხვები.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: SAF
12 დეკემბერი 2015 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ვახ რა ტრაკში ვართ ბაბუ არც კადრულობდა მახსოვს რომ გავვარდით ადრე მეორე სსასტავით ითამაშა და გავარდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№10
ავტორი: Best 7
12 დეკემბერი 2015 18:26
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Evro ligas mogeba kaia arasdros mogvigia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top