"მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად დასახულ მიზნებში ეჭვი ხომ არ შეგეპარათ?
არა. არავითარი ეჭვი არ მაქვს. სპორტში შეიძლება წააგო, შეიძლება მოიგო. ეს უნდა გესმოდეს მოთამაშესაც და მწვრთნელსაც. ძალიან ბევრი უნდა იშრომო და ამას ვაკეთებ, ჩემი ფეხბურთელებიც ბევრს შრომობენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ასე რომ, პრობლემა იმაშია, რომ მოლოდინი უნდა გავამართლოთ. მოლოდინი კი ისეთ კლუბში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", ძალიან მაღალია. ამაშია პრობლემა.
ყველაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ თავის დაცვა არ მინდა, რადგან ძალიან ბევრს ვშრომობ, ჩემი ფეხბურთელებიც ბევრს შრომობენ. ახლა ევროპის ლიგაზე ვართ და ევროპის ლიგის მოგება გვინდა. მაგრამ ეს არ იქნება ადვილი - ამას ადრეც ვიტყვი, მაგრამ ჩემი არავის ესმის, რადგან არავის უნდა ჩემი გაგონება: ისეთი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", უნდა იმარჯვებდეს. ეს წარსულია. ეს წარსულია. კლუბის ანალიზი ახლა უნდა მოვახდინოთ, არ შეიძლება შევადაროთ იმასთან, რაც 10 წლის წინ იყო.
რატომ? არ მესმის...
რადგან ფეხბურთში ევოლუცია მიმდინარეობს, ევროპულ ფეხბურთში, აი ასე. ამჟამად პირადი აზრების ფორმირება არის საჭირო. დავალება მქონდა: მოვედი სრულყოფილებისთვის და ტიტულის მოსაგებად, როცა ეს შესაძლებელი იქნება. და ჩვენ პროცესში ვართ. მაგრამ, როცა ამას ვამბობ, მაკრიტიკებენ. "ფეხბურთი - ეს პროცესია". აი ასე.
ევროპის ლიგა უკვე მოგებული მაქვს. "აიაქსთან" ერთად, ჩემს პირველ სეზონში. ამ ტურნირზე გამარჯვებით ძალიან ამაყი ვიყავი. ასე რომ, ჩემი და თქვენი აზრები განსხვავდება. ცუდი სტარტი უკვე გვქონდა. ვერ გიღალატებთ. ასე რომ, ხვალ დაწერთ: "ევროპის ლიგა - არარაობაა". მაგრამ ჩემთვის ევროპის ლიგა - ეს მნიშვნელოვანი ევროპული ტურნირია, რომელსაც ადვილად ვერ იგებენ.
მაგრამ ისეთი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნატედია", რომელმაც სამჯერ მოიგო ჩემპიონთა...
ამაზე უკვე გიპასუხეთ. მე ხუთი წლის წინანდელი მოლოდინი უნდა გავამართლო.
თქვენს ასისტენტს რაიან გიგზს "სუონსის" უკავშირებენ. რას ფიქრობთ ამაზე? მიგაჩნიათ, რომ შესაძლებელია?
პირველ ყოვლისა პირადად რაიან გიგზს უნდა გავესაუბრო - სიმართლეა თუ არა ეს. და ვფიქრობ, რომ შემდეგ ჩემთან მოვა. გაზეთებს არასდროს ვკითხულობ, ვფიქრობ: "ეს სიმართლეა". მაპატიეთ.