თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2015, 11:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5829,
კომენტარები: 11
პროგრესირებს თუ არა გუნდი ვან გაალის ხელმძღვანელობით?
ლუი ვან გაალი ამტკიცებს, რომ მისი გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება. გთავაზობთ ანალიზს, რათა დავადგინოთ, სიმართლეა თუ არა მისი სიტყვები.
პროგრესირებს თუ არა გუნდი ვან გაალის ხელმძღვანელობით?
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ ვან გაალმა აღიარა, რომ თავის გამართლებისთვის სიტყვები არ აქვს. პროგრესის შესახებ მისმა სიტყვებმა კი "იუნაიტედის" გულშემატკივარი კიდევ უფრო გააკვირვა, რომელიც მატჩით კვლავ უკმაყოფილო დარჩა.

"ლიგის თასზე შორს გავედით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშეთ, თითოეულ მატჩში კარგად გამოვიყურებოდით და ჩემპიონატში კარგი ადგილი გვიჭირავს. ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე შარშან".

მაგრამ ნამდვილად პროგრესირებს "იუნაიტედი"? წინა სეზონთან შედარებით სხვა დონეს აჩვენებენ?

სანამ "ოლდ ტრაფორდზე" ევროპის ლიგის თებერვლის მატჩებს ელოდებიან, ვან გაალის მტკიცებულებების შესწავლას გთავაზობთ.

პრემიერ ლიგა

პროგრესირებს თუ არა გუნდი ვან გაალის ხელმძღვანელობით?

"ვესტ ჰემთან" ფრე უკვე მეექვსე გამოდგა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" მიმდინარე სეზონში


მართლაც, "მანჩესტერ იუნაიტედი" ნამდვილად არის, როგორც ვან გაალი ამბობს "სატურნირო ცხრილში უკეთეს მდგომარეობაში". მოულოდნელ ლიდერ "ლესტერს" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, სეზონის პირველი წრე კი თითქმის დასრულდა. "იუნაიტედი" ტიტულისთვის იბრძვის, რასაც ცოტა ელოდა.

15 ტურის შემდეგ გუნდი თავის წინა სეზონის მაჩვენებელს ერთი ქულით აჭარბებს. ამ დროს გასულ სეზონში მესამე ადგილზე იმყოფებოდა, ლიდერ "ჩელსის" კი რვა ქულით ჩამორჩებოდა. ახლა "იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის (4 წაგება), "არსენალისა" (სამი წაგება) და "ჩელსის" (რომელიც უკვე გამოეთიშა ტიტულისთვის ბრძოლას) ჩავარდნისგან სარგებელს იღებენ.

რა თქმა უნდა, თუ დევიდ მოიესის დროს შევადარებთ, პროგრესი სახეზეა. "ევერტონის" ყოფილი მწვრთნელის ხელმძღვანელობის ქვეშ "იუნაიტედი" მე-15 ტურის ჩატარების შემდეგ მეათე ადგილზე იმყოფებოდა და პირველ ადგილს 13 ქულით ჩამორჩებოდა.

მაგრამ, თუ შევადარებთ ქულებს, რომელიც გუნდმა 2013/14 და მომდევნო 2014/15 წლების სეზონში დააგროვა, ვან გაალის ხელმძღვანელობისას პირველი წლის განმავლობაში გუნდმა მხოლოდ 6 ქულით მეტი აიღო. დაგროვილი 70 ქულა "იუნაიტედს" მეოთხე ადგილზე გასვლასა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდში მოხვედრაში დაეხმარა. ეს ცუდი მიღწევა არ იყო წინა სეზონთან შედარებით.

უფრო მეტიც, გულშემატკივარი ვერც კი ხვდება ვან გაალის გუნდის სათამაშო სტილს, რომელიც მოედანზე დომინირებას გულისხმობს. ამ სტილში გუნდმა უკვე ოთხჯერ ითამაშა პრემიერ ლიგაში მატჩი ანგარიშით 0-0 და ტოპ-შვიდეულის გუნდებს შორის ყველაზე ცოტა გოლი გაიტანა. არც გუნდის საშინაო ფორმა გვგვრის ოპტიმიზმს.

პროგრესირებს თუ არა გუნდი ვან გაალის ხელმძღვანელობით?

"იუნაიტედის" მიერ გატანილი გოლების საშუალო რაოდენობა სხვადასხვა სეზონებში


ჩემპიონთა ლიგა


ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება - "ბრიუგეს" დამარცხების შედეგად - ვან გაალის ხელმძღვანელობის სამწლიან პერიოდში მნიშვნელოვან ეტაპად განიხილებოდა.

დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის გამო "იუნაიტედმა" 25 წლის განმავლობაში პირველად ვერ მოახერხა ევროტურნირზე ასპარეზობა. ვან გაალის დროს პირველივე სეზონში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრა. ევროპის ლიგაზე გუნდის მოხვედრა კი ბევრისთვის მოულოდნელობად იქცა.

პროგრესირებს თუ არა გუნდი ვან გაალის ხელმძღვანელობით?

სამშაბათს "ვოლფსბურგმა" "იუნაიტედი" ევროპის ლიგაზე გაგზავნა

SoccerSpecial-თან ინტერვიუში ტონი გეილმა განაცხადა:

"ვალდებულები იყვნენ, ამ ჯგუფიდან ადვილად გასულიყვნენ, თანაც მოცემული ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, რათა ზოგიერთი ფეხბურთელისთვის პრემიერ ლიგის მატჩის წინ დასვენების საშუალება მიეცათ. ძველი "იუნაიტედი" ასეც მოიქცეოდა".

ფაქტიურად სწორედ ასე მოიქცა "იუნაიტედი" 2013/14 წლების სეზონში დევიდ მოიესის დროს. თუმცა გუნდს ჰქონდა პრობლემები საშინაო შეხვედრებში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან უპრობლემოდ გავიდა პირველ ადგილზე, მოიგო ოთხიდან სამი მატჩი და ექვსი შეხვედრიდან ორი ფრედ დაასრულა. რობინ ვან პერსის გმირული თამაშის წყალობით კი "ოლიმპიაკოსს" პირველ მატჩში დამარცხების მიუხედავად ორმატჩიან დუელში სძლია. არავინ გაუბრაზებია მომდევნო ეტაპზე "ბაიერნთან" წაგებას, რადგან გუნდი მამაცურად იბრძოდა, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელ სიტუაციაზე, რომლის აღწერისას "იუნაიტედის" ზოგიერთი ფეხბურთელი სიტყვა "სირცხვილს" იყენებს.

პროგრესირებს თუ არა გუნდი ვან გაალის ხელმძღვანელობით?

"იუნაიტედის" მაჩვენებლები ჩემპიონთა ლიგაზე დევიდ მოიესისა და ვან გაალის დროს


ინგლისის ლიგის თასი

უცნაური იყო ვან გაალისგან ლიგის თასზე პროგრესის შესახებ საუბრის მოსმენა. ამ სეზონში მათ ჩემპიონშიპის გუნდი "იპსვიჩი" დაამარცხეს სახლში, შემდეგ კი იმავე "ოლდ ტრაფორდზე" პენალტების სერიაში "მიდლსბროსთან" დამარცხდნენ, კვლავ უგოლო ფრის შემდეგ. რა თქმა უნდა, მეორე რაუნდში საშინლად დამარცხება "მკ დონსთან", რომელიც მაშინ პირველ ლიგაში ასპარეზობდა, უარეს შედეგად ჩაითვლება და წლევანდელი მაჩვენებელი პროგრესია.

"იუნაიტედი" "ბოროსთან" მეტწილად ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციისთვის რთული მატჩის გამო დამარცხდა. ის, რომ გუნდი ორი ეტაპით მეტს გავიდა თასზე, პროგრესისკენ გადადგმული მცირე ნაბიჯია. უნდა აღინიშნოს, რომ მოიესის გუნდი ტურნირს მხოლოდ ნახევარფინალიდან გამოეთიშა და ისიც პენალტების სერიაში.

ინგლისის თასი

ტურნირის პირველ რაუნდში "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი ლიგის გუნდ "შეფილდ იუნაიტედს" შეხვდება. ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგისა და ინგლისის თასის ტიტულებისთვის იბრძვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი თასის მოგება გუნდის პროგრესირების მხრივ ცუდი ნიშანი არ იქნება. "იუნაიტედმა" ინგლისის თასი მაისში უნდა მოიგოს.

გასულ სეზონში ვან გაალის გუნდი გასცდა "იოვილს", "კემბრიჯ იუნაიტედს" (გადათამაშების შემდეგ) და "პრესტონს", შემდეგ კი "არსენალთან" მეოთხედფინალში დამარცხდა.

კარისკენ დარტყმების რაოდენობა მცირდება


თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო ოთხი სეზონის სასტარტო 15 შეხვედრას შევადარებთ, კარისკენ დარტყმები წლიდან წლამდე მცირდებოდა. სერ ალექს ფერგიუსონის ბოლო სეზონში მათი რაოდენობა 90-ს უდრიდა, დევიდ მოიესის დროს - 72, შემდეგ კი, ვან გაალის დროს 66 და 54.

მოთამაშეები

პროგრესი მხოლოდ შედეგებით არ იზომება. მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მმართველობის სისტემა შეცვალა, გუნდის შემადგენლობაში მკვეთრი ცვლილებები მოხდა. 250 მლნ. ფუნტზე მეტი დაიხარჯა ახალ ფეხბურთელებზე, მათ შორის, რეკორდულ შენაძენ ანხელ დი მარიაზეც, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ ერთ წელს გაჩერდა.

გუნდში მოვიდნენ: ანდერ ერერა, ლუკ შოუ, მარკოს როხო, დეილი ბლინდი, მემფის დეპაი, მატეო დარმიანი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მორგან შნეიდერლინი, სერხიო რომერო და ენტონი მარსიალი.

პროგრესირებს თუ არა გუნდი ვან გაალის ხელმძღვანელობით?

დი მარია "იუნაიტედში" რეკორდული თანხის სანაცვლოდ გადავიდა და მომდევნო წელს პსჟ-ში აღმოჩნდა

გუნდი დატოვეს: რობინ ვან პერსიმ, ნანიმ, რაფაელმა, ხავიერ ერნანდესმა, რიო ფერდინანდმა, ნემანია ვიდიჩმა, პატრის ევრამ, შინჯი კაგავამ, დენი უელბეკმა, დარენ ფლეთჩერმა და უილფრიდ ზაჰამ.

უკეთეს მდგომარეობაშია ახლა "იუნაიტედი"? ვან გაალმა მცირე ხნის წინ აღიარა, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება:

"ჩემი გუნდით ამჟამად კმაყოფილი ვარ, მაგრამ რამდენიმე პოზიციის გაძლიერება შეგვიძლია. მაგალითად, მარცხენა მცველის პრობლემა გვაქვს".

დასკვნები

თუ მხოლოდ ქულებს გადავხედავთ, "იუნაიტედს" გასულ წელთან შედარებით მცირედი პროგრესი აქვს. მაგრამ არსებობს ბევრი გუნდი, რომლებიც ამ სეზონში ტიტულს უმიზნებენ. მათი დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაზე იმედგაცრუებით დასრულდა, თანაც თამაშის ხარისხი უფრო ცუდია, ვიდრე ორი წლის წინ იყო. გუნდს არცერთხელ არ მოუხერხებია ეროვნულ თასზე ბოლო ორი წლის განმავლობაში გრანდის დამაჯერებლად დამარცხება. ამასთან ერთად, დაიხარჯა 250 მლნ. ფუნტი რამდენიმე ახალ ფეხბურთელზე.

ლუი ვან გაალი გაუტეხელია: გუნდი პროგრესირებს. მწვრთნელის განცხადება, რომელსაც საშინაო ტურნირზე სახლში შვიდი და ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული 2 გამარჯვება ერთვება, უყურადღებოდ დასატოვებელი არ არის. ამასთან ერთად, გუნდი პრემიერ ლიგისა და ინგლისის თასის მოგების პრეტენდენტია. თუმცა, მოცემული მდგომარეობა ამტკიცებს, რომ გუნდს უფრო შესამჩნევი პროგრესი სჭირდება.

წყარო: skysports
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 დეკემბერი 2015 12:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პროგრესი არ ვიცი, მაგრამ წინა სეზონთან შედარებით რეგრესი უფროა ვიდრე პროგრესი. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მოიესი რომ მოიესია იმან გაიყვანა ლიგაზე გუნდი მეოთხედფინალამდე და ვინ იცის ის სწრაფი გოლი, რომ არ გაგვეშვა ევრას გოლის შედმეგ იქნებ ნახევარფინალამდეც მივსულიყავით, ვან გაალის მანჩესტერი კიდე ჯგუფიდანაც ვერ გავიდა. ამით მოიესს არ ვამაღლებ რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ჩანს არც ვან გაალია მასზე ბევრად უკეთესი ( მანჩესტერში ეგრეა ყოველშემთხევაში)
0
№2
ავტორი: giorgi tsintsadze
12 დეკემბერი 2015 12:24
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 10
მე პირადად ჰოლანდიის ფაქტორიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ვან გაალი მაინც შეძლებს უკეთესის გაკეთებას, მაგრამ მე პირადად ყველა პრობლემის ავტორად მაინც გლეიზერების მმართველობა მიმაჩნია, გუნდს სისხლს წოვენ. (ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვამ) ბოდიში თუ ვცდები ;-)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: RojoDiablo
12 დეკემბერი 2015 12:43
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
giorgi tsintsadze,
ეგ პერიოდი წარსულს ჩაბარდა. მაგ დროს აბრალებდნენ, რომ გუნდისთვის არაფერს იღებდნენ და მხოლოდ შემოსავალს ნახულობდნენ მისგან, კომერციულად იყენებდნენ და სპონსორებს იზიდავდნენ. მინიმალურ თანხეს ხარჯავდნენ, მაგრამ ფერგიც არ მოითხოვდა უფრო მეტს, ვიდრე ჰქონდა. ბოლო ორი წელია კი, გუნდმა თითო სატრანსფერო ფანჯარაზე 100 მლნ. ფუნტზე მეტი დახარჯა და ისევ მაგის თქმის საბაბი როგორ უნდა გვქონდეს.

"იუნაიტედის" ასეთი შედეგები ჩემი აზრით შემადგენლობის ბრალია, რომელიც ძალიან ახალგაზრდულია და მას განვითარება სჭირდება. განვითარებას კიდე დრო, დრო კი არ გვაქვს. ყოველი ხანგრძლივი ეპოქა ეტაპობრივად იწყება, ჩვენ ახლა გვინდა შედეგის მიღება, მაგრამ ასე მალე არ მოვა და ამას უნდა შევეგუოთ. ეს პერიოდი რომ გაგრძელდეს 5 და 6 წელს, მაშინ კიდევ ჰო, მაგრამ ჯერ მხოლოდ წელიწადნახევარია გასული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: JuanMata
12 დეკემბერი 2015 13:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ეს სტატიაც მგონი ზუსტად იმაზეა, რომ არ ჩანს ვან გაალის ხელში გუნდის პროგრესი, გასაგებია რომ მეორე წელს ეგრევე შეიძლება ლიგა ვერ დადოს, მაგრამ თამაშის ხარისხი არ იზრდევა, უარესია პირიქით, 5-6 წელიწადშიც იფივე იქნება, ერთ დღესაც უცებ არ დაიწყებს გუნდი თამაშს, ნელ-ნელა უნდა განვითარდეს, 1.5 წელიწადში თუ პროგრესი არაა, თუნდაც თამაშის მხრივ და არა ტიტულებით, არც 3 წელში იქნება უკეთესობა.

ახალ მწვრთნელი ახალი გუნდის შენებას დაიწყებსო, რომ ამბობთ, ვან გაალი ყოველ წელს იგივეს არ აკეთებს, თავისი აშენებული გუნდი დაშალა ნახევარი და ახალი გუნდით დაიწყო თამაში.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 დეკემბერი 2015 14:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პროგრესი მარტო ისაა რო ყველა ბურთს არ იჭერს ჩვენთან მაგრამ სამაგიეროდ იმდენი რაღაც შეიცვალა ამის ხელმძღვანელობის ქვეშ რო ჩამოთვლა მეზარება. არ მეგულება გნდი რომელიც ამაზე ცუდ ფეხბურთს თამაშობს, საკმარისი თანხები გაიღო და დროც ჰქონდა ყველაფრისთვის, მაგრამ შედეგი არ ჩანს. მოიესს არ შევადარებ მაინც, არ მესმის ეგ ლეღვი რატო უნდა მოგენატროს ან ვან გაალს რატო უნდა ამჯობინო
0
№6
ავტორი: tuntiki
12 დეკემბერი 2015 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მოიესის დროს გუნდი გრანდის სახელს ინარჩუნებდა.ახლა კი ვან გაალმა იუნაიტედი ერთ ჩვეულებრივ გუნდად აქცია, რომელსაც თავისი ხელწერა არ ააქვს.
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
12 დეკემბერი 2015 20:02
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ყოველთვის მართალია ლუი ))
0
№8
ავტორი: Martial
12 დეკემბერი 2015 20:28
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ეს ვან გაალს წააკითხეთ იქნებ მიხვდეს რო ცდება ამჯერადაც
0
№9
ავტორი: Count Alucard
14 დეკემბერი 2015 18:23
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რა პროგრესზეა საუბარი? ზედიზედ 3 ფრეს, რომ ითამაშებ და მერე 2 მატჩს წააგებ სამარცხვინოდ? 250 მილიონი ამაში დახარჯეს? გუნდი მთლიანად შეიცვალა, მაგრამ საკადრო პრობლემები არ წყდება, რატომ გაუშვა ფეხბურთელები თუ გაძლიერება ჭირდებოდა პოზიციებზე...
0
№10
ავტორი: Memphis_Depay
14 დეკემბერი 2015 18:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 405
ნიკი როგორ შევიცვალო? wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top